„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016311
  • Word
98
13/06/2012
ვებგვერდი, 13/06/2012
010130000.22.027.016311
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №98

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27.07.2011 წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი) გადაამოწმონ, არის თუ არა პირი რეგისტრირებული, როგორც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და აქვს თუ არა შეჩერებული სტუდენტის სტატუსი;“.

2. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 1 და 312 მუხლები:

     „მუხლი 311. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით

1. თუ პირი, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც ავტორიზებული უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი, მასზე გასაცემ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დაიტანება ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ (აღნიშვნა „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია).

2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია დაიტანება 2 წლის ვადით.

3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის შესახებ ინფორმაცია დაიტანება დაინტერესებული პირის უარის მიუხედავად.

    მუხლი 312. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა

1. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია დაიტანება, თუ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა არ შეიცავს აღნიშნულ მონაცემებს და თუ მისი მფლობელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც ავტორიზებული უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი.

2. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანის მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვა ხდება ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანის მიზნით განმცხადებელმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა.

4. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში გადაამოწმოს ამ წესის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

5. დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანაზე უარი უნდა ეთქვას, თუ:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არ იძებნება ინფორმაცია პირის შესახებ;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პირი არ არის რეგისტრირებული, როგორც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების თანახმად, პირს შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი;

6. ამ მუხლის შესაბამისად პერსონალიზებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა დაინტერესებულ პირს გადაეცემა ამ წესის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.

7. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია დაიტანება ამ წესის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით.

8. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება ხორციელდება, თუ მას შემდეგ, რაც მიკროსქემაზე აღარ ფიქსირდება, რომ პირი არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, იგი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში კვლავ რეგისტრირებულია / ხელახლა დარეგისტრირდა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად, რომელსაც შეჩერებული არ აქვს სტუდენტის სტატუსი.

9. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება ხდება ამ წესის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით.

10. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლებაზე პირს უარი უნდა ეთქვას, თუ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.

11. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება შეიძლება განხორციელდეს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის მიმართვის გარეშეც, სპეციალიზებული მოწყობილობების გამოყენებით, ამ მუხლის მე-8 — მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული წესის დაცვით.“.

3. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:

     „მუხლი 321. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანისა და განახლების ვადები

სააგენტო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის შესახებ ინფორმაციის დატანას ახორციელებს შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“.

4. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სტუდენტის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა არ იწვევს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერებას.“.

6. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სტუდენტის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა არ იწვევს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაუქმებას.“.

7. 48-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საზღვარგარეთ მყოფ პირზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის სააგენტოსათვის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია:

ა) თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი, ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება და თუ მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ან;

 ბ) თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი, ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება, ასევე თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით..

8. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პერსონალიზაცია (შევსება) მოიცავს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტების შევსების/დატანის პროცესს და წარმოებს ქართულ ენაზე, ასევე ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის — ქართულ და ინგლისურ ენებზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ოგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი