დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6388-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.05.001.016798 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. მოვალის მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანა
1 . მოვალის მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს:
ა) მოვალისათვის ცნობილი ქონების ნუსხას, აგრეთვე მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობას, ამ ანგარიშების რეკვიზიტებისა და ბანკების მისამართების მითითებით;
ბ) უზრუნველყოფილ კრედიტორთა ნუსხას არსებული ვალდებულებების, უზრუნველყოფის საგნებისა და კრედიტორთა სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით;
გ) მოვალისათვის ცნობილი დანარჩენი კრედიტორების ნუსხას არსებული ვალდებულებებისა და კრედიტორთა სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით;
დ) მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლს, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს , რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე იმყოფება.
2 . თუ მოვალე ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და, ამასთანავე, მიაჩნია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მოვალის მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს:
ა) მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების დამადასტურებელ მტკიცებულებას.“.
2. მე- 20 მუხლი ს:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საქმეზე ახალი გარემოებების აღმოჩენისა და ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-11 პუნქტები:
„4. თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
5. სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს:
ა) განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას;
ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების საფასურს იხდის მოვალე.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები.
9. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოვალის ქონება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეგისტრაციის გაუქმებამდე ნაწილდება მის პარტნიორებზე მათი წილის პროპორციულად, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
11. თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.“.
მუხლი 2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455) 142 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გაუქმება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ან საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„ 11 . „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სასამართლოს განჩინებას მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია.“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 5 ივნისი.
№6388- Iს
დოკუმენტის კომენტარები