საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის №7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის №7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016101
  • Word
147
11/06/2012
ვებგვერდი, 14/06/2012
040030000.22.023.016101
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის №7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება 147

2012 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის 7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის 7 ბრძანებით ( სსმ, ვებგვერდი, 110413013, 13/04/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ამოცანები და ფუნქციები

სააგენტოს მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეროლოგიური, გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოლოგიური, შავი ზღვის ჰიდრო- და ლითოდინამიკური, გარემოს (ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და შავი ზღვის წყლები, ნიადაგები) დაბინძურების, ბუნებრივი რადიაციული ფონის და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის წარმოება, ურთიერთთავსებადი სისტემების შექმნა და მათი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების მონაცემების ოპერატიულად შეკრება და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე დადგენილი წესით გავრცელება;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი ინფორმაციული პროდუქციის მომზადება და გავრცელება;

ე) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პირობების და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზების შემუშავება და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, დაინტერესებული სამინისტროების, უწყებების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ სპეციალური გაფრთხილებების მომზადება და დადგენილი წესით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, დაინტერესებული სამინისტროების, უწყებების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის დაუყოვნებლივ მიწოდება;

ზ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ  მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, ნისლი, ნალექების დეფიციტი, მეწყერი, ღვარცოფი) ხელოვნური ზემოქმედების სამუშაოების წარმოება;

თ) საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი და ანთ ოპოგენური კატასტროფების, მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და ანთ ოპოგენური ფაქტორებით გამოწვეული გაუდაბნოების და მიწის დეგრადაციის პროცესების შერბილების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ი) საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური გარემოს ანთროპოგენური ცვლილებების გეოეკოლოგიური შესწავლა-შეფასება;

კ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური სტიქიის ზონებიდან  მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების განსახლების არეალების განსაზღვა და შეფასება;

ლ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და ეკოლოგიური საშიშროების რისკების შეფასება და მოსალოდნელი ზიანის განსაზღვრა;

მ) სხვადასხვა ობიექტის პროექტირების ყველა სტადიაზე საინჟინრო-გეოლოგიური, გეოტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური და ეკოლოგიური კვლევების წარმოება;

ნ) გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების შესწავლა და საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება საკარმიდამო ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების მდგრადობის მდგომარეობის შესაფასებლად;

ო) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების ასათვისებლად, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების დადგენის და აცილების მიზნით, წინმსწრები, სპეციალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნების მომზადება;

პ) შავი ზღვის აუზის ჰიდრო- და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება ზღვიური ლანდშაფტის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის  და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციული ფონდების შევსება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემთა ბაზების ფორმირება;

რ) ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური  და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ამსახველ მიმდინარე და მრავალწლიურ  მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება და შესამამისი ანგარიშების, ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა;

ტ) ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის საწარმოებლად საჭირო ხელსაწყო-დანადგარების და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების სამონტაჟო-საინსტალაციო და სარემონტო სამუშაოების წამოება, გაზომილი პარამეტრების სიზუსტის კონტროლის უზრუნველყოფა;

უ) ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე სტაჟირებისა და ტრენინგების ორგანიზება;

ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში ნიადაგის ეროზია-დეგრადაციის და ნაყოფიერების მონიტორინგი;

ღ) გარემოში ქიმიურ ნივთიერებით და ნარჩენებით გამოწვეული დაბინძურების მონიტორინგი;

ყ) ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში სამეცნიერო- კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, შესაბამის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

შ) ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება, ამ სფეროებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ჩ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყლის მონიტორინგის წარმოება;

ც) ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში დონორ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან სხვადასხვა პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ძ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შეაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა;

წ) საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაგეგმარება-დაპროექტება და ამ სამუშაოებისათვის საჭირო კვლევების წარმოება,  ზღვისა და მდინარეთა ნაპირდამცავი პროექტების შემუშავება;

ჭ) დასკვნების მომზადება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  მოშენებული თერთყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების თაობაზე  და ამ ნაკვეთების  შესახებ სპეციალური რეესტრის წარმოება;

ხ) საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის სარეკლამო ღონისძიებების განხორციელება;

ჯ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოში შემოსული და სააგენტოდან გასული კორესპოდენციების რეგისტრაცია, მათი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;

გ) სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;

დ) სააგენტოს მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ზ) სააგენტოს საქმიანობის საფინანსო და ბუღალტრული უზრუნველყოფა;

თ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;

ი) ამ დებულების მეორე მუხლის ,,ხ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალურ რეესტრის წარმოება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ი.ა) მიწის ნაკვეთის მესაკუთრე; ნაკვეთის ადგილმდებარეობა (მუნიციპალიტეტი, სოფლის დასახელება, GPS კოორდინატები); 

ი.ბ) ნაკვეთის ფართობი, რომელზეც მოშენებულია თეთრყვავილა  ანდა ყოჩივარდა;

ი.გ) მოშენებული მცენარის დასახელება (ქართული, სამეცნიერო);

ი.დ) მცენარის პოპულაციის სიხშირე , ნაკვეთზე ბოლქვების საერთო რაოდენობა, მათ შორის, სასაქონლო ზომის;

ი.ე) ნაკვეთზე მცენარეთა მოშენების ხანგრძლივობა;

ი.ვ) ნაკვეთზე გაშენებული მცენარეების წარმოშობის წყარო;

ი.ზ) ყოველწლიურად მოსაპოვებელი ბოლქვების ოდენობა;

კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთს ანიჭებს რიგით ნომერს და გასცემს ცნობას რეესტრში დაფიქსირებული მონაცემების მითითებით.“. 

3.  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში,  შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში:

ა.ა) სტანდარტული და სპეციალიზებული (თანამგზავრული, აეროლოგიური, რადიოლოკაციური, ოზონომეტრული, აქტინომეტრული, გლაციოლოგიური, თოვლსაზვავე, აგრომეტეოროლოგიური, საზღვაო, საავიაციო და სხვა) რეგულარული სტაციონარული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის (სადგურები, საგუშაგოები) ორგანიზება და მისი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ა.ბ) სპეციალიზებული ექსპედიციური ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშოების წარმოება (სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების და მათი გავრცელების არეალის დადგენა, ამ მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დადგენაში მონაწილეობის მიღება, მდინარეთა აუზების მთიან და მაღალმთიან ზონებში დაგროვილი თოვლის მარაგის ყოველწლიური შეფასება, მყინვარებზე მიმდინარე პროცესების შესწავლა, საზღვაო-ოკეანოლოგიური დაკვირვებების წარმოება და სხვა)

ა.გ) ზღვის სანაპირო შელფის კვლევითი სამუშაოების წარმოება;

ა.დ) საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტების და მდინარეთა ნაპირდამცავი ნაგებობების დაგეგმარება-დაპროექტება;

ა.ე)     ტერიტორიების ბუნებრივი პირობების კომპლექსური (ლანდშაფტური) დახასიათება.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე