„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016309
  • Word
96
13/06/2012
ვებგვერდი, 13/06/2012
040030000.22.027.016309
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №96

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ3“, „ვ4“ და „ვ5“ ქვეპუნქტები:

„ვ3) გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის:

3.ა) დატანის თაობაზე განაცხადის მიღება;

3.ბ) დატანა.

4. ამ პუნქტის „ვ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად პერსონალიზებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა.

5) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სააგენტოს აფხაზეთის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე 1 “, „ე 2 “, „ვ”, „ვ 1 “ (გარდა „ვ 1 .ბ“ ქვეპუნქტისა), „ვ 2 “, „ვ3.ა“, „ვ4“, „ვ5“, „ზ 2 “, „ზ 3 “, „ი“-„ი 2 “, „ი5“, „ი 6 “, „ი 7 “ და „კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნისა, ბინადრობის მოწმობის გაცემისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციისა.“;

გ) 42 – 46 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

42 . სააგენტოს ცხინვალის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „ვ1 .ბ“, „ვ 3 .ბ“, „ზ“, „ზ1 “, „ზ4 “, „ი3 “, „ი8 “ და „ი9 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და უცხოელთა რეგისტრაციის/რეგისტრაციიდან მოხსნის, ბინადრობის მოწმობის გაცემის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციისა.

43 . სააგენტოს ძველი თბილისის, გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, საბურთალოს, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1 .ბ“, „ვ 3 .ბ“, „ზ.ბ“, „ზ1 .ბ“, „ზ3 .ბ“, „ზ3 .გ“ და „ზ4 .ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

44 . სააგენტოს ზუგდიდის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, მესტიის და რუსთავის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1 .ბ“, „ვ 3 .ბ“, „ზ.ბ“, „ზ1 .ბ“, „ზ3 .ბ“, „ზ3 .გ“, „ზ4 .ბ“ და „ი8 “ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

45 . სააგენტოს ახალქალაქის, ბოლნისის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, გორის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახმეტის, ბორჯომის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, მარტვილის, საგარეჯოს, სენაკის, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წალკის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, ლენტეხის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ცაგერის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხონის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1 .ბ“, „ვ 3 .ბ“, „ზ.ბ“, „ზ1 .ბ“, „ზ3 .ბ“, „ზ3 .გ“, „ზ4 .ბ“, „ი3 “, „ი8 “ და „ი9 “ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

46 . სააგენტოს ახალგორის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს (გარდა პირველი პუნქტის „ვ1 .ბ“, „ვ 3 .ბ“, „ზ.ბ“, „ზ1 .ბ“, „ზ4 “, „ი3 “, „ი8 “ და „ი9 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციისა).“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ცენტრები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ 1 .ბ“, „ვ 1 .გ“, 3.ბ“, „ვ4“, „ზ.ბ“, „ზ.გ“, „ზ 1 .ბ“, „ზ1.გ“, „ზ 3 .გ“ (გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობის პერსონალიზაციისა) და „ზ 4 .ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით ასევე „ი 8 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს..

2. მე -5 მუხლის:

ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი 2 და „ი5ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.“;

ბ) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

33 . სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1 „ვ 5 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი