გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 თებერვლის №15 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.166.016070
  • Word
26
19/06/2012
ვებგვერდი, 21/06/2012
190020020.35.166.016070
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 თებერვლის №15 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2012 წლის 19 ივნისი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 თებერვლის №15  დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების  შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის  , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

  მუხლი 1.   გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 თებერვლის №15 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 თებერვლის №15 დადგენილებით „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებულ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამის“ (დანართი 1) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. სოციალური დახმარების დაფინანსება

სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 722 600 (შვიდას ოცდაორი ათას ექვსასი) ლარი.“.

2.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 თებერვლის №15 დადგენილებით „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებულ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადის“ (დანართი 2) :

ა) მე-3 პუნქტში უკიდურესად გაჭირვებულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 75 000 ლარით ნაცვლად 50 000 ლარისა, ხოლო სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს 236 000 ლარით ნაცვლად 200 000 ლარისა;

ბ) მე-5 პუნქტში ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება განისაზღვროს 49 000 ლარით ნაცვლად 35 000 ლარისა;

გ) ხოლო შემაჯამებელ გრაფაში სოციალური დახმარების მოცულობა განისაზღვროს 722 600 ლარით, ნაცვლად 647 600 ლარისა.

  მუხლი 2 . დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე ზ. იაგანაშვილი