„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 116/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016382
  • Word
116/ნ
20/06/2012
ვებგვერდი, 21/06/2012
430010000.22.022.016382
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №116/ნ

2012 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016055) პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და თავი V ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი V

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

    მუხლი 27. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება

1. აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.

2. არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).

3. სრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც წარმოადგენს ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას.

    მუხლი 28. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge  გამოყენებით.

    მუხლი 29. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა

1. აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.

2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;

ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;

გ) საპრეტენზიო განაცხადის  წარმდგენი პირის ვინაობა;

დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე   პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;

ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე ;

ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.

3. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) აბიტურიენტის დაბადების მოწმობა ამ დებულების 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, ამ დებულების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4 . აბიტურიენტს , სპეციალური პროგრამა არ მისცემს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის  ფორმის შევსების საშუალებას , თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.

5. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

    მუხლი 30. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის  ვადა

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტს გამოცდის დღეს , 21 საათამდე , ამ დებულების 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება ცენტრს, ხოლო ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.

2. აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით , საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე , ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.

    მუხლი 301. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.

    მუხლი 302. საპრეტენზიო კომისია

1. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საპრეტენზიო კომისიას ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს მინისტრი.

3. აბიტურიენტის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს საგნობრივი ქვე კომისია, რომლის  წევრებ ანონიმუ რობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.

4. საპრეტენზიო კომისიას/საგნობრივ ქვეკომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.

5. საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.

    მუხლი 303. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობა

1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

3. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ  სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ½.

4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

    მუხლი 304. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;

ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

2. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

    მუხლი 305. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან  დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/ გადაწყვეტილებები:

ა) აბიტურიენტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) აბიტურიენტის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.

4. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის ცენტრს გადაწყვეტილებას.

5. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აბიტურიენტს.

    მუხლი 306. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით .

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი ქვეკომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 10 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) აბიტურიენტისათვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) აბიტურიენტისათვის ქულის დაკლების შესახებ;

გ) აბიტურიენტის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

3. საგნობრივი ქვეკომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს საპრეტენზიო კომისიას.

    მუხლი 307. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.

2. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი ქვეკომისიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებას ამტკიცებს 10 დღის ვადაში.

3 . საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება ცენტრში.

4 . საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.”.

  მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი