დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2–157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340090000.22.032.016075 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2- 115
2012 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„ ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2–157 ბრძანება ში ცვლილების შე ტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ :
მუხლი 1. „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2-157 ბრძანებაში (სსმ, 167, 25/11/2008) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების (დანართი №3) წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოწმობები ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. მოწმობის შევსება შესაძლებელია ელექტრონულად. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობების დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად და დგება ჩამოწერის აქტი.“,
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ . გოროზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები