„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.016885
  • Word
212
13/06/2012
ვებგვერდი, 15/06/2012
290160000.10.003.016885
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 212

2012 წლის 13 ივნისი

. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“:

1. მე-3 მუხლპირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) სამკურნალო საშუალებების ხარჯები – სამკურნალო საშუალებათა ნუსხის მიხედვით. მზღვეველის მიერ ანაზღაურდება პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში, 50 პროცენტის თანაგადახდით, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ა“ და 1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცებისათვის (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) წლიური სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვროს 200 ლარით, 50 პროცენტი თანაგადახდით.“.

2. მე‑8 მუხლის მე‑7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. კონკურსში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია/ამხანაგობა ვალდებულია, დადგენილ ვადაში დაასრულოს სამედიცინო რაიონში დაგეგმილი საავადმყოფო. საავადმყოფოს მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვროს: წნორში 2012 წლის 1 მარტი, ფოთსა და მესტიაში – 2012 წლის 31 მარტი, ბორჯომსა და გურჯაანში – 2012 წლის 15 აპრილი, ქუთაისში – 2012 წლის 1 ივნისი, სენაკსა და ჩხოროწყუში – 2012 წლის 1 მაისი, ბათუმში, ქობულეთსა და ხულოში – 2013 წლის 31 იანვარი, თელავში – 2013 წლის 31 მარტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში – 2011 წლის 1 დეკემბერი. საავადმყოფო დასრულებულად ჩაითვლება უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სადაზღვევო კომპანიის/ამხანაგობის მიერ საავადმყოფოს დასრულების შესახებ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ დასკვნის მომზადებამდე გასული პერიოდი არ ჩაითვლება პირობის შეუსრულებლობის საფუძვლად. “.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                            ნ . გილაური