დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 164 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 15/03/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.090.000.05.001.000.732 |
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18 (25), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვები „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“.
2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „6 თვის ვადაში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული – სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის განმახორციელებელმა პირებმა 2000 წლის 1 ოქტომბრამდე“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 24 თებერვალი.
№164–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები