„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის N87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის N87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-39/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016157
  • Word
01-39/ნ
18/06/2012
ვებგვერდი, 19/06/2012
470230000.22.035.016157
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის N87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-39/ნ

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლი 87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლი №87/ნ ბრძანებით (სსმ III, 20.02.2009წ. , 20, მუხ. 254) დამტკიცებულ „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წეს“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13, 81 და 91 პუნქტები:

„13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი ფულადი სარგოები და წელთა ნამსახურობაზე დანამატი.“.

„81. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) დღიური ფულადი სარგოების და წელთა ნამსახურობაზე დანამატის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

„91. ამ მუხლის 81 გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური ფულადი სარგოების და წელთა ნამსახურობაზე დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (ფულადი სარგოები და წელთა ნამსახურობაზე დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

2. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები (ამ მუხლის 1 და 13 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ჭიაბერაშვილი