დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.114.016129 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №34
201 2 წლის 13 ივნისი
დ. ჩოხატაური
„ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად , საკრებულო ადგენს:
„ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №71 დადგენილებაში (სსმ,05.01.2012) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მყოფი ოჯახებისადმი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონებით დახმარება უსასყიდლოდ (სახეობის გათვალისწინებით)“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა“.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 თავს დაემატოს 10 I მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10 I. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მყოფი ოჯახებისადმი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონებით დახმარება უსასყიდლოდ (სახეობის გათვალისწინებით)“.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ .
2. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები