განჩინება შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8147-2009
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/8147-2009
13/06/2012
ვებგვერდი, 19/06/2012
განჩინება შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2012 წლი13 ივნისი

 

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს „მაგნატი 2006“-ის გაკოტრების მმართველის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ,

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „მაგნატი 2006“-ის მიმართ.

2012 წლის 12 ივნისს შპს „მაგნატი 2006“-ის გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საბოლოო ანგარიშით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნს შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრება დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა შემოწმების, გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენის და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეულ იქნს შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება ;

2. გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში ;

3. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება ;

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნს 2012 წლის 25 ივნისს , 10:00 საათზე , თბილისის საქალაქო სასამართლოს 24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №№6) .

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს გაკოტრების მმართველს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს ვბგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, 6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან ან განჩინების გაცნობიდან 5 დღის ვადაში.

 

          მოსამართლე               ლ . ქოჩიაშვილი