"საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 06/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 00000000000000000000000000
  • Word
178
25/02/2000
სსმ, 6, 06/03/2000
00000000000000000000000000
"საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995,  №№31-33, მუხ. 673) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „არასახაზინო საწარმოთა“ შეიცვალოს სიტყვებით „საწარმოთა (რომლებშიც არ არის სახელმწიფოს წილი)“.

2. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „შეგროვება და მათი“.

3. ამოღებულ იქნეს მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეხუთე თავი:

„თავი V

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 26.

1. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა სიები დგება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის შესაბამისად.

2. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საუბნო საარჩევნო კომისია არჩევნების დღეს საარჩევნო ბიულეტენს, ამომრჩეველთა სიის ან ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე, გასცემს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საბუთის წარდგენისას: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა, პენსიონერის მოწმობა, დევნილის მოწმობა, ავტომანქანის მართვის მოწმობა, აგრეთვე ყოფილი სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, ხოლო სოფელსა და თემში მცხოვრებთათვის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული ცნობა.

3. თუ სოფელსა და თემში მცხოვრებ ამომრჩეველს არა აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი საბუთი, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად არა უგვიანეს 2000 წლის 4 აპრილისა მან განცხადებით უნდა მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას. საკითხის დადებითად გადაწყვეტისას ამომრჩეველს ეძლევა ცნობა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე. ერთ-ერთის არყოფნის ან ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში მის ნაცვლად ხელს აწერს კომისიის მდივანი. ამომრჩევლის მონაცემები კომისიას შეაქვს ამომრჩეველთა სიაში და პირადობის მოწმობის ნომრის შესატანად გათვალისწინებულ სვეტში კეთდება ჩანაწერი „ცნობა №...“ და აღინიშნება ცნობის გაცემის თარიღი. საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისას განმცხადებელს მომდევნო დღეს ეძლევა გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც აღინიშნება უარის თქმის მიზეზი“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 25 თებერვალი.

№178-IIს