თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

  • Word
თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016055
  • Word
12
11/06/2012
ვებგვერდი, 19/06/2012
010250020.35.125.016055
თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №12

2012 წლის  11  ივნისი

ქ. ტყიბული

თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის 11 განკარგულებით თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის დადგენის მიზნით შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი და დროშა) პროექტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ 2012 წლის 28 მაისის 53 წერილის (თანხმობის) შესაბამისად შეაფასა დადებითად და გერბის და დროშის პროექტების წარდგენილი სახით დამტკიცება მისაღებად მიიჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე , ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანილი კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ   დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა (გერბი და დროშა) , დანართი 1 -ის  შესაბამისად.

    მუხლი 2.

დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი და დროშა) აღწერილობა , დანართი 2 -ის  შესაბამისად.

    მუხლი 4.

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ქათამაძეს.

    მუხლი 5.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    დ . ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

 

 

 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის დროშა

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის გერბი

გერბის ფარი ირიბად არის სამ ნაწილად გაყოფილი ცენტრში ზურმუხტოვანი ველი, ზემოთ ოქროს და ქვევით სევადი ველი. გერბის ფარის ზურმუხტოვან ველზე ოქროს გელათის სიმბოლოა მოთავსებული, რომლის ცენტრში ჯვარია გამოსახული.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი  –  „ტყიბული“.

 

თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის დროშა

დროშა ირიბად არის სამ ნაწილად გაყოფილი ცენტრში ზურმუხტოვანი ველი, ზემოთ ოქროს და ქვევით სევადი ველი. ზურმუხტოვან ველზე ოქროს გელათის სიმბოლოა მოთავსებული, რომლის ცენტრში ჯვარია გამოსახული.

დროშის პროპორციაა 2:3 .