საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6480-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016008
  • Word
6480-რს
12/06/2012
ვებგვერდი, 21/06/2012
010190030.06.001.016008
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:   

1. 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემოწმების მიზნით.“.

2. 109-ე მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს გენერალური აუდიტორის კანდიდატურას;“.

3. 120-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლიათ პარლამენტის ბიუროს წინაშე დააყენონ საკითხი და მონაწილეობა მიიღონ მის განხილვაში სათათბირო ხმის უფლებით.“.

4. 136-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური აუდიტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილი არიან საკუთარი ინიციატივით დაესწრონ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.“.

5. 179-ე მუხლის:

ა) მე-2 და 21  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, საქართველოს მთავრობის მოხსენება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკი მისი დამტკიცების მომდევნო დღეს ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. საქართველოს მთავრობას ეგზავნება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკი.

21 . საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე, ასევე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე და ამ განხილვებს ესწრება გენერალური აუდიტორი ან მისი წარმომადგენელი.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და იმ პარლამენტის წევრთა დასკვნებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 20 ოქტომბრისა.“;

დ) 91  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91 . გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი პარლამენტისათვის წარდგენიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“.

6. 180-ე მუხლის:

ა) 21  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21 . პარლამენტის პლენარულ სხდომამდე 1 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გენერალური აუდიტორი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე;“.

7. 1801  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1801  

პარლამენტი ამ რეგლამენტის 180-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ პარლამენტი მოხსენებასთან დაკავშირებით ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას.“.

8. 182-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობა ამ რეგლამენტის 181-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) გადაცემის შემდეგ, არა უგვიანეს 30 ნოემბრისა პარლამენტს გადასცემს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს ამ რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც მომდევნო დღეს ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“.

9. 18210  მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, ასევე ამ პროექტის განხილვის გრაფიკი ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. საქართველოს მთავრობას ეგზავნება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის თაობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე და ამ განხილვებს ესწრება გენერალური აუდიტორი ან მისი წარმომადგენელი, ხოლო ფრაქციებში, უმრავლესობაში ან უმცირესობაში განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, ასევე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის და უმცირესობის დასკვნებს, რომლებმაც განიხილეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის გადამუშავებული პროექტი პარლამენტისათვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“.

10. 18211  მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს. პროექტის განხილვა იწყება საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენებით. მისი მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია პარლამენტის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენების შემდეგ სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის თანამომხსენებელი – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გენერალური აუდიტორი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ გადამუშავებული კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე;“.

11. 187-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 187

პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს გენერალურ აუდიტორს. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.“.

12. 216-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 216

1. პარლამენტი საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, დადგენილი წესით კონტროლს უწევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული ანგარიშის წარდგენის დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ორჯერ წარუდგენს პარლამენტს მოხსენებას საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, – თავისი საქმიანობის ანგარიშს. პარლამენტი ამ ანგარიშის განხილვის შემდეგ იღებს შესაბამის დადგენილებას.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი საქმიანობის გეგმის შედგენისას ითვალისწინებს პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების წინადადებებს.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და დროებით საგამოძიებო კომისიებს გადასცეს რევიზიისა და შემოწმების მასალები.

5. პარლამენტისა და დროებითი საგამოძიებო კომისიების მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ რევიზიასა და შემოწმებას.

6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას ყოველწლიურად ამოწმებს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი კომისია. აღნიშნულ კომისიას პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის არა უგვიანეს 1 დეკემბრისა.“.

13. 234-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საქართველოს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უგზავნის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს ეროვნულ ბანკს.“; 

ბ) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე.

5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ასლებს მათი წარმოდგენიდან 3 დღის განმავლობაში გადასცემს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, ცალკეულ პარლამენტის წევრებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკს და უგზავნის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს ეროვნულ ბანკს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და სხვა კომიტეტები 2 კვირის განმავლობაში, როგორც წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით განიხილავენ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს.

6. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე. საქართველოს მთავრობის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობებს და ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში. პარლამენტი არა უგვიანეს 15 ივნისისა იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს 1 თვის განმავლობაში აცნობებს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.“.

14. 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, თავისი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, რომელიც მისი განხილვის შემდეგ იღებს შესაბამის დადგენილებას. ეს ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშს შესაბამისი კომიტეტების მიერ აღნიშნული ანგარიშების შესახებ დასკვნების მომზადების შემდეგ, მაგრამ ანგარიშების წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა, განიხილავს პარლამენტი და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გამოდის თანამომხსენებლად და წარმოადგენს პარლამენტის გადაწყვეტილების პროექტს.“.

15. 237-ე მუხლის მე-11–მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი.

12. გენერალური აუდიტორი საქართველოს პარლამენტს 1 აპრილამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.

13. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში იხილავს წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც განსახილველად გადაეცემა პარლამენტს არა უგვიანეს 1 მაისისა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის განხილვისას სავალდებულოა შესაბამისი პროექტის დარიგება.

14. პარლამენტის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის განხილვის შემდეგ იგი 15 ივნისამდე წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად.

15. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარჯების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იგი არ უნდა იყოს გასულ საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრებთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წინასწარი თანხმობით.“.

16. 244-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 244

პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შესახებ.“.

17. 251-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატის ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ბრალდების გამო იმპიჩმენტის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. წარდგინება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ბრალდებას შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებზე. წარდგინება დასკვნისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან საქართველოს უზენაეს სასამართლოს.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე  დ. ბაქრაძე

თბილისი,

2012 წლის 12 ივნისი.

№6480-რს