„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 3/201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016024
  • Word
3/201
15/06/2012
ვებგვერდი, 19/06/2012
040030000.22.054.016024
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/201

2012 წლის 15 ივნისი

. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის 3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის 3/125 ბრძანებით (სსმ III, 78, 04.06.2007, 040.030.000.22.028.010.402) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის წესდების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასწავლებელი ახორციელებს ხუთწლიან საბაზო სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა სკოლისგარეშე სახელოვნებო საბაზო განათლების მოწმობა და სამწლიან სკოლისგარეშე პროფილურ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამას (ბალეტის მსახიობი, ქორეოგრაფიული ხელოვნებისა და თეატრის მსახიობი), რომლის დასრულებისას გაიცემა მოწმობა (სერტიფიკატი).“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

. რურუა