დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 17 ნოემბრის №214 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016313 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №100
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 17 ნოემბრის №214 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 17 ნოემბრის №214 ბრძანებით (სსმ III, 18.11.2009, №141, მუხ. 1632) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51
ცენტრი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული - ყვარლის სასწავლო ცენტრის მეშვეობით.“.
2. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 მარტის №235 ბრძანებულებით დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.“.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები