საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016055
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
14/06/2012
ვებგვერდი, 20/06/2012
010250020.35.130.016055
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/06/2012 - 28/02/2018)

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დადგენილება 8

  2012 წლის 14 ვნისი

ქ. საჩხერე

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „” ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „’’ ქვეპუნქტის , „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესი თანდართული დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 7 ივლისის №15 დადგენილება.

მუხლი 3 . დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       . აბჟანდაძე

დანართი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესი

    მუხლი 1

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.

2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საკუთრების მიწაზე და ობიექტებზე, გარე რეკლამის განთავსება განხორციელდეს რეკლამის გამავრცელებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე , საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით.

3. დაინტერესებული პირის მიერ რეკლამის გავრცელებაზე მოთხოვნა (განცხადება) წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგეობას.

    მუხლი 2

1. ხელშეკრულება , როგორც წესი , უნდა შეიცავდეს:

ა) რეკლამის გამავრცელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას, გადახდის ვადას და წესს ;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას ;

გ) მხარეთა ვალდებულებებს ;

დ) ხელშეკრულების მოშლის პირობებს ;

ე) კონკრეტული ურთიერთობიდან გამომდინარე დადგენილ სხვა პირობებს ;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მონაცემებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულება არ განაპირობებს მიწის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლას და არ ანიჭებს რეკლამის გამავრცელებელ პირს გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გარდა სხვა ქმედებათა განხორციელების უფლებამოსილებას.

    მუხლი 3

1. რეკლამის განთავსებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადასახდელი თანხის მოცულობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის ფარგლებში.

2. გადასახდელი თანხის მოცულობა შეიძლება დიფერენცირებული იყოს რეკლამის განთავსების ადგილის და ტექნიკური (პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში და სხვა) პარამეტრების მიხედვით.

    მუხლი 4

1. რეკლამის გამავრცელებელთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.

2. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, თუ მხარეთა შეთანხმებით არ მოხდა მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, გამგეობის მოთხოვნის საფუძველზე , რეკლამის გამავრცელებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით მოახდინოს გარე რეკლამის დემონტაჟი.

3. პირები, რომლებსაც ამ წესის ამოქმედების მომენტისათვის საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული აქვთ გარე რეკლამა, ვალდებულნი არიან ამ წესის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოახდინონ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ან მისი დემონტაჟი საკუთარი სახსრებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

    მუხლი 5

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელება-განთავსების გეგმას, გარე რეკლამის განთავსების კონკრეტული ადგილების და სარეკლამო საშუალებების ტექნიკური (პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში და სხვა) მახასიათებლების გათვალისწინებით, „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით , ადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობა და მას დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

    მუხლი 6

1. მუნიციპალიტეტის გამგეობა თავისი სამართლებრივი აქტით უზრუნველყოფს:

) რეკლამის გამავრცელებელთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებას ;

) რეკლამის განთავსებაზე განცხადებების განმხილველი, ხელშეკრულების გაფორმებასა და მის შესრულებაზე პასუხისმგებელი, გამგეობის სამსახურის ან სხვა უფლებამოსილი პირის განსაზღვრას ;

) ხელშეკრულების ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის განსაზღვრას.

    მუხლი 7

1. ეს წესი არ ვრცელდება სახელმწიფო და კერძო საკუთრების მიწაზე და ობიექტებზე განთავსებულ გარე სარეკლამო საშუალებებზე.

2. საკითხები, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ წესით, რეგულირდება „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.