განჩინება შპს „ორიონი“-ს რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების შესახებ

  • Word
განჩინება შპს „ორიონი“-ს რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/12584-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/06/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/12584-11
18/06/2012
ვებგვერდი, 20/06/2012
განჩინება შპს „ორიონი“-ს რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

რეაბილიტაციის დაწყების შესახებ

2012 წლის 18 ივნისი                   

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე

 

განმცხადებელი: შპს „ორიონი

დირექტორი: მ. ლაცაბიძე

მოთხოვნა: რეაბილიტაციის წარმოების დაწყება

განიხილა შპს ,,ორიონის” რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს ,,ორიონის” განცხადება გადახდისუნარიანობის შესახებ.

2012 წლის 28 მაისს , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართეს შპს ,,ორიონისმომრიგებელი საბჭოს წევრებმა და წარმოადგინეს შპს ,,ორიონის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,ორიონის” რეაბილიტაციის დაწყების თაობაზე. 2012 წლის 15 ივნისს წარმოადგინეს შპს ,,ორიონის” მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების სსიპ ,,საკანონმდებლო მაცნეში’’ გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულება.

სასამართლო გაეცნო შპს ,,ორიონის’’ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საწარმოს რეაბილიტაცია შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად , მომრიგებელი საბჭო მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს სწავლობს შექმნიდან 30 დღის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად , მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გაკოტრების შესახებ, რეაბილიტაციის შესახებ ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადა აითვლება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად , სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება რეაბილიტაციის შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.

ამავე კანონის 44-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად , კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით

დაადგინა:

1. დაიწყოს შპს ,,ორიონის რეაბილიტაციის საქმის წარმოება .

2. განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში და სასამართლოს ვებგვერდზე _ WWW.TCC.GOV.GE.

3. რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვად ს განსაზღვრის მიზნით მოწვეულ იქნს კრედიტორთა კრება 2012 წლის 22 ივნისს 15:00 საათზე , თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, 6, დარბაზი 21).

4. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე              ე. ცისკარიძე