დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერ ჯიარდისი ბ.ვ.-ს მიერ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „თბილისი ცენტრალი“-ს დარჩენილი აქციების გამოსასყიდად | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „თბილისი ცენტრალი“-ს აქციონერი ჯიარდისი ბ.ვ. |
| მიღების თარიღი | 14/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
2012 წლის 14 ივნისი
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „თბილისი ცენტრალის“ (ს/კ: 205129653) აქციათა ყიდვის თაობაზე კეთდება საქართველოს მეწარმეთა კანონის 53 2 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა აქციონერ ჯიარდისი ბ.ვ.-ს (მყიდველი) მიერ სს „თბილისი ცენტრალის“ კაპიტალში აქციათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტის შეძენა.
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები :
● შემთავაზებელი ფლობს სს „თბილისი ცენტრალის” მიერ გამოშვებულ 7,506,750 (შვიდი მილიონ ხუთას ექვსი ათას შვიდას ორმოცდაათი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 99.900190%-ს და სურს გამოისყიდოს სს „თბილისი ცენტრალის” დარჩენილი 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რაც შეადგენს სს „თბილისი ცენტრალის“ გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 0.099810%-ს.
● სს „თბილისი ცენტრალის“ დარჩენილი აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1 (ერთი) ლარს ერთ ცალ აქციაზე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). გამოსასყიდი ფასი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნისათვის დადგენილია ბროკერის მიერ და არის იმ ფასის ანალოგიური, რა ფასადაც ჯიარდისი ბ.ვ.-მ შეიძინა 2011 წლის 8 ივლისს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 49.900190%.
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გამოყვეყნებული იქნება 2012 წლის 14 ივნისს და გაგრძელდება 2012 წლის 1 4 ივნისიდან 2012 წლის 14 ივლისამდე .
● განცხადებები მიიღება 2012 წლის 14 ივნისიდან 2012 წლის 14 ივლისამდე.
● განცხადებები განიხილება 2012 წლის 14 ივლისიდან 2012 წლის 21 ივლისამდე და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება.
● სს „თბილისი ცენტრალის“ გამოშვებული აქციების დარჩენილი 0.099810 %-ის, ანუ 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ცალი აქციის სრულად გაყიდვის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას.
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში, გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით.
● შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.
● სს „თბილისი ცენტრალის“ აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს შეთავაზების აგენტი შპს „თიბისი ბროკერი“ (ლიცენზიის №20020), იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 11ა, საკონტაქტო ტელ.: 2272733 .
● „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, შესაძენ აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ შპს „თიბისი ბროკერ ში“ (ლიცენზიის №20020), საკონტაქტო მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7, საკონტაქტო ტელ.: 2272733.
შემთავაზებელი
ჯიარდისი ბ.ვ.
უფლებამოსილი წარმომადგენელი: ზ. ცისკარიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები