შპს „თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ 2012 წლის 20 იანვრის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
შპს „თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ 2012 წლის 20 იანვრის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს "თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
13/06/2012
ვებგვერდი, 18/06/2012
შპს „თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ 2012 წლის 20 იანვრის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
შპს "თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"

შპს „თბილისის მუდმივმოქმედი   არბიტრაჟის “ 2012 წლის 20 იანვრის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახე

 

1. შეტანილ იქნს ცვლილებები „თბილისის მუდმივმოქმედი  არბიტრაჟის 2012 წლის 20 იანვრის დებულებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; 30/01/2012 წ.) .

2. დებულების 13.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13.5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელიუნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი. რომელიმე მხარის წერილობითი მოთხოვნისას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე არბიტრების ხელმოწერები დამოწმდება.“ .

3. დებულების 13.8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13.8.  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანისთანავე და არ საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას, თუ რომელიმე მხარე წერილობითი განცხადების საფუძველზე არ მოითხოვს გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებას.“ .

4. ცვლილებები ამოქმედდეს 2012 წლის 20 ივნისიდან.