დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 143 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/11/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 29/02/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.000.727 |
საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996 წ.) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. გარდამავალი დებულებები
1. 1999 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 1 იანვრამდე საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხების 70% მიიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 30% – სახელმწიფო საგზაო ფონდში.
2. 2001 წლის 31 დეკემბრამდე საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებიდან და საჩივრებიდან სახელმწიფო ბაჟის სახით მიღებული შემოსავლების 70% მიიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტით ამ ორგანოებისათვის დამტკიცებული ხარჯების დასაფინანსებლად, ხოლო 30% მიიმართოს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“
II. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 27 ნოემბრის №633 ბრძანებულება „საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.“
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 11 თებერვალი.
№143-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები