დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016087 |
23
15/06/2012
ვებგვერდი, 21/06/2012
190020020.35.158.016087
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №54 დადგენილებით (ვებგვერდი, 111222007, 26/12/2011, 190020020.35.158.016062) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება 1. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: ა) მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში; ბ) იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში; გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში; 2. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს: ა) ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ჩემპიონებს, რომლებიც პარალელურად არიან საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და ირიცხებიან ეროვნული ნაკრების წევრებად - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ბ) ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორებს, რომლებმაც პარალელურად საერთაშორისო ჩემპიონატებში დაიკავეს საპრიზო ადგილები - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3. დახმარება გაიცემა ბოლნისის რესურსცენტრისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიების საფუძველზე. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის დასკვნის საფუძველზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ოჯახების (რომელთაც გააჩნიათ 70 000 ქულაზე ნაკლები) ის ორსული წევრები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში“. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები