„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016895
  • Word
222
18/06/2012
ვებგვერდი, 20/06/2012
470230000.10.003.016895
„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №222

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/03/2012, 470230000.10.003.016765) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების დანართი №17-ის (აივ‑ინფექცია/შიდსი):

1. მე‑3 მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.დ) ინექციური ნარკომანი პირების მოძიებ ს, აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაციასა და სკრინინგული მეთოდებით ნებაყოფლობით გამოკვლევას;“.

2. მე5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო ტესტ‑სისტემების, რეაგენტებისა და სხვა სახარჯი მასალების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და გადაეცემა ამავე ქვეპუნქტის ფარგლებში მომსახურების გამოვლენილ მიმწოდებლებს, გარდა „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კონფირმაციული კვლევისთვის საჭირო ტესტ‑სისტემებისა და სახარჯი მასალისა, რომელთა შესყიდვასაც უზრუნველყოფს მიმწოდებელი დაწესებულება .“.

3. მე9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 3,145.92 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ღონისძიება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტაცია და ტესტირება

385,92

1.1

ინექციური ნარკომანი პირების მოძიება, აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაცია და ნებაყოფლობითი გამოკვლევა სკრინინგული მეთოდებით

16,32

1.2

B და C ჰეპატიტის მქონე პაციენტების აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაცია, ნებაყოფლობითი გამოკვლევა სკრინინგული მეთოდებით და სკრინინგული ტესტით დადებითი შემთხვევების გამოკვლევა კონფირმაციული მეთოდებით

72

1.3

აივ-ინფექციაზე/შიდსზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების და აივ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაცია, ნებაყოფლობითი გამოკვლევა სკრინინგული მეთოდებით და სკრინინგული ტესტით დადებითი შემთხვევების გამოკვლევა კონფირმაციული მეთოდებით

201,6

1.4

მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ტესტ‑სისტემებისა და სახარჯი მასალის უზრუნველყოფა

96

2

ამბულატორიული მომსახურება

1,430

3

სტაციონარული მომსახურება

1,330

სულ:

3,145.92“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                            ნ. გილაური