დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 447 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 17/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016097 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №447
2012 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების ” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანების:
ა) პირველი პუნქტის „ა ” ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის ” (დანართი №1):
ა.ა) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგადასახადო ორგანოს თანხმობით, საქონლის დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს დეკლარანტის (საქონლის მიმღების) მიერ გაცხადებულ ტერიტორიაზე. ”;
ა.ბ) 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჭიროების შემთხვევაში, დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებენ გაფორმების დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე, გეზ-ის უფროსი, უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი ან განყოფილების უფროსი, პორტალის უფროსი ან ცვლის უფროსი. ”;
ა.გ) 27-ე მუხლის:
ა.გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დეკლარანტს ეგზავნება ელექტრონული შეტყობინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დათვალიერება ხორციელდება სკანერის მეშვეობით, ან ხორციელდება აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის დათვალიერება. ”;
ა.გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქონლის (გეზ -ში წარდგენილის გარდა) დათვალიერების გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ. ”;
ა.დ) 28-ე მუხლის:
ა.დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განმეორებითი დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საქონლის კონტროლის ზონიდან გატანამდე, ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ, ამავე პირის ინიციატივით ან დეკლარანტის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ”;
ა.დ.ბ) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამატებითი დათვალიერება გულისხმობს საქონლის სრულ ან შერჩევით (ამ ბრძანებით დადგენილ დათვალიერების მოცულობაზე მეტი ოდენობით) დათვალიერებას და ხორციელდება ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის გადაწყვეტილებით.
5. მიზანმიმართული დათვალიერება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც სკანირების შედეგების ამსახველი სურათის ან სამართალდამცავი ორგანოებიდან ან სხვა წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ადგილი აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას ან ასეთი დარღვევის მცდელობას, და გულისხმობს საქონლის ნებისმიერი შეფუთვის (შეკვრის) გახსნას ან/და სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი სათავსის (განყოფილების) შემოწმებას, მასში საქონლის სამალავების ან/და სახელმწიფო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის აღმოჩენის მიზნით.
6. მიზანმიმართული დათვალიერება შეიძლება განხორციელდეს დათვალიერებასთან, განმეორებით დათვალიერებასთან ან დამატებით დათვალიერებასთან ერთად, ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის გადაწყვეტილებით. ”;
ა.ე) 31-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მიიღება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახორციელებს საქონლის დათვალიერებას ან ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ, მათი ინიციატივით ან დეკლარანტის მოთხოვნით. ”;
ა.ვ) 33-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მგზავრის დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახორციელებს მგზავრის კონტროლს ან 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ, ზეპირად ან წერილობით. ”;
ბ) პირველი პუნქტის „ბ ” ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის ” (დანართი №2):
ბ.ა) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პორტალები
| № | კოდი | დასახელება |
| 1 2 | 69001 20011
| პორტალი „თბილისის აეროპორტი” პორტალი „თბილისის აეროპორტი” ქ. თბილისი, აეროპორტის ტერიტორია (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში გამარტივებული დეკლარაციის წარდგენისას) |
| 3 | 69002 | პორტალი „წითელი ხიდი” |
| 4 | 69003 | პორტალი „სადახლო”(საავტომობილო) |
| 5 | 69004 | პორტალი „სადახლო”(სარკინიგზო) |
| 6 | 69005 | პორტალი „გუგუთი” |
| 7 | 69006 | პორტალი „ახკერპი” |
| 8 | 69007 | პორტალი „სამთაწყარო” |
| 9 | 69009 | პორტალი „გარდაბანი და მტკვარი” (სარკინიგზო) |
| 10 | 69021 | პორტალი „გარდაბანი და მტკვარი” (საავტომობილო) |
| 11 | 69010 | პორტალი „ლაგოდეხი” |
| 12 | 69101 | პორტალი „ყაზბეგი” |
| 13 | 69301 | პორტალი „ვალე” |
| 14 | 69302 | პორტალი „ნინოწმინდა” |
| 15 | 69401 69403 99403 | პორტალი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა” |
| 16 | 69501 69502 69503 | პორტალი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ |
| 17 | 69601 | პორტალი „სარფი” |
| 18 | 69604 | პორტალი „ბათუმის პორტი” |
| 19 20 | 69603 20012
| პორტალი „ბათუმის აეროპორტი” პორტალი „ბათუმის აეროპორტი” ქ. ბათუმი, აეროპორტის ტერიტორია (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში გამარტივებული დეკლარაციის წარდგენისას)“; |
ბ.ბ) მე-12 ნაწილის ( „საქონლის შენახვის ადგილების კლასიფიკატორი ”) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის შენახვის ადგილების (საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე მოქმედი საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების) კლასიფიკატორი მტკიცდება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით და ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი (გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ.ბ ” ქვეპუნქტისა) მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 16 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ჯ . ებანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები