დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ნარკოტიკული ანალგეტიკებით სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტიგენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 15 მარტის N32/ო - N102 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-40/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016158 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №01-40/ნ-№429
2012 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
,,ნარკოტიკული ანალგეტიკებით სიმპ ტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტინ გენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 15 მარტის № 32/ო - № 102 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ ნარკოტიკული ანალგეტიკებით სიმპ ტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტინ გენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 15 მარტის № 32/ო - № 102 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 2000, №26, მუხლი 241 ) დამტკიცებული დანართი №2-ის ( პოლიკლინიკაში (პოლიკლინიკურ განყოფილებაში) ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების დანიშვნის, გამოწერისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების შეძენის, შენახვისა და აღრიცხვის წესი) 23-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს 231 და 232 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„231. ავადმყოფის პატრონი ვ ალდებულია დააბრუნოს გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ამპულები და წარუდგინოს ისინი ნარკოტიკული საშუალებების გამცემს წამლის ყოველი შემდეგი გაცემისას. გამოყენებული ამპულები დაბრუნების დღესვე, ავადმყოფის პატრონის თანდასწრებით, ნადგურდება ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირ(ებ) ის მიერ. დაბრუნებული ამპულები ექვემდებარება მკაცრ აღრიცხ ვას სპეციალურ ჟურნალში, რომელშიც აღინიშნება ავადმყოფის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, ავადმყოფის პატრონის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, დაბრუნებული ნარკოტიკული საშუალებების რაობა და ამპულების რაოდენობა, დაბრუნებისა და განადგურების თარიღი. ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებული ამპულების ყოველი განადგურებისას ჟურნალში ხელს აწერენ ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირ(ებ) ი და ავადმყოფის პატრონი.
232. ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ყოველკვარტალური სავალდებულო ინფორმირება ხორციელდება ,, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის № 140/ნ ბრძანების შესაბამისად. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ზ. ჭიაბერაშვილი
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები