„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №871 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 507
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2012
ძალაში შესვლის თარიღი 15/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016130
  • Word
507
14/06/2012
ვებგვერდი, 18/06/2012
120340000.22.026.016130
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №871 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №871 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №507

2012 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №871 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1 . ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №871 ბრძანებაში (სსმ , ვებგვერდი, 111114005, 14/11/2011) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო მისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის №825  ბრძანებულების პირველი პუნქტის ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესის პირველი პუნქტის  შესაბამისად,”;

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 2. ვეტერანის მოწმობის გამცემი ორგანო

ვეტერანთა მოწმობების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ორგანოების (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) მეშვეობით.”;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ვეტერანის აღრიცხვაზე აყვანის დროს მის შესახებ საანკეტო მონაცემები შეიტანება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ ანკეტაში:

ა) ომის მონაწილეებისათვის;

ბ) ომის შშმპ-ისათვის;

გ) ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირებისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის ;

დ) ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და მარჩენალდაკარგულებისათვის.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 15 დეკემბრიდან.

ბ.ახალაია