დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 219 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.016892 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №219
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, №168) შეტანილ იქნე ს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №12 (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
„დანართი №12
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები
| № | მოთხოვნა | შენიშვნა |
| 1 | ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები) |
|
| 2 | სადისპეტჩერო ფუნქციის უზრუნველყოფა |
|
| 3 | რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა | დოკუმენტი, რომელსაც განსაზღვრავს ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი და რომელიც მოიცავს იმ ღონისძიებებისა და სერვისების მიმწოდებლების ჩამონათვალს, რაც აუცილებელია პაციენტის ადეკვატური მართვისათვის/გადაყვანისათვის |
| 4 | სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა | შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება |
| 5 | პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი/კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; რეფერალური ტრანსპორტირებისას, კრიტიკული მდგომარეობის მართვის განხორციელების შემთხვევაში – სპეციალიზებული ბრიგადა | არ მოეთხოვება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად ლიცენზიის მაძიებელ დაწესებულებებს |
| 6 | ფუნქციონირებადი ავტოსატ-რანსპორტო საშუალებები როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენისათვის, ისე ტრანსპორტირებისათვის შემდეგი აღჭურვილობით
| 6.1‑6.10 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ მოეთხოვება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად ლიცენზიის მაძიებელ დაწესებულებებს |
| 6.1 | ელექტროკარდიოგრაფი |
|
| 6.2 | გლუკომეტრი |
|
| 6.3 | პორტატიული მართვითი სუნთქვის აპარატი/„ამბუს“ პარკი |
|
| 6.4 | დეფიბრილატორი |
|
| 6.5 | პორტატიული მქაჩი (ელექტრული ან მექანიკური) |
|
| 6.6 | ჟანგბადის რეზერვუარი | არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას მსუბუქი ავტომანქანისათვის |
| 6.7 | სამედიცინო ინვენტარი (სასწრაფო დახმარების ჩანთა) |
|
| 6.8 | აღჭურვილობა თავის, კისრისა და კიდურების ფიქსაციისათვის |
|
| 6.9 | საკაცე | არ ეხება მსუბუქ ავტომანქანას |
| 6.10 | დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების მართვისათვის | აუცილებელი მოთხოვნაა რეანიმობილის შემთხვევაში |
| 7 | სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება“. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები