დაფინანსების ხელშეკრულება სპეციალური პირობები

  • Word
დაფინანსების ხელშეკრულება სპეციალური პირობები
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2012
ძალაში შესვლის თარიღი 29/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016098
  • Word
0
29/02/2012
ვებგვერდი, 18/06/2012
480610000.03.030.016098
დაფინანსების ხელშეკრულება სპეციალური პირობები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

დაფინანსების ხელშეკრულება

სპეციალური პირობები

 

ევროკავშირი, წარმოდგენილი ევროპის კომისიის მიერ , შემდგომში ,,კომისია“ ,

ერთი მხრივ, და

საქართველოს მთავრობა, შემდგომში ,,ბენეფიციარი“ ,

მეორე მხრივ,

თანხმდებიან შემდეგზე:

 

მუხლი 1   ოპერაციის არსი და მიზანი

1.1. ევროკავშირი უზრუნველყოფს შემდგომი პროგრამის დაფინანსების ნაწილს: სისხლის სამართლის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში (ENPI /2011/ 022 562)

შემდგომში ,,პროგრამა“, რომელის აღწერილობა მოცემულია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში.

1.2 აღნიშნული პროგრამა განხორციელდება დაფინანსების ხელშეკრულებისა და დანართების მიხედვით.

 

მუხლი 2 მთლიანი სავარაუდო ღირებულება და ევროკავშირის დაფინანსების წილი

2.1 პროგრამის მთლიანი სავარაუდო ღირებულება შეადგენს 18 მილიონ ევროს და შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

2.1.1 ბიუჯეტის მხარდაჭერა: 15.5 მილიონი ევრო

2.1.2 დამატებითი მხარდაჭერა: 2.5 მილიონი ევრო

2.2 ევროკავშირი იღებს ვალდებულებას დააფინანსოს პროგრამა არა უმეტეს 18 მილიონი ევროს ოდენობით. ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დაფინანსება დეტალურად არის ასახული ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში.

 

მუხლი 3 ბენეფიციარის წილი

3.1 ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას განახორციელოს პროგრამის თანადაფინანსება ნული ევროს ოდენობით. ბენეფიციარის მიერ უზრუნველყოფილი დაფინანსება დეტალურად არის ასახული ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში.

3.2 არაფინანსური სახის მონაწილეობის შემთხვევაში ბენეფიციარის მხრიდან აღნიშნული მონაწილეობის დეტალები მოცემული იქნება ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში.

 

მუხლი 4 განხორციელება

4.1 ზოგადი პირობების მუხლი 3-ის თანახმად, პროგრამას განახორციელებს კომისია, რომელიც მოქმედებს ბენეფიციარის სახელით.

4.2 არ გამოიყენება ზოგადი პირობების შემდეგი მუხლები:

1.3, 5, 6, 7, 11, 17, 19.4, 22.3, 22.4, 22.6 და 23.3.

4.3 ზოგადი პირობების შემდეგი მუხლები შეიცვლება შემდეგნაირად:

4.3.1 მუხლი 2.2: დაფინანსების ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადაჭარბების შემთხვევაში კომისია შეამცირებს პროექტის/პროგრამის მასშტაბს ან გამოყენებული იქნება ბენეფიციარის რესურსები მათი დამტკიცების შემდეგ, ან სხვა რესურსები, რომლებიც არ წარმოადგენს ევროკავშირის რესურსებს.

4.3.2 მუხლი 2.3: თუ პროექტის/პროგრამის მასშტაბი ვერ შემცირდება ან გადაჭარბებული თანხის დაფარვა ვერ განხორციელდება ბენეფიციარისა და სხვა რესურსებით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების დაფარვა განხორციელდება ევროკავშირის წესებისა და პროცედურების თანახმად, დამატებითი ფინანსური რესურსების საშუალებით, რომელთაც გამოყოფს კომისია.

4.3.3 მუხლი 18.1: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თითოეული პროექტი/პროგრამა დაექვემდებარება კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესაბამის ოპერაციებს. აღნიშნულ ოპერაციებს ამტკიცებს კომისია.

4.3.4 მუხლი 19.1: ბენეფიციარი მიიღებს შესაბამის ზომებს დარღვევებისა და თაღლითობის პრევენციის მიზნით და კომისიის მოთხოვნით აღძრავს საქმეს, რათა განხორციელდეს არასწორად გადახდილი თანხების უკან დაბრუნება. ბენეფიციარი აცნობებს კომისიას ნებისმიერი მიღებული ზომის შესახებ.

4.3.5 მუხლი 19.3: ბენეფიციარი დაუყოვნებლივ შეატყობინებს კომისიას ნებისმიერი დეტალის შესახებ, რომელიც იწვევს დარღვევისა თუ თაღლითობის ეჭვს.

 

მუხლი 5 – განხორციელების ვადა

5.1 დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელების ვადა, ზოგადი პირობების მუხლი 4-ის თანახმად, დაიწყება დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან და დასრულდება აღნიშნული თარიღიდან 72 თვის შემდეგ.

5.2 ოპერირების ფაზის ხანგრძლივობა შეადგენს 48 თვეს.

5.3 დახურვის ფაზის ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს.

 

მუხლი 6 საკონტაქტო პირები

ყველა სახის კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია დაფინანსების აღნიშნული ხელშეკრულების განხორციელებასთან, წარიმართება წერილობით, შეეხება პროგრამას და გაიგზავნება შემდეგ მისამრთებზე:

 

ა) კომისიის მხრიდან:

ბატონი ფილიპ დიმიტროვი

ელჩი

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში

ნინო ჩხეიძის ქუჩა 38

თბილისი, საქართველო

 

ბ) ბენეფიციარის მხრიდან:

ბატონი გიორგი ბარამიძე

ვიცე-პრემიერი სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში

ევროკავშირის დახმარების პროგრამების ეროვნული კოორდინატორი

ინგოროყვას ქუჩა 7

0134 თბილისი, საქართველო

 

მუხლი 7 დანართები

7.1 მოცემულ შეთანხმებას თან ერთვის და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტები:

დანართი I: ზოგადი პირობები

დანართი II:  ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები

7.2 დაფინანსების ხელშეკრულების დანართებსა და სპეციალურ პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სპეციალურ პირობებს. დანართ I-სა და დანართ 2-ს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება დანართ I -ს.

 

მუხლი 8 – სპეციალური პირობები ბიუჯეტის მხარდაჭერისათვის

8.1. ზოგადი პირობების შემდეგი მუხლები არ გამოიყენება პროგრამის ნაწილისათვის, რომელიც ეხება ბიუჯეტის მხარდაჭერას: მუხლები: 2, 4.2 პირველი წინადადება, 5, 6, 8, 9, 10, 11, 12, 13, 15, 17 და 18.2.

8.2. გარდა ამისა, ზოგადი პირობების შემდეგი მუხლები შესაბამისად შეიცვლება შემდეგნაირად:

8.2.1 მუხლი 3: პროგრამის ნაწილი, რომელიც ეხება ბიუჯეტის მხარდაჭერას, განხორციელდება კომისიის მიერ. ეს მოიცავს შესაბამისობას გადახდის პირობებთან და თანხების გადახდასთან თითოეული ეტაპისათვის დაფინანსების ხელშეკრულების შესაბამისად.

8.2.2 მუხლი 14: ბენეფიციარი გამოიყენებს უცხოური ვალუტის გაცვლის ეროვნულ რეგულაციებს დაფინანსების მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი გადახდებისათვის. უცხოური გადარიცხვები განხორციელდება კრედიტის შესახებ შეტყობინების გაგზავნის დღეს ცენტრალური ბანკის სახაზინო ანგარიშზე. გაცვლითი კურსი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი გაცვლის დღისათვის.

8.3 ზოგადი პირობების მუხლ 4.1-ს დაემატება შემდეგი: ბენეფიციარის მიერ წარდგენილი გადახდის ყველა მოთხოვნა ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების თანახმად, ექვემდებარება ევროკავშირის დაფინანსებას იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მოთხოვნები წარდგენილია ოპერაციის განხორციელების ფაზაში.

8.4 ზოგადი პირობების მუხლი 19.5 გამოიყენება mutatis mutandis აქტიური ან პასიური კორუფციის ნებისმიერ პრაქტიკასთან მიმართებაში, რაც დაკავშირებულია ოპერაციის განხორციელებასთან.


მუხლი 9  დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლა

დაფინანსების ხელშეკრულება ძალაში შევა ბოლო ხელმომწერი მხარის მიერ ხელის მოწერის თარიღით.

მომზადებულია ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეკუთვნის კომისიას, ხოლო მეორე ბენეფიციარს.

 


კომისიის მხრიდან

მარკუს კორნარო

განვითარებისა და

 თანამშრომლობის სამეზობლო გენერალური დირექტორატის

დირექტორი–ევროპის დახმარება


ბენეფიციარის მხრიდან

გიორგი ბარამიძე

ვიცე-პრემიერი

სახელმწიფო მინისტრი ევროპისა    

 და ევრო-ატლანტიკური

ინტეგრაციის საკითხებში

ევროკავშირის დახმარების   

პროგრამების ეროვნული

კოორდინატორი


 

29 თებერვალი 2012 წელი


 

დანართი I ზოგადი პირობები

 

თავი I პროექტის/პროგრამის დაფინანსება

 

მუხლი 1 ზოგადი პრინციპი

1.1 ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა განსაზღვრულია დაფინანსების ხელშეკრულებაში მოცემული თანხით.

1.2 ევროკავშირის დაფინანსება დამოკიდებული იქნება ბენეფიციარის მიერ ვალდებულებათა შესრულებაზე დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში.

1.3. ბენეფიციარის მიერ გაწეული ხარჯი დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არ ექვემდებარება ევროკავშირის დაფინანსებას.

 

მუხლი 2  გადახარჯვა და აღნიშნული ხარჯების დაფარვა

2.1ინდივიდუალური საბიუჯეტო ღონისძიებების გადახარჯვა დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში დაიფარება მთლიანი ბიუჯეტის ფარგლებში თანხების რეალოკაციის გზით ზოგადი პირობების მუხლი 22-ის თანახმად.

2.2 დაფინანსების ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახარჯვის რისკის შემთხვევაში, ბენეფიციარი დაუყოვნებლივ შეატყობინებს კომისიას, რათა მან წინასწარ დაამტკიცოს ზომები, რომელთა მიღება აუცილებელია აღნიშნული გადახარჯვის დაფარვისათვის, რაც გულისხმობს ან პროექტის/პროგრამის მასშტაბის შემცირებას ან საკუთარი რესურსების ან ისეთი რესურსების გამოყენებას, რომლებიც არ წარმოადგენს ევროკავშირის რესურსებს.

2.3 თუ პროექტის/პროგრამის მასშტაბის შემცირება არ არის შესაძლებელი, ან თუკი გადახარჯული თანხების დაფარვა ვერ ხორციელდება ბენეფიციარის საკუთარი რესურსებით ან სხვა რესურსებით, კომისია უფლებამოსილია ბენეფიციარის საფუძვლიანი მოთხოვნით, მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ. კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაჭარბებული თანხების დაფარვა განხორციელდება ევროკავშირის წესებისა და პროცედურების თანახმად კომისიის მიერ დამატებითი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფის გზით.


თავი II     განხორციელება

 

მუხლი 3    ზოგადი პრინციპი

პროექტის/პროგრამის განხორციელება წარმოადგენს ბენეფიციარის მოვალეობას და მტკიცდება კომისიის მიერ.

 

მუხლი 4    შესრულების პერიოდი

4.1 დაფინანსების ხელშეკრულების შესრულების ვადა მოიცავს ორ ფაზას:

ოპერაციის განხორციელების ფაზა, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება ძირითადი ღონისძიებები. აღნიშნული ფაზა დაიწყება დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან და დამთავრდება დასრულების ფაზის დაწყებით.

დასრულების ფაზა, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება საბოლოო აუდიტი და შეფასება, ასევე, ხორციელდება დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებისათვის საკონტრაქტო და პროგრამის პროგნოზების ტექნიკური და ფინანსური დახურვა. აღნიშნული ფაზა დასრულდება არა უგვიანეს 24 თვის შემდეგ ოპერაციის განხორციელების ფაზის დასრულებიდან.

4.2 ძირითადი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდება ევროკავშირის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაწეულ იქნა ოპერაციის განხორციელების ფაზის განმავლობაში. ევროკავშირის მიერ საბოლოო აუდიტის, შეფასებისა და დასრულების ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება დასრულების ფაზის ბოლომდე.

4.3 ევროკავშირის დაფინანსებისაგან დარჩენილი ბალანსი ავტომატურად გაუქმდება შესრულების პერიოდის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.

4.4 გამონაკლის შემთხვევებში და შესაბამისი დასაბუთებით, შესაძლებელია მოთხოვნა ოპერაციის განხორციელების ფაზის ვადის გაგრძელებისა და შესაბამისად, დასრულების ვადის გაგრძელების შესახებ. თუ ვადის გაგრძელებას ითხოვს ბენეფიციარი, აღნიშნული მოთხოვნა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს სამი თვით ადრე ოპერაციის განხორციელების ფაზის დასრულებამდე და დამტკიცდეს კომისიის მიერ აღნიშნული ბოლო თარიღით.

4.5 გამონაკლის შემთხვევებში, შესაბამისი დასაბუთებით და ოპერაციის განხორციელების ფაზის ბოლოს, შესაძლებელია, მოთხოვნა დასრულების ფაზის და შესაბამისად შესრულების პერიოდის ვადის გაგრძელების შესახებ. თუ ვადის გაგრძელებას ითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 3 თვით ადრე დასრულების ფაზის დასრულებამდე და დამტკიცდეს კომისიის მიერ აღნიშნული ბოლო თარიღით.

 

თავი III    კომისიის მიერ მესამე მხარისათვის განსახორციელებელი გადახდები

 

მუხლი 5     კომისიის მიერ მესამე მხარისათვის განსახორციელებელი გადახდების ბოლო ვადა

5.1 როდესაც კომისია ახორციელებს გადახდებს, რომლებიც დაკავშირებულია კონტრაქტებთან დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელთაც კონტრაქტორს ანიჭებს ბენეფიციარი, ბენეფიციარი კომისიას მიაწოდებს კონტრაქტორის მოთხოვნას გადახდის შესახებ არა უგვიანეს 15 კალენდარული დღის შემდეგ გადახდის შესახებ მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან. ბენეფიციარი შეატყობინებს კომისიას მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღს. მოთხოვნა გადახდის შესახებ არ არის მისაღები, თუ ის არ არის შესაბამისობაში თუნდაც ერთ ძირითად მოთხოვნასთან. გადახდების განხორციელება შესაძლებელია შეიზღუდოს ნებისმიერ დროს მოცემული პერიოდის განმავლობაში კომისიის მიერ აღნიშნულის შესახებ ბენეფიციარის ინფორმირებით იმის შესახებ, რომ მოთხოვნა ვერ განხორციელდება იმიტომ, რომ თანხა არ ექვემდებარება გადახდას ან არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დამატებითი დოკუმენტები. თუ კომისია მიიღებს ინფორმაციას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გადახდის მოთხოვნაში ასახულ თანხებს, კომისიამ შესაძლებელია, შეაჩეროს გადახდის განხორციელება შემდგომი დაზუსტებისათვის, რაც მოიცავს შემოწმებას ადგილზე, რათა გადახდის განხორციელებამდე დარწმუნდეს, რომ ხარჯი არის გამართლებული. კომისია ბენეფიციარს ინფორმაციას მიაწოდებს დაუყოვნებლივ. 

5.2 პუნქტ 1-ში მოცემული ბოლო ვადა იმოქმდებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც გადახდა დამოკიდებულია ანგარიშის დამტკიცებაზე. ამ შემთხვევაში მოთხოვნა გადახდის შესახებ შესაძლებელია ჩაითვალოს მისაღებად, მაგრამ გადახდის განხორციელების ვადა დაიწყება მხოლოდ მაშინ, როცა ბენეფიციარი დაამტკიცებს ანგარიშს ან ღიად, კონტრაქტორის ინფორმირებით ან აღნიშნული ინფორმირების გარეშე, რაც გულისხმობს, რომ ანგარიშის დამტკიცების კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო ვადა დადგება და კონტრაქტორი არ მიიღებს ბენეფიციარისაგან ოფიციალურ დოკუმენტს ვადის ცვლილების შესახებ. ბენეფიციარი კომისიას ინფორმაციას მიაწოდებს ანგარიშის დამტკიცების თარიღის შესახებ.

5.3 ბენეფიციარის მიზეზით ნებისმიერი დაყოვნებისას გადახდის მოთხოვნების წარდგენაში, კომისია არ არის ვალდებული კონტრაქტორს გადაუხადოს კონტრაქტით გათვალისწინებული პროცენტი დაგვიანებული გადახდებისათვის. აღნიშნულის გადახდა დაეკისრება ბენეფიციარს.

 

თავი IV      ბენეფიციარის მიერ მესამე მხარისათვის განსახორციელებელი გადახდები პროგრამული პროგნოზებით და კომისიის მიერ განსახორციელებელი გადმორიცხვები

 

მუხლი 6 – ზოგადი პრინციპი

6.1 როდესაც ბენეფიციარი ახორციელებს გადახდებს მესამე მხარისათვის პროგრამული პროგნოზები უნდა ჩამოყალიბდეს და მიღებულ იქნს წინასწარ.

6.2 პროგრამული პროოგნოზი არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მისაღებ ზომებს, საჭირო ადამიანურ და მეტერიალურ რესურსებს, ბიუჯეტს, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებს პროექტის/პროგრამის დეცენტრალიზებული შესრულებისათვის თანამშრომელთა პირდაპირი დაქირავების და/ან საჯარო შესყიდვების და/ან გრანტის საშუალებით.

6.3. ყველა პროგრამული პროგნოზი დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებისათვის უნდა იყოს შესაბამისობაში კომისიის პროცედურებსა და სტანდარტულ დოკუმენტებთან, რომლებიც ძალაშია პროგრამული პროგნოზების მიღების დროისათვის.

 

მუხლი 7 – გადმორიცხვები

7.1 კომისია თანხებს გადმორიცხავს არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის შემდეგ ბენეფიციარისგან მიღებული გადახდის მოთხოვნის დარეგისტრირების შემდეგ. გადახდის მოთხოვნა არ არის მისაღები, თუ არ არის შესაბამისობაში თუნდაც ერთ ძირითად მოთხოვნასთან. გადახდების განხორციელება შესაძლებელია შეიზღუდოს ნებისმიერ დროს მოცემული პერიოდის განმავლობაში კომისიის მიერ აღნიშნულის შესახებ ბენეფიციარის ინფორმირებით იმის შესახებ, რომ მოთხოვნა ვერ განხორციელდება იმიტომ, რომ თანხა არ ექვემდებარება გადახდას ან არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დამატებითი დოკუმენტები. თუ კომისია მიიღებს ინფორმაციას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გადახდის მოთხოვნაში ასახულ თანხებს, კომისიამ შესაძლებელია შეაჩეროს გადახდის განხორციელება შემდგომი დაზუსტებისათვის, რაც მოიცავს შემოწმებას ადგილზე, რათა გადახდის განხორციელებამდე დარწმუნდეს, რომ ხარჯი არის გამართლებული. კომისია ბენეფიციარს ინფორმაციას მიაწოდებს დაუყოვნებლივ.  

7.2 კომისია გადახდებს განახორციელებს საბანკო ანგარიშზე რომელიც გახსნილია ევროში და ისეთ ფინანსურ დაწესებულებაში, რომელიც მისაღებია კომისიისათვის.

7.3 ბენეფიციარი იძლევა გარანტიას, რომ კომისიის მიერ გადახდილი თანხები წინასწარი დაფინანსებით შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნს აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე.

7.4 ევროში განხორციელებული ტრანსფერები საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კონვერტირებული იყოს ბენეფიციარის ეროვნულ ვალუტაში ბენეფიციარის მიერ განსახორციელებელი გადახდების დროს იმ განაკვეთით, რომელიც ძალაშია ბენეფიციარის მიერ განსახორციელებელი გადახდის დღეს.

7.5 კომისიის მიერ აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე გადახდილ თანხას დაერიცხება პროცენტი ან ევივალენტი სარგებელი. ბენეფიციარი შეატყობინებს კომისიას აღნიშნული თანხებზე დარიცხული პროცენტის ან ევივალენტი სარგებლის შესახებ მინიმუმ წელიწადში ერთხელ.

7.6 თანხებზე დარიცხული პროცენტი ან ევივალენტი სარგებელი, რომელიც აჭარბებს 250 000 ევროს აუნაზღაურდება კომისიას 45 დღის განმავლობაში კომისიის მხრიდან მოთხოვნის მიღების შემდეგ.

7.7 იმ პროგრამული პროგნოზისათვის, რომელსაც არ მოჰყვა ტრანსფერი ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში, შესაბამისი თანხა გაუქმდება.


თავი V      კონტრაქტებისა და გრანტების მინიჭება

 

მუხლი 8  ზოგადი პრინციპები

8.1 დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში ყველა კონტრაქტის მინიჭება და მათი განხორციელება უნდა მოხდეს კომისიის მიერ ჩამოყალიბებული და გამოქვეყნებული პროცედურებისა და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც გამოიყენება საგარეო ოპერაციებისათვის და რომლებიც ძალშია პროცედურის განხორციელებისას.

8.2 დეცენტრალიზებული კონტრაქტების შემთხვევაში, ბენეფიციარი შეატყობინებს კომისიას კონტრაქტორის მიერ ყალბი დეკლარირების შემთხვევების, მის მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომების, დარღვევებისა და თაღლითობის ან კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ.

ასეთ შემთხვევებში, კომისიის უფლებამოსილების შესაბამისად აამოქმედოს ადმინისტრაციული და ფინანსური ჯარიმები ფინანსური რეგულაციის თანახმად, რომელიც ვრცელდება ევროკავშირის ბიუჯეტზე და დებულებათა საფუძველზე, რომლებიც ვრცელდება ევროპის განვითარების ფონდზე, ბენეფიციარი აამოქმედებს ჯარიმებს კონტრაქტორებისათვის, რაც ასახულია დეცენტრალიზებული კონტრაქტების ზოგადი პირობების მუხლში ,,ადმინისტრაციული და ფინანსური ჯარიმები“, წესებისა და პროცედურების თანახმად და კონტრაქტორისათვის თავდაცვის უფლების უზრუნველყოფით.

 

მუხლი 9 – კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში

9.1 დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტების ხელმოწერა განხორციელდება ორივე მხარის მიერ სამი წლის განმავლობაში დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. აღნიშნული ვადის გახანგრძლივება არ შეიძლება.

9.2 ზემოაღნიშნული არ ვრცელდება აუდიტისა და შეფასების კონტრაქტებზე, რომელთა ხელმოწერა შესაძლებელია მოგვიანებით, ასევე ხელმოწერილი კონტრაქტების დამატებით მუხლებზე/ცვლილებებზე.

9.3 დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ ნებისმიერი ბალანსზე არსებული თანხა, რომელზეც არ მოხდა კონტრაქტის ხელმოწერა, გაუქმდება.

9.4 აღნიშნული მუხლი არ გამოიყენება გაუთვალისწინებელი ხარჯების რეზერვის შემთხვევაში.

9.5 კონტრაქტი, რომელსაც არ მოჰყვა გადახდა მისი ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში ავტომატურად შეწყდება და მისი დაფინანსება გაუქმდება.

 

მუხლი 10 – შესაბამისობა

10.1 სამუშაოების მომარაგებისა თუ მომსახურების ტენდერებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე, ძირითადი აქტების შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება თანამშრომლობის სექტორზე, ბენეფიციარის მესამე ქვეყნების ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ან აღნიშნულ აქტებში მოცემულ სხვა მესამე ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

10.2 შესაძლებელია, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება თანამშრომლობის სექტორის მარეგულირებელი ძირითადი აქტების სპეციალური პირობების შესაბამისად, მესამე მხარის ქვეყნების წარმომადგენლებს, გარდა პუნქტი 1-ში მოცემული ქვეყნებისა, მიენიჭოთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ტენდერებში.

10.3 საქონელი და მომარაგება, რომელთაც აფინანსებს ევროკავშირი და აუცილებელია სამუშაოების საქონლისა და მომსახურების კონტრაქტების განხორციელებისათვის, ბენეფიციართა მიერ განსახორციელებელი შესყიდვების პროცედურები უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნების მიერ, რომელთაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში წინა ორი პუნქტის შესაბამისად, თუ ძირითადი აქტი სხვაგვარად არ აღნიშნავს.

 

მუხლი 11 –    ინფორმაციის გამოქვეყნება

11.1 ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას საკუთარ ადვილად ხელმისაწვდომ ინტერნეტგვერდზე ყოველწლიურად გამოაქვეყნოს დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში თითოეული კონტრაქტის საახელწოდება, გრანტის ბენეფიციარის ან ტენდერში გამარჯვებული პირის სახელი და ეროვნება, კონტრაქტისა და თანხის ოდენობა.

11.2 თუ ინფორმაციის აღნიშნული გზით გამოქვეყნება არ არის შესაძლებელი, ის გამოქვეყნდება სხვა შესაბამისი საშუალებით, რაც მოიცავს ბენეფიციარის ოფიციალურ ჟურნალს. პუბლიკაცია განხორციელდება წლის პირველი ნახევრის განმავლობაში იმ წლის დასრულებიდან, როდესაც მოხდა კონტრაქტებისა და გრანტების მინიჭება ბენეფიციარის მიერ. ბენეფიციარი კომისიას შეატყობინებს, სად მოხდა ინფორმაციის გამოქვეყნება და აღნიშნული მისამართი მითითებული იქნება კომისიის ვებგვერდზე. თუ ინფორმაცია სხვაგვარად არის გამოქვეყნებული, ბენეფიციარი კომისიას მიაწოდებს დეტალურ ინფორმაციას გამოქვეყნების გამოყენებული საშუალების შესახებ.

 

თავი VI –წესები, რომლებიც გამოიყენება კონტრაქტების შესრულებისათვის

 

მუხლი 12 – დაფუძნება და განთავსების უფლება

12.1 თუ კონტრაქტის არსი ამის საშუალებას იძლევა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც წარადგენენ სატენდერო წინადადებას, აქვთ დაფუძნებისა და ცხოვრების უფლება ბენეფიციარი ქვეყნის ტერიტორიაზე. აღნიშნული უფლება ძალაში დარჩება ერთი თვე კონტრაქტის მინიჭების შემდეგ.

12.2 კონტრაქტორები (გრანტის ბენეფიციართა ჩათვლით) და ფიზიკური პირები, რომელთა მომსახურება საჭიროა კონტრაქტის შესრულებისათვის და მათი ოჯახის წევრები ისარგებლებენ იმავე უფლებებით პროექტის/პროგრამის განხორციელების პერიოდში.

 

მუხლი 13 – საგადასახადო და საბაჟო პროცედურები

13.1 ბენეფიციარი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შესყიდვების კონტრაქტებისა და გრანტებისათვის გამოიყენებს მაქსიმალურად ლოიალურ საგადასახადო და საბაჟო პროცედურებს, რომლებიც გამოიყენება იმ სახელმწიფოთა, საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციათა მიმართ, რომლებთანაც მას აქვს ურთიერთობა.

13.2 იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს უფრო დეტალურ მუხლებს აღნიშნულ საკითხზე, აღნიშნული მუხლები, ასევე, იქნება ძალაში.

 

მუხლი 14  – ვალუტის გაცვლა

14.1 ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას განახორციელოს პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ვალუტის იმპორტი ან შესყიდვა. ის, ასევე, იღებს ვალდებულებას თავისი სავალუტო რეგულაციები მიუკერძოებლად გამოიყენოს კონტრაქტორთა მიმართ, რომლებიც მოცემულია ზოგადი პირობების მუხლში 10.

14.2 სადაც ჩარჩო-ხელშეკრულება გამოიყენება, რომელიც უფრო დეტალურ მუხლებს შეიცავს აღნიშნულ საკითხზე, აღნიშნული მუხლები, ასევე, იქნება ძალაში.

 

მუხლი 15 – კვლევისაგან მიღებული ინფორმაციის გამოყენება

როდესაც დაფინანსების ხელშეკრულება ითვალისწინებს კვლევის დაფინანსებას, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებული კონტრაქტი დაარეგულირებს აღნიშნულ კვლევას და მოიცავს ბენეფიციარის და კომისიის უფლებას გამოიყენონ კვლევაში მოცემული ინფორმაცია, გამოაქვეყნონ ის ან მიაწოდონ მესამე მხარეებს.

 

მუხლი 16 –  კონტრაქტების ფარგლებში ამოღებულ თანხათა ალოკაციები

თანხები, რომელთა ამოღება მოხდა არასწორი გადახდების შედეგად, ფინანსური გარანტიებიდან კონტრაქტების მინიჭების პროცედურების შედეგად ან დაფინანსების აღნიშნული ხელშეკრულების კონტრაქტების ფარგლებში, ასევე, ბენეფიციარის მიერ კანდიდატის, ტენდერში მონაწილის, კონტრაქტორის ან გრანტის ბენეფიცირის მიმართ დარიცხული ჯარიმების შედეგად, დაუბრუნდება კომისიას. ბენეფიციარის ჯარიმები ასევე დაუბრუნდება კომისიას.

 

მუხლი 17 ფინანსური საჩივრები კონტრაქტების ფარგლებში

ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას კონტრაქტორის მიერ კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ბენეფიციარი სრულად ან ნაწილობრივ დასაბუთებულად მიიჩნევს, შეუთანხმოს კომისიას. ფინანსურ შედეგებზე ევროკავშირი პასუხისმგებლობას აიღებს იმ შემთხვევაში, თუ კომისიამ აღნიშნულ საკითხზე გასცა თავისი წინასწარი თანხმობა. კომისიის წინასწარი თანხმობა, ასევე, აუცილებელია თანხებისათვის დაფინანსების აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელთა გამოყენება მოხდება კონტრაქტებთან დაკავშირებული დავების მოგვარებისათვის.

 

მუხლი  VII ზოგადი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 18 საჯაროობა

18.1 თითოეული პროექტი/პროგრამა დაფინანსებული ევროკავშირის მიერ დაექვემდებარება კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესაბამის ოპერაციებს, აღნიშნულ ოპერაციებს განსაზღვრავს ბენეფიციარი კომისიის თანხმობით.

18.2 კომუნიკაციის და ინფორმაციის აღნიშნული ოპერაციები შესაბამისობაში უნდა იყოს კომისიის წესებთან, რომლებიც ეხება საგარეო ოპეარციების საჯაროობას და რომლებიც ძალაშია აღნიშნული ოპერაციების განხორციელების დროისათვის.

18.3 Aid Transparency საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობაში ყოფნისა და 2008 წლის სამოქმედო Accra Agenda-ს განხორციელების მიზნით, შესაძლებელია დაფინანსების აღნიშნული ხელშეკრულებისა და მისი დანართების გამოქვეყნება.

 

მუხლი 19   –   დარღვევების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია

19.1 ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას რეგულარულად შეამოწმოს, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოპერაციები შესაბამისად ხორციელდება. ის მიიღებს საჭირო ზომებს იმისათვის, რომ მოახდინოს დარღვევებისა და თაღლითობის პრევენცია და საჭიროების შემთხვევაში, აღძრავს საქმეს იმისათვის, რომ ამოიღოს არასწორად გადახდილი თანხები.

19.2 „დარღვევა“ ნიშნავს დაფინანსების ხელშეკრულების, კონტრაქტის პირობების ან ევროკავშირის კანონების ნებისმიერ დარღვევას, რომელსაც გავლენა ექნება ევროკავშირის ან ევროპის განვითარების ფონდის ბიუჯეტზე, რაც მოიცავს შემოსავლის შემცირებას ან დაკარგვას საკუთარი რესურსებიდან, რომელთა მოპოვება პირდაპირ ხორციელდება ევროკავშირის მიერ ან დაუსაბუთებელი ხარჯების მიზეზით დაკარგულ ან შემცირებულ შემოსავალს.

,,თაღლითობა“ ნიშნავს ნებისმიერ საერთაშორისო აქტს ან დაუდევრობას, რომელიც ეხება შემდეგს:

ყალბი, არასწორი, არასრული დოკუმენტების გამოყენება, რომელსაც შედეგად მოსდევს ხარჯების არასწორი განაწილება ან მათი არასწორი დაკავება ევროკავშირის ან ევროპის განვითარების ფონდის ბიუჯეტიდან.

ინფორმაციის დამალვა, რაც წარმოადგენს სპეციალური ვალდებულების დარღვევას და აქვს მსგავსი ეფექტი.

აღნიშნული თანხების არასწორი გამოყენება მიზნებისათვის, რომლებიც განსხვავდება იმ მიზნებისაგან რომელთათვისაც მოხდა მათი გამოყოფა.

19.3 ბენეფიციარი დაუყოვნებლივ შეატყობინებს კომისიას ნებისმიერი ელემენტის შესახებ, რომელიც წარმოქმნის დარღვევის ან თაღლითობის ეჭვს და აუწყებს მას ნებისმიერი ზომის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა აღნიშნული მიმართულებით.

19.4 ბენეფიციარი შეატყობინებს კომისიას ეკონომიკური ოპერატორების შესახებ, რომლებიც გახდნენ განსჯის საგანი და რასაც აქვს ძალა res judicata თაღლითობის, კორუფციის, კრიმინალური ქმედების და სხვა უკანონო ქმედებისათვის, რომელც ზიანს აყენებს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს.

19.5 ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა აქტიური და პასიური კორუფციის აღმოსაფხვრელად კონტრაქტებისა და გრანტების მინიჭების პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე ან კონტრაქტების განხორციელების პროცესში. ,,პასიური კორუფცია“ ნიშნავს გააზრებულ ქმედებას ოფიციალური პირის მიერ, რომელიც პირდაპირ ან შუამავლის საშუალებით ითხოვს ან იღებს სარგებელს თავისთვის ან მესამე მხარისათვის ან იღებს დაპირებას მსგავსი სარგებლის შესახებ, მოქმედებს თავისი მოვალეობების საპირისპიროდ ან ახორციელებს თავის ფუნქციებს თავისი ვალდებულებების დარღვევით, რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე. ,,აქტიური კორუფცია“ ნიშნავს გააზრებულ ქმედებას, რომელიც გულისხმობს ან აძლევს უპირატესობას ოფიციალურ პირს თავისთვის ან მესამე მხარისათვის იმოქმედოს ან უარი თქვას მოქმედებაზე თავისი ვალდებულებების შესაბამისად ან თავისი ფუნქციები შეასრულოს ოფიციალური ვალდებულებების დარღვევით, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე.


მუხლი 20 კომისიის, ევროპის ოფისის თაღლითობის წინააღმდეგ (OLAF) და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ განსახორციელებელი დაზუსტება და შემოწმება

20.1 ბენეფიციარი უთანხმდება კომისიას, ეროპის ოფისს თაღლითობის წინააღმდეგ (OLAF) და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს, რომლებიც აწარმოებენ ევროკავშირის დაფინანსების გამოყენების შემოწმებას, მათ შორის, ადგილზე შემოწმებას, დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში (კონტრაქტების და გრანტების მინიჭების პროცედურების ჩათვლით) და ახორციელებენ მთლიან აუდიტს, თუ საჭიროა დამატებითი დოკუმენტების, საბუღალტრო დოკუმენტაციის ან სხვა დოკუმენტების დახმარებით, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის/პროგრამის დაფინანსებასთან შეთანხმების განმავლობაში და შვიდი წლის მანძილზე ბოლო გადახდის შემდეგ.

20.2 ბენეფიციარი, ასევე, თანხმდება რომ OLAF-მა შესაძლებელია, განახორციელოს შემოწმება ადგილზე და დაზუსტება ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის მიზნით თაღლითობისა და დარღვევებისაგან.

20.3 ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას კომისიის ოფიციალურ წარმომადგენლებს, OLAF-ს, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს მისცეს დაშვება საიტებსა და ოფისებზე, სადაც ხორციელდება დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციები, რაც მოიცავს კომპიუტერულ სისტემებს, ელექტრონულ ინფორმაციას, რომლებიც დაკავშირებულია ოპერაციების ტექნიკურ და ფინანსურ მართვასთან, და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ხელი შუწყოს მათ მუშაობას. დაშვება კომისიის, OLAF-ისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოფილი იქნება მკაცრი კონფიდენციალურობის პირობით მესამე მხარეების მიმართ, საჯარო სამართლის მოთხოვნების დაცვით, რომელთაც ისინი ექვემდებარებიან. დოკუმენტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შენახული ისეთი ფორმით, რომ მარტივი იყოს მათი წვდომა. ბენეფიციარმა უნდა შეატყობინოს კომისიას, OLAF-ს და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს, სად ინახება თითოეული დოკუმენტი.

20.4 ზემოთ ნახსენები შემოწმება და აუდიტი ასევე ეხებათ კონტრაქტორებსა და ქვე-კონტრაქტორებს, რომელთაც მიიღეს ევროკავშირის დაფინანსება.

20.5 ბენეფიციარი მიიღებს შეტყობინებას ადგილზე განსახორციელებელი მისიების შესახებ კომისიის, OLAF-ის ან ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ დანიშნული წარმომადგენლების მხრიდან.

 

მუხლი 21 კონსულტაციები კომისიასა და ბენეფიციარს შორის

21.1 ბენეფიციარი და კომისია ერთმანეთთან გაივლიან კონსულტაციებს, ვიდრე აწარმოებენ რაიმე სახის დავას, რომელიც დაკავშირებულია დაფინანსების აღნიშნული ხელშეკრულების განხორციელებასა თუ ინტერპრეტაციასთან.

21.2 კონსულტაციას შესაძლებელია შედეგად მოჰყვეს დაფინანსების ხელშეკრულების ცვლილება, შეჩერება ან შეწყვეტა.

 

მუხლი 22   დაფინანსების ხელშეკრულების ცვლილება

22.1 სპეციალური პირობების, დაფინანსების ხელშეკრულების დანართი II -ისა და დანართი III-ის ნებისმიერი ცვლილება გაფორმდება წერილობით და ექნება დანართის სახე.

22.2 თუ მოთხოვნა ცვლილების შესახებ მოდის ბენეფიციარისაგან, ეს უკანასკნელი აღნიშნულ მოთხოვნას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს 3 თვით ადრე ვიდრე ცვლილება შევა ძალაში გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც სათანადოდ არის დასაბუთებული ბენეფიციარისა და მიღებულია კომისიის მიერ.

22.3 ტექნიკური ცვლილებებისათვის, რომლებიც არ ახდენენ ზეგავლენას პროექტის/პროგრამის ამოცანებსა და შედეგებზე, ისეთი დეტალების ცვლილებებისათვის, რომლებიც არ მოქმედებს მიღებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე და თანხების რეალოკაციის გარეშე, ბენეფიციარი დაუყოვნებლივ შეატყობინებს კომისიას ცვლილებისა და მისი დასაბუთების შესახებ წერილობით და დანერგავს აღნიშნულ ცვლილებას.

22.4 გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის გამოყოფილი თანხების გამოყენება განხორციელდება კომისიის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

22.5 ოპერაციის განხორციელებისა და დახურვის ფაზის ვადის გაგრძელების კონკრეტული შემთხვევები რეგულირდება ზოგადი პირობების მუხლი 4 და მუხლი 5-ით.

22.6 თუ ბენეფიციარი ვერ აკმაყოფილებს დეცენტრალიზაციის კრიტერიუმებს სპეციალური პირობებისა და ზოგადი პირობების მუხლების 23 და 24-ის თანახმად, კომისიამ შესაძლებელია, მიიღოს გადაწყვეტილება თავის თავზე აიღოს ფინანსური მართვა, რომელიც ბენეფიციარის მოვალეობაა, რათა პროექტის/პროგრამის განხორციელება გაგრძელდეს ბენეფიციარის სახელით მას შემდეგ, რაც ის წერილობით შეტყობინებას მიიღებს აღნიშნულის შესახებ.

 

მუხლი 23 დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება

23.1 დაფინანსების ხელშეკრულება შესაძლებელია შეჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:

კომისიამ შესაძლებელია შეაჩეროს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება, თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და აღარ აკმაყოფილებს სპეციალურ პირობებში მოცემულ დეცენტრალიზაციის კრიტერიუმებს.

კომისიამ შესაძლებელია, შეაჩეროს დაფინანსების ხელშეკრულება, თუ ბენეფიციარი არღვევს ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან, კანონის უზენაესობასთან და კორუფციის სერიოზულ შემთხვევებთან.

დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება შესაძლებელია, ფორსმაჟორულ სიტუაციებში. ,,ფორსმაჟორი“ ნიშნავს ნებისმიერ გაუთვალისწინებელ და გამონაკლის სიტუაციასა თუ მოვლენას, რომელიც არ ექვემდებარება მხარეების კონტროლს და რომელიც ხელს უშლის მათ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რაც არ არის განპირობებული შეცდომით ან დაუდევრობით მათი (ან კონტრაქტორების, წარმომადგენლების ან თანამშრომელთა) მხრიდან და არის გადაულახავი შესაბამისი ძალისხმევის მიუხედავად. აღჭურვილობის ან მასალის დეფექტები, შეყოვნება მათი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, შრომითი დავები, გაფიცვები თუ ფინანსური სიძნელეები არ ჩაითვლება ფორსმაჟორად. მხარე არ არღვევს თავის ვალდებულებებს, თუ მას აღნიშნული ვალდებულებების შესრულებაში ხელს უშლის ფორს მაჟორი, რომლის შესახებაც სხვა მხარე შესაბამისად არის ინფორმირებული. მხარე ფორსმაჟორის შესახებ შეატყობინებს სხვა მახრეს დაუყოვნებლივ და მიაწოდებს მას ინფორმაციას ფორსმაჟორის ბუნების, სავარაუდო ხანგრძლივობის, პრობლემის შესაძლო შედეგების შესახებ და მიიღებს ყველა ზომას ზიანის შესამცირებლად.

23.2 შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნება გაგზავნილი წინასწარი შეტყობინება.

23.3 სიფრთხილისათვის ზოგადი პირობების მუხლი 7 (1) -ით გათვალისწინებული გადახდები შეჩერდება.

23.4 როდესაც მოხდება შეტყობინების გაგზავნა შეჩერების შესახებ, განხორცილედება მითითება მიმდინარე კონტრაქტებისა და პროგრამული პროგნოზების ან ხელმოსაწერი კონტრაქტებისა და პროგრამული პროგნოზების შედეგების შესახებ.

23.5 დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება შესაბამისობაშია გადახდების შეჩერებასთან კომისიის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი ფინანსური მართვა და ევროკავშირის ფინანსური ვალდებულებების დაცვა.

 

მუხლი 24 დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა

24.1. თუ საკითხები, რომელთაც გამოიწვიეს დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება ვერ გადაწყდა მაქსიმუმ 4 თვის განმავლობაში, დაფინანსების ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყვიტოს ნებისმიერმა მხარემ ორი თვით ადრე შეტყობინების გაგზავნით.

24.2. თუ დაფინანსების ხელშეკრულების შედეგად არ განხორციელდა გადახდები ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდა კონტრაქტის ხელმოწერა, დაფინანსების ხელშეკრულება შეწყდება.

24.3 როდესაც მოხდება შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განხორციელდება მითითება მიმდინარე კონტრაქტების და პროგრამის პროგნოზების ან ხელმოსაწერი კონტრაქტების და პროგრამული პროგნოზების შედეგების შესახებ.

 

მუხლი 25 დავების გადაწყვეტა

25.1 დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, რომელიც ვერ გადაწყდება 6 თვის განმავლობაში მხარეთა შორის კონსულტაციების გზით, ზოგადი პირობების მუხლი 21-ის თანახმად, შესალებელია, მოგვარდეს არბიტრაჟის გზით რომელიმე მხარის მოთხოვნით.

25.2 ამ შემთხვევაში თითოეული მხარე დანიშნავს არბიტრს არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში. თუ მხარემ ეს ვერ შეძლო თითოეულ მხარეს შეუძლია მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართოლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს სთხოვოს მეორე არბიტრის დანიშვნა. ორი არბიტრი თავის მხრივ დანიშნავს მესამე არბიტრს 30 დღის განმავლობაში. თუ მათ ვერ შეძლეს აღნიშნულის განხორციელება, თითოეულ მხარეს შეუძლია სთხოვოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართოლოს გენერალურ მდივანს დანიშნოს მესამე არბიტრი.

25.3 თუ არბიტრები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ, გამოყენებული იქნება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრაჟის არჩევით წესებში ასახული პროცედურა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოებისათვის. არბიტრთა გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმრავლესობის მიერ სამი თვის განმავლობაში.

25.4 თითოეული მხარე ვალდებულია მიიღოს არბიტრთა გადაწყვეტილების განხორციელებისათვის საჭირო ზომები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაფინანსების ხელშეკრულების დანართი II 2011/22562

ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები

ბენეფიციარი ქვეყანა/რეგიონი

საქართველო

დამკვეთი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საბიუჯეტო თავი

19.080103

სახელწოდება

სისხლის სამართლის სექტორის მხარდაჭერა

მთლიანი ხარჯი

ევრო 18 მილიონი

დახმარების მეთოდი/მართვის ფორმა

სექტორის პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა:

– სექტორის საბიუჯეტო მხარადაჭერა (ცენტრალიზებული მართვა–ევრო 15.5 მილიონი

პროექტი(პირდაპირი ცენტრალიზებული მართვა/ერთობლივი მართვა–ევრო 2.5 მილიონი)

DAC -კოდი

15130

სექტორი

სამართლებრივი და იურიდიული განვითარება

 


    1. შესავალი

 

1. 1. ამოცანები

სექტორის პროგრამის საერთო ამოცანას წარმოადგენს სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს კანონის უზენაესობა და ადამიანთა უფლებების დაცვა საქართველოში, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. აღნიშნულ ღირებულებებს ცენტრალური ადგილი უჭირავს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის პროცესში და წარმოადგენს ევროკავშირის დახმარების პროგრამების მნიშვნელოვან ნაწილს. კანონის უზენაესობის გაძლიერება, გამართული მმართველობა, ადამიანთა უფლებების დაცვა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, რომლებიც ასახულია პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში ( PCA) და ევროკავშირისა და საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში ( ENP).

პროგრამის მიზანს ანუ კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენს სისხლის სამართლის სექტორის გაუმჯობესება საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეფორმების გაძლიერებისა და სექტორის პოლიტიკის მხარდაჭრის პირველი პროგრამის (დაფინანსებული ENPI AAP 2008) ფარგლებში მიღწეული შედეგების შენარჩუნების გზით. გასული პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილ დახმარებაზე დაყრდნობით, ევროკავშირი მზადაა შემდგომი წვლილი შეიტანოს რეფორმების რთულ პროცესში.

სექტორის პოლიტიკის მხარდაჭერის პირველმა პროგრამამ (SPSP) სისხლის სამართალში ხელი შეუწყო ერთობლივ დაგეგმვასა და სისხლის სამართლის სექტორის ეფექტურ მართვას. 2008 წლის 13 დეკემბრის პრეზიდენტის ბრძანებულება №591 საფუძველზე შეიქმნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (ICC), რომელიც წარმოადგენს სექტორის რეფორმის კოორდინაციისა და მართვის ორგანოს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, დამოუკიდებელი ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები. საბჭოს სამდივნო განთავსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, წარმოადგენს კოორდინირებული პოლიტიკის უზრუნველყოფის ეფექტურ მექანიზმსა და გააჩნია რეფორმათა თანმიმდევრული მონიტორინგის პოტენციალი. აღნიშნულ პროცესს სათავეში უდგას საქართველოს მთავრობა.

2009-2010 წლებში საბჭომ განიხილა 2005 წლის სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია (CJR) და 2007 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც ასახულია პოლიტიკა და პრიორიტეტები, მისაღწევი მიზნები და გრაფიკი. 2010–2013 წლების რეფორმების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგენს საფუძველს სექტორის რეფორმებისა და უწყებების შემდგომი მხარდაჭერისათვის.

სტრატეგიის ამოცანას წარმოადგენს სისხლის სამართლის სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. სტრატეგია შედგება 11 თავისაგან[1] , რომელთაგან 5-ის მხარდაჭერას ახორციელებს SPSP (ძირითადი ასპექტები მოცემულია ფრჩხილებში):

არასრულწლოვანთა დამნაშავეობა (პრევენცია, მიუკერძოებელი სასამართლო პროცესი, სისხლისსამართლებრივი დევნისა და დაკავების ალტერნატივები, სოციალური რეინტეგრაცია)

სასჯელაღსრულება (პატიმრობის ახალი კოდექსის დანერგვა, ციხეთა გადატვირთულობის შემცირება, პატიმრობის პირობების გაუმჯობესება, ჯანდაცვა და პატიმართა უფლებების დაცვა)

პრობაცია (სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება, ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება, ინდივიდუალურ განაჩენთა დაგეგმვა, რეაბილიტაცია)

იურიდიული დახმარება (ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობების განვითარება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოების ინფორმირებულობა)

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი (დამოუკიდებლობის, ხელმისაწვდომობის, საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა, ეროვნული პრევენციული მექანიზმი პატიმართა წამებისა და სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ).

მთავრობის რეფორმათა პოლიტიკა და ღონისძიებები შესაბამისობაშია ევროკავშირის განვითარების ამოცანებთან და პოლიტიკასთან. აღნიშნული შეფასებულია დელეგაციისა და დადასტურებულია 2 ექსპერტის მიერ, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ 2010[2] წელს. რეფორმები მიმდინარეობს პოლიტიკისა და სტრატეგიული გეგმების თანახმად, თუმცა, გარკვეული შეფერხებებით (მაგ., ძირითადი კანონმდებლობის მიღება). საქართველოს კრიმინალური სურათის კვლევის შედეგებში, რომელიც განხორციელდა 2010 და 2011[3] წლებში ნათქვამია, რომ ,,საქართველო იქცა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად დასავლურ სამყაროში“, მაგრამ საჭიროა მუშაობა დანაშაულის დაფარვის შემცირებისა და დაზარალებულთა პოლიციისა და სხვა ორგანოების მომსახურებით კმაყოფილების ზრდის თვალსაზრისით. საჭიროა მუდმივი მუშაობა ახალი კანონმდებლობის ეფექტური განხორციელებისათვის.

მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და მის მიერ გაწეული ძალისხმევის გათვალისწინებით, გაგრძელდება ევროკავშირის დახმარება აღნიშნული სექტორისათვის, განსაკუთრებით იმ მნიშვნელოვან ვალდებულებათა განხორციელების კუთხით, რომელიც საქართველოს მთავრობამ აიღო და ასახა სისხლის სამართლის რეფორმის განახლებულ სტრატეგიაში. ერთ-ერთ სუსტ მხარეს წარმოადგენს მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, რასაც შედეგად მოსდევს პატიმართა რაოდენობის ზრდა საპყრობილეებში (აღნიშნული რიცხვი სამჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს), ასევე, სასამართლო სისტემის[4] დამოუკიდებლობის და მის მიმართ ნდობის ნაკლებობა, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ძალის გადამეტება, არასამართლიანი დაკავება/პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობა და სისხლის სამართლის კოდექსის მკაცრი სანქციები მსჯავრდების პოლიტიკის ცვლილებების მიუხედავად. ევროკავშირის სისხლის სამართლის პირველი რეფორმის SPSP ფარგლებში გარკვეულ ასპექტებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სექტორის მრავალმხრივი რეფორმა მოითხოვს გრძელვადიან მუშაობას. აღნიშნული ასაბუთებს საქართველოს მთავრობის მიმართ ევროკავშირის დახმარების აუცილებლობას სისხლის სამართლის რეფორმების გატარებისათვის, განსაკუთრებით, შემდეგი კუთხით: სექტორის მართვა, არასრულწლოვანთა დამნაშავეობა, სასჯელაღსრულება, პრობაცია, იურიდიული დახმარება და სახალხო დამცველი.

აღმოჩენილი იქნება დახმარება სისხლის სამართლის ახალი კოდექსის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც მოიცავს განაჩენთა გამოტანის პოლიტიკას, ახალი კანონმდებლობის, როგორიცაა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და პატიმრობის კოდექსი, ეფექტურ დანერგვას, რომლებიც ძალაში შევიდა 2010 წლის ოქტომბერში. აღნიშნული პროგრამის დახმარებით ევროკავშირი ცდილობს უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დამნაშავეობის სექტორში დაწყებული რეფორმების განხორციელება, რათა მიღწეულ იქნეს სრული შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. დაპატიმრებათა მაღალი მაჩვენებლის საკითხის გადაწყვეტა, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისადმი სისტემური მიდგომისა და, მეორე მხრივ, პატიმართა სამართლებრივი დაცვის გზით, ასევე წარმოადგენს პროგრამის მნიშვნელოვან ელემენტს. სხვა პრიორიტეტები მოიცავს არასაპატიმრო სასჯელთა დანერგვას ისევე, როგორც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას.

პროგრამა ეხება შემდეგ ურთიერთგადამკვეთ საკითხებს: ადამიანთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, ქალ პატიმართა უფლებები და გამართული მმართველობის პრინციპები.

1.2. მოსალოდნელი შედეგები და ძირითადი ღონისძიებები

სისხლის სამართლის რეფორმის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, ასევე, ევროკავშირის გასულ SPSP -ზე დაყრდნობით, მოსალოდნელია შემდეგი შედეგები:

1. სექტორის მართვისა და საკონსულტაციო მექანიზმის ამოქმედება.

2. არასრულწლოვანთა დამნაშავეობის მაჩვენებლის გაუმჯობესება ევროკავშირის ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად.

3. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესება შემდეგი თვალსაზრისით: საპყრობილეების გადატვირთულობის შემცირება, ცხოვრების გაუმჯობესებული პირობები, პატიმართა ჯანდაცვა და სამართლებრივი დაცვა ევროპის საპყრობილეების წესების შესაბამისად და რეკომენდაციები ევროსაბჭოს შესაბამისი ორგანოებისაგან.

4. საქართველოს პრობაციის სისტემის შესაბამისობის გაუმჯობესება ევროპის წესებთან და ევროკავშირის სტანდარტულ მინიმალურ წესებთან არასაპატიმრო ზომების შესახებ.

5. იურიდიული დახმარების მომსახურების გაძლიერება შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით.

6. სახალხო დამცველის ძლიერი და დამოუკიდებელი სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ადამიანთა უფლებების დამცველ უმთავრეს ორგანიზაციას, რომელიც აღნიშნული პროცესის მონიტორინგს ახორციელებს ქვეყნის შიგნით.

7. საზოგადოების ნდობის ზრდა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

8. სისხლის სამართლის ახალი კოდექსი CoE სტანდარტების შესაბამისად.

 

ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდება, რათა შესრულდეს დანართი 2-ის პუნქტი 3 და 4 (პოლიტიკის რეფორმის მატრიცა) მოცემული პირობები/ინდიკატორები, მოიცავს შემდეგს:

● მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციების, ICC და სხვა შესაბამისი მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება.

● საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკის შესაბამისობის ზრდა საერთაშორისო/ევროპის საბჭოს სტანდარტებთან (ასევე, საქართველოს ვალდებულებებთან).

● კონსულტაციებისა და მონაწილეობითი პროცესის გაძლიერება პოლიტიკის/სამოქმედო გეგმების განახლებისათვის (მაგ., წამება და სასტიკი მოპყრობა).

● სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსისა და პატიმრობის კოდექსის განხორციელება.

● მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და დაცულობის ხარისხის გაუმჯობესება შესაბამისი პირებისათვის (ოფიციალური ზღვრული შემოსავლის არმქონე პირები-ბავშვები, ქალები, უმცირესობები).

● არასრულწლოვანთა დამნაშავეობასთან ბრძოლის მრავალმხრივი სისტემის გაძლიერება (რაც მოიცავს განათლების უზრუნველყოფას).

● საპყრობილეებში პატიმართა რაოდენობის შემცირება კრიმინალური პოლიტიკის ლიბერალიზაციის, არასაპატიმრო სასჯელთა რაოდენობის ზრდის, როგორიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, პრობაცია და თავდებით ვადამდელი გათავისუფლება, საშუალებით.

● დაკავების პირობების გაუმჯობესება (რაც მოიცავს სამედიცინო მომსახურებას) წამებისა და სასტიკი მოპყრობის პრევენციის ევროპის საბჭოს კომიტეტის რეკომენდაციების თანახმად და რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელება.

● სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფუნქციის გაძლიერება და მისი, როგორც ეროვნული პრევენციული მექანიზმის შესაძლებლობების გაძლიერება წამებისა და სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ ევროკავშირის კონვენციის თანახმად.

●  ICC-ის არა-სახელმწიფო მხარეებთან, (აკადემიის ჩათვლით), რეგიონებსა და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან მეტი ჩართულობა პოლიტიკის ფორმულირების პროცესში და სისხლის სამართლის რეფორმის სტრუქტურული მონიტორინგი.

1.3 ხანგრძლივობა (ბიუჯეტის მხარადაჭერის შემთხვევაში აღნიშნული ნაწილი ეხება მხოლოდ დამატებით მხარდაჭერას)

ხელშეკრულების განხორციელების პერიოდი შეადგენს 72 თვეს. აღნიშნული პერიოდი შედგება 2 ფაზისაგან ზოგადი პირობების მუხლი 4.1-ის თანახმად (შეთანხმების დანართი 1):

1. ოპერაციის განხორციელების ფაზა, რომელიც იწყება დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლით და გაგრძელდება 48 თვის განმავლობაში.

2. დახურვის ფაზა, რომლის ხანგრძლივობაა 24 თვე, რომელიც დაიწყება ოპერაციის განხორციელების ვადის გასვლის თარიღიდან ზოგადი პირობების მუხლი 9-ის თანახმად, (ხელშეკრულების დანართი 1), დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული კონტრაქტების ხელმოწერა განხორციელდება არა უგვიანეს 3 წლის განმავლობაში დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ (აუდიტისა და შეფასების გარდა). აღნიშნული ვადის გაგრძელება არ შეიძლება (‘sunset clause’).

 

2. განხორციელება

2.1. განხორციელების მეთოდი, შესყიდვისა და გადახდის მუხლები

განხორციელების მეთოდები: პირდაპირი ცენტრალიზებული მართვა (ბიუჯეტის მხარდაჭერა და დამატებითი ტექნიკური თანამშრომლობა) და ერთობლივი მართვა (დამატებითი ტექნიკური თანამშრომლობა –TC).

 

I. პროექტი

დამატებითი ტექნიკური თანამშრომლობა (TC) განხორციელდება პირდაპირი ცენტრალიზებული მართვის გზით ევროპის კომისიის მიერ კონტრაქტების საშუალებით, რომლებიც ექვემდებარება ევროკავშირის შესყიდვისა და გრანტების მინიჭების პროცედურებს.

დამატებითი ტექნიკური დახმარება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის სტრატეგიაში გათვალისწინებულ რეფორმებთან ერთად, ვინაიდან ის წარმატებული იყო გასული SPSP-ის ფარგლებში. ტექნიკური დახმარების კომპონენტის შინაარსი და ასიგნება განხილულ და მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს საგრანტო კონტრაქტები არასახელმწიფო პირებთან, რათა ხელი შევუწყოთ მათ ჩართულობას სისხლის სამართლის რეფორმის პროცესში.

ტექნიკური დახმარება უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთავრობისათვის სექტორის მართვისა და სტრატეგიის სფეროების მიხედვით, რაც მოიცავს კანონმდებლობის პროექტის ჩამოყალიბებას. პროექტი უზრუნველყოფს ტრენინგებს, სემინარებს, კვლევას/მომსახურებას, სისხლის სამართლის სექტორში დასაქმებულ პირთა განათლებას, გამჭვირვალობასა და სხვა ღონისძიებებს, რაც დაკავშირებულია მართლმსაჯულების დაწესებულებების შესაძლებლობების განვითარებასთან, რათა მათ ეფექტურად განახორციელონ სისხლის სამართლის რეფორმები.

 

II. ბიუჯეტის მხარდაჭერა

ბიუჯეტის მხარდაჭერა იქნება არამიზნობრივი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთიან სახაზინო ანგარიშზე).

პარტნიორი ქვეყნის მთავრობა დაადასტურებს, რომ ხაზინის შესაბამის ანგარიშზე თანხა განთავსდა და წარმოადგენს ტრანსფერის დოკუმენტურ მტკიცებულებასა და გამოყენებულ გაცვლით კურსს.

2.2 . ბიუჯეტი და კალენდარი

2.2.1 . ბიუჯეტი

18 მილიონი ევრო , რომელიც გამოყოფილია აღნიშნული მიზნებისათვის, ჩაშლილია შემდეგნაირად:

 

თანხა

ევროკავშირის წილი

სხვა დონორები

სექტორის/სამინისტროს ბიუჯეტი/დაფინანსება პროგრამის განმავლობაში

ბიუჯეტის მხარდაჭერა

15,500,000

15,500,000

0

0

დამატებითი ტექნიკური თანამშრომლობა, რაც მოიცავს

2,500,000

2,500,000

0

0

ტექნიკური თანამშრომლობა (მომსახურების კონტრაქტები, გრანტები, დამატებითი შეთანხმება UNICEF -თან)

2,050,000

2,050,000

0

0

შეფასება და წლიური მიმოხილვა (მომსახურების კონტრაქტი/FWC)

350,000

350,000

0

0

გამჭვირვალობა

100,000

100,000

0

0

 

2.2.2. კალენდარი

პროგრამა განხორციელდება 48 თვის განმავლობაში დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერიდან (ბიუჯეტის მხარდაჭერის ოპერაციებისა და კონტრაქტების ხანგრძლივობა არის 36 თვე).

 

ბიუჯეტის მხარდაჭერის კომპონენტი:

15.5 მილიონი ევროს გადმორიცხვა განხორციელდება 3 ნაწილად: არა უმეტეს 5 მილიონი ევრო, 5 მილიონი ევრო და 5.5 მილიონი ევრო ხაზინის ერთიან ანგარიშზე პროგრამის განხორციელების პერიოდის თითოეული წლის პირველ მეოთხედში (განსახილველი წლის შემდგომ წლებში).

თითოეული ნაწილი შედგება ფიქსირებული და ცვალებადი ტრანშისაგან. ფიქსირებული ტრანშები გადმოირიცხება ზოგადი პირობების თანახმად – დანართი 2, პუნქტი 3. ცვალებადი ტრანშების გადმორიცხვა განხორციელდება სპეციალური პირობების თანახმად – დანართი 2, პუნქტი 4, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილია შესაბამისობა ზოგად პირობებთან (დანართი 2, პუნქტი 3).

თითოეული ფიქსირებული და ცვალებადი ტრანშის რაოდენობა, ისევე როგორც ცვალებადი ტრანშების გადახდასთან დაკავშირებული პირობები, დეტალურად არის მოცემული დანართი 2-ის პუნქტ 5-ში.

 

დამატებითი ტექნიკური თანამშრომლობის კომპონენტი

მომსახურების/საგრანტო კონტრაქტების შესყიდვების პროცედურა და მოლაპარაკებები UNICEF-თან დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით დაიწყება დაფინანსების მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერიდან. პრიორიტეტი მიენიჭება კონტრაქტს პროგრამის მიმოხილვისათვის, რათა დაცული იყოს შესაბამისობა გადმორიცხვების გრაფიკთან.

2.3 შესრულების მონიტორინგი და გადმორიცხვის კრიტერიუმები

ბიუჯეტის მხარდაჭრის შემოთავაზებული პროგრამა დაექვემდებარება დანართ 2 -ში მოცემულ პირობებს. პირობებისა და ინდიკატორების უმრავლესობა ასახულია მთავრობის სტრატეგიასა და სისხლის სამართლის რეფორმის სამოქმედო გეგმაში და დაკავშირებულია პუნქტ 1.2 - ში ასახულ სფეროებში მიღწეულ შედეგებთან.

2.3.1 შესრულების მონიტორინგის აღწერა

შესრულების მონიტორინგის ზოგადი ჩარჩო სექტორის პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელებისათვის ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ICC) სამდივნოს მიერ ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო პასუხისმგებელია სისხლის სამართლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მონიტორინგზე დეტალური მიზნების, განსახორციელებელი ქმედებების, წლიური და საშუალოვადიანი ხარჯების კუთხით, ხოლო სამინისტროებს/დაწესებულებებს თავად ევალებათ მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (ICC) ასევე ახდენს წლიური ანგარიშების კონსოლიდაციასა და გამოქვეყნებას, რომლებიც მოიცავს სტრატეგიის ყველა პუნქტს და სამუშაო ჯგუფებისა და დონორთა მიერ (ევროკავშირის ჩათვლით) მიზნების მიღწევისათვის განხორცილებულ ქმდებებს.

გადამოწმების საშუალებები და საფუძველი არის ხელმისაწვდომი და მისაღები ხარისხის. 2010 წლის მაისიდან არსებობს სისხლის სამართლის ყოველთვიური სტატისტიკა. ევროკავშირმა ასევე უზრუნველყო დაფინანსება კრიმინალური ფონის ორწლიანი კვლევისათვის ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ და წარმოადგენს დამატებითი ინფორმაციის წყაროს. ზოგიერთი საკითხი საჭიროებს შემდგომ მუშაობას, როგორიცაა : შესაძლებლობების გაძლიერება ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის სისტემების ჩამოყალიბებისა და დანერგვისათვის, მონაცემთა ანალიზი, შესაძლებლობების გაძლიერება სტრატეგიის განვითარების, სამოქმედო გეგმების დაგეგმვის და მონიტორინგის კუთხით. დამატებითი ტექნიკური დახმარება საჭიროა სისხლის სამართლის რეფორმის სხვადასხვა ქვეკომპონენტში, განსაკუთრებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმისათვის, ასევე, სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკისა და კანონმდებლობის განსახორციელებლად.

უწყებათაშორისი და საგარეო კოორდინაცია უზრუნველყოფილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ICC) მიერ. ამ მიმართულებით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს[5] . მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს საკოორდინაციო შეხვედრებს ყველა დონორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ნათლად იქნება დასახული სისხლის სამართლის სექტორში რეფორმების შედეგად მიღწეული შედეგების ანგარიშგების ამოცანები და გეგმები შემდგომი წლისათვის. აღნიშნული შეხვედრები უკვე განხორციელდა 2009 და 2010 წლებში. ევროკავშირის წევრი ქვეყნები (EUMS) თვალყურს ადევნებდნენ აღნიშნული SPSP-ის[6] ფორმულირებას.

ჩამოყალიბდა არაოფიციალური სამუშაო ჯგუფი , რომელიც მუშაობს სასჯელაღსრულების საკითხებზე (გერმანია, ნიდერლანდები, სფრანგეთი). პოლიტიკის საკითხების განხილვისას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მონაწილეობას იღებენ ყოველწლიურ შეხვედრებში დონორებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც ორგანიზებულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ICC) და სხვა შესაბამისი მხარეების მიერ (მაგ: კანონის უზენაესობის განხილვის, ევროკავშირის ადამიანთა უფლებების დამცველი შეხვედრები).

 

პროგრამის ზედამხედველობა

პროგრამას ზედამხედველობას გაუწევს მმართველი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეა იუსტიციის მინისტრი, მასში შედიან ძირითადი სამინისტროები და დაწესებულებები, რომლებიც ჩართული არიან მოცემული პროგრამის[7] განხორციელებაში და ევროკავშირის წარმომადგენლები.

მმართველი კომიტეტის წევრები:

● იუსტიციის მინისტრი (თავმჯდომარე)

● საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი

● ფინანსთა მინისტრი

● იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

● უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეროვნული მდივანი

● საქართველოს სახალხო დამცველი/ომბუდსმენი

● შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

● განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

● სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი

● პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელი

● უფასო იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი

● საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი

●ოპერაციათა განყოფილების უფროსი, ევროკავშირის დელეგაცია

● პროექტის მენეჯერი, ევროკავშირის დელეგაცია

 

იუსტიციის მინისტრი შესაძლებელია შემოვიდეს წინადადებით მმართველი კომიტეტის ახალი წევრების შესახებ. მმართველი კომიტეტის შეხვედრის ორგანიზება ევალება იუსტიციის სამინისტროს. წევრებს წერილობით გაეგზავნებათ შეტყობინება, დღის წესრიგი და გასული შეხვედრების ოქმები, თუ ასეთი არსებობს. მმართველი კომიტეტის შემადგენლობა, შესაძლებელია, შეიცვალოს ინსტიტუციონალურ ცვლილებებთან ერთად.

მმართველ კომიტეტს შეუძლია დამკვირვებლებად ან ექსპერტებად მოიწვიოს სხვა სამინისტროების ან შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლები, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის ევროკავშირის ტექნიკური დახმარების გუნდის წევრები, ექსპერტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა შესაბამისი მხარეები.

მმართველი კომიტეტის შეხვედრა მოეწყობა არანაკლებ წელიწადში ორჯერ , რათა მოხდეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შეფასება. მმართველი კომიტეტი შეაფასებს შეუსაბამობას დაფინანსების კონკრეტული ნაწილების მიღებისათვის და დროულად გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს, განხილვამდე. მმართველი კომიტეტი განიხილავს და დაამტკიცებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ICC) სამდივნოს მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშებს. საჭიროების შემთხვევაში, გარე ფაქტორების ან გარემოებათა ცვლილების გათვალისწინებით, მმართველმა კომიტეტმა ევროკავშირს, შესაძლებელია, წარუდგინოს წინადადება მოდიფიკაციების შესახებ პროგრამის განხორციელებაში და სთხოვოს მას აღნიშნულის დამტკიცება წერილთა გაცვლის გზით.

პროგრამის შეუფერხებელი განხორციელებისათვის მმართველი კომიტეტი დარწმუნდება, რომ საქართველოს მთავრობა ასრულებს შემდეგ ვალდებულებებს:

1. ევროკავშირის ჩართვა მთავრობასა და დონორთა ყველა განხილვასა და ინსტიტუციონალურ საკითხებში, რომლებიც ეხება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) ჩამოყალიბებასა და განხორციელებას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს, ხარჯების/ბიუჯეტის საშუალოვადიან დაგეგმვას;

2. ევროკავშირის ჩართვა მთავრობასა და დონორთა ყველა განხილვასა და ინსტიტუციონალურ საკითხებში, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის განხორციელებას, ასევე, კანონის უზენაესობასა და ადამიანთა უფლებების დაცვას ;

3. ევროკავშირისათვის წინასწარი შეტყობინების უზრუნველყოფა ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც შეეხება სტრუქტურას და/ან ქარტიას, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის სექტორის რეფორმასთან და რომელსაც ახორციელებს მთავრობა, სამინისტროები და შესაბამისი დაწესებულებები ;

4. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული წლიური ბიუჯეტის პროექტი, განსაკუთრებით 2012, 2013 და 2014 ფისკალური წლებისათვის უნდა გაეგზავნოს ევროკავშირს მის დამტკიცებამდე.

კომიტეტი ასევე უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირს მიაწვდის (ევროკავშირის დელეგაციასა და ევროკავშირის სისხლის სამართლის რეფორმის ტექნიკური დახმარების ნებისმიერ ჯგუფს, რაც მოიცავს მოკლევადიან და მიმომხილველ მისიებს) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ დოკუმენტაციას:

ა. საბანკო გარანტიები ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების პუნქტი 2.1 -ით გათვალისწინებული ტრანსფერებისათვის ;

ბ. ხარჯები (ხაზინა) პროგრამის სექტორების მიხედვით ;

გ. პროცესში ჩართული ორგანიზაციების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები (იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სხვადასხვა დონის სასამართლოები, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო), ჩამოყალიბებული ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების თანახმად ;

დ. კანონები, მთავრობის დადგენილებები, სხვა საკანონმდებლო აქტები და ადმინისტრაციული დებულებები, პროექტი და საბოლოო ვერსია, რომლებიც დაკავშირებულია პროგრამის განხორციელებასთან ;

ე. ანგარიშები და შეთანხმებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და მის უწყებებთან, ევროსაბჭოსა და მის უწყებებთან ;

ვ.სამთავრობო და დონორთა პოლიტიკის დოკუმენტები და ანგარიშები, სამუშაო და საბოლოო ვერსიები, რომლებიც დაკავშირებულია პროგრამის განხორციელებასთან .

ბენეფიციარის თხოვნით, დაგეგმილია, დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება UNICEF- თან (ერთობლივი მართვა), რომელიც დაეფუძნება არასრულწლოვანთა დამნაშავეობის სექტორში მიღწეულ შედეგებს UNICEF-თან SPSP-ის ფარგლებში გასული წლების თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების საფუძველზე. UNICEF დაინტერესებულია დამატებითი შეთანხმებით. თუმცა, თუ გარკვეული მიზეზის გამო აღნიშნული შეთანხმება ვერ გაფორმდება UNICEF-თან, დელეგაციამ შესაძლებელია, ხელი მოაწეროს მომსახურებისა თუ საგრანტო ცალკე კონტრაქტს, ან გაზარდოს ტექნიკური დახმარების კონტრაქტის ოდენობა აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში.

შესყიდვების მუხლი:

ყველა კონტრაქტის მინიჭება და განხორციელება უნდა მოხდეს კომისიის პროცედურებისა და სტანდარტული დოკუმენტების თანახმად, რომლებიც ეხება საგარეო ოპერაციების განხორციელებას, და რომლებიც ძალაშია მოცემული პროცედურის დაწყების დროისათვის. UNICEF-თან გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულება დაექვემდებარება პროცედურებს, რომლებიც მოცემულია „ფინანსურ და ადმინისტრაციულ ჩარჩო-შეთანხმებაში (FAFA)”, რომელიც ხელმოწერილია ევროპულ თანამეგობრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ.

ტენდერებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთაც მოიცავს ENPI. სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის აღნიშნული უფლების მინიჭება დაექვემდებარება ENPI-ს მუხლების 21 (7) პირობებს.

სელექციისა და გრანტების მინიჭების კრიტერიუმები მოცემულია ევროკავშირის საგარეო ოპერაციების საკონტრაქტო პროცედურების პრაქტიკულ სახელმძღვანელოში. თანადაფინანსების მაქსიმალური დასაშვები განაკვეთი გრანტებისათვის შეადგენს 80%-ს. სრული დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 2002 წლის 23 დეკემბრის კომისიის დებულების (EC, Euratom) №2342/2002 მუხლი 253-ის თანახმად, რომელშიც მოცემულია წესები ფინანსური რეგულაციის განხორციელებისათვის, რომელსაც ექვემდებარება ევროკავშირის ბიუჯეტი.

 

მუხლი გადახდების შესახებ:

 

კომისიის მიერ ყველა გადახდა უნდა განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულების ზოგადი და სპეციალური პირობების და კომისიის პროცედურებისა და სტანდარტული დოკუმენტების თანახმად, რომლებიც ეხება საგარეო ოპერაციებს და რომლებიც ძალაშია კონკრეტული პროცედურის დაწყებისას. ყველა გადახდა UNICEF-თან გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება „ფინანსური და ადმინისტრაციული ჩარჩო-შეთანხმების (FAFA)“ თანახმად, რომელიც ხელმოწერილია ევროპული თანამეგობრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ.

 

 

 

2.3.2 გადმორიცხვის კრიტერიუმები

ტრანშების გადმორიცხვის ზოგადი და სპეციალური პირობები მოცემულია დანართებში. შერჩეული შეფასების ინდიკატორები საკმარისია, რათა დასაბუთებულ იქნს მათი გამოყენება ბიუჯეტის მხარდაჭერის თანხისათვის. დანართ 2 -ში ასახული მიზნები და შეფასების ინდიკატორები გამოყენებული იქნება პროგრამის განმავლობაში. თუმცა შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრომ, შესაძლებელია, ევროკომისიას წარუდგინოს წინადადება მიზნებისა და ინდიკატორების ცვლილების შესახებ არანაკლებ 2 თვით ადრე დაგეგმილ შემოწმებამდე. ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს და დამტკიცდეს ორ მხარეს შორის წერილთა მიმოცვლის საფუძველზე.

 

3. მონიტორინგი, შეფასება და აუდიტი

ბიუჯეტის მხარდაჭერის კომპონენტი

(ა) ყოველდღიური ტექნიკური და ფინანსური მონიტორინგი წარმოადგენს ბენეფიციარის მოვალეობების ნაწილს. ამისათვის ბენეფიციარი გამოიყენებს მონიტორინგისა და ანგარიშგების არსებულ სისტემას[8] , რაც მიზნად ისახავს რეგულარულ ანგარიშგებას რეფორმების განხორციელების შესახებ და დანართებში ასახულ პოლიტიკის რეფორმის პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

(ბ) პროგრამის მიმოხილვა განხორციელდება წელიწადში ერთხელ, რათა შემოწმდეს აღნიშნული ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართ 2 -ში ასახულ პირობებთან ტრანშების ნაწილების გადმორიცხვის შესაბამისობა. მიმოხილვები განხორციელდება ისეთი დროითი მონაკვეთების განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს შესაბამისობას დანართში ასახულ გადახდების გრაფიკთან. პროგრამის მიმოხილვა განხორციელდება თითოეული წლის ნოემბერ -დეკემბერში 2011–2013 წლებში, რათა დაცული იყოს ტრანშების გადმორიცხვის გრაფიკი ყოველი მომდევნო წლის პირველ მეოთხედში (2012, 2013, 2014). მმართველი კომიტეტის მოთხოვნით შემოწმება/მიმოხილვა შესაძლებელია განხორციელდეს ორ ფაზად: შუალედური მიმოხილვა წლის მესამე მეოთხედში და საბოლოო მიმოხილვა – დეკემბერში. 2013 წლის საბოლოო მიმოხილვა, ასევე, განახორციელებს პროგრამის შეფასებას, რაც მოიცავს მისი გავლენისა და მდგრადობის შეფასებას. ევროკომიასიას შეუძლია მოგვიანებით განახორციელოს სრული საბოლოო შეფასება.

 

დამატებითი ტექნიკური თანამშრომლობის კომპონენტი

(ა)კომისიის მიერ პირდაპირი გზით დაქირავებული დამოუკიდებელი კონსულტანტები (ან პასუხისმგებელი პირი, რომელიც მონიტორინგის ფუნქციას ახორციელებს), კონკრეტული ტექნიკური დავალებების საფუძველზე, განახორციელებენ შედეგზე ორიენტირებულ მონიტორინგს, რაც დაიწყება მეექვსე თვიდან პროექტის დაწყების შემდეგ და დასრულდება არა უგვიანეს 6 თვით ადრე ოპერაციის განხორციელების ფაზის დასრულებამდე.

(ბ)კომისია ინარჩუნებს უფლებას განახორციელოს პროგრამის ტექნიკური დახმარებისა და თანხების გამოყენების კომპონენტის აუდიტი, რაც წარმოადგენს მისი შიდა და გარე აუდიტის ნაწილს.

 

4. კომუნიკაცია და გამჭვირვალობა

კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის გეგმა მომზადდება საქართველოში ევროკავშირის დელეგეციისა და საქართველოს მთავრობის მიერ წლის პირველ ნაწილში დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ „ევროკავშირის საგარეო ღონისძიებების კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის სახელმძღვანელოს თანახმად“. ევროკავშირის დელეგაცია, მართლმსაჯულების სექტორის დაწესებულებებთან (დამატებითი ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით) და სხვა მხარეებთან ერთად განახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვადასხვა ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ინფორმირებულობა პროგრამის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

 

დანართები:

1.    შესრულების კრიტერიუმები და ინდიკატორები გადახდებისათვის

2.    გადახდები და გრაფიკი

 

დანართი 1: შესრულების კრიტერიუმები

დანართ 2 -ში მოცემული პირობები/პოლიტიკა ეფუძნება მიღწევად და შემოწმებად კრიტერიუმებს, რომლებიც შერჩეულია მთავრობის სამოქმედო გეგმის თანახმად. ისინი ასახავს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებებს რეფორმის სტრატეგიის ფარგლებში და წარმოადგენს ნაბიჯებს , რომლებიც უნდა გადაიდგას სამი წლის განმავლობაში ამოცანების განხორციელებისათვის. აღნიშნული პირობები ასევე, ასახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და თანამშრომლობის პრიორიტეტებს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმისათვის საქართველოში.

სისხლის სამართლის სექტორის რეფორმა საქართველოში მიმდინარეობს 2008 წლიდან. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების განახლება რეგულარულად ხორციელდება საკონსულტაციო პროცესის საშუალებით, რომელსაც სათავეში უდგას იუსტიციის სამინისტრო და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (ICC).

რეფორმის მართვის პირობები და ინდიკატორები მოცემულია სექტორის პოლიტიკისა და სტრატეგიის ზოგად პირობებში. შესაბამისობა სამ ზოგად პირობასთან რაც სექტორის რეფორმის მართვას უკავშირდება; მაკროეკონომიკური სტაბილურობა; და სახელმწიფო ფინანსების მართვა განაპირობებს ფიქსირებული ტრანშის გამოყოფას – თითოეულ ნაწილს (30%). შესაბამისობა ზოგად პირობებთან წარმოადგენს სპეციალურ პირობებთან შესაბამისობის შეფასების წინაპირობას, განაპირობებს ცვალებადი ტრანშის გამოყოფას – თითოეულ ნაწილს (70%). სპეციალური პირობები (რომლებიც მოცემულია დანართში 2) დაკავშირებულია პოლიტიკის შემდეგ პრიორიტეტებთან:

1. სისხლის სამართლის კანონმდებლობა ;

2.არასრულწლოვანთა დამნაშავეობა ;

3. სასჯელაღსრულების რეფორმა ;

4. პრობაციის რეფორმა ;

5. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა .

 

აღნიშნული სფეროების შერჩევა განხორციელდა შესაბამისი კონსულტაციების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის მიერ და ENP სამოქმედო გეგმით განისაზღვრა პრიორიტეტები. სისხლის სამართლის კანონმდებლობის გარდა (სფერო 1) აღნიშნული სფეროები წარმოადგენდნენ გასული SPSP-ის ქვესექტორებს სისხლის სამართლის რეფორმისათვის (ENPI AAP 2008). აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმები ეფუძნება წინა პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ რეფორმებს:

პროგრამაში შემავალი 5 სფეროს ამოცანები არის შემდეგი:

1. სისხლის სამართლის პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობის ზრდა CoE სტანდარტებთან ;

2. არასრულწლოვანთა დამნაშავეობის სფეროში რეფორმების განხორციელების გაუმჯობესება ევროკავშირის ბავშვთა უფლებების კონვენციის შესაბამისად ;

3. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირობებისა და ევროპის წესებთან საპყრობილეების შესახებ და სხვა CoE სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესება ;

4. პრობაციის მომსახურების შესაბამისობა ევროპის წესებთან საზოგადოებრივი ზომებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებთან არასაპატიმრო სასჯელების შესახებ ;

5. საქართველოს მოქალაქეებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდობის ზრდა იურიდიული დახმარების მომსახურებისა და სახალხო დამცველის სამსახურის გაძლიერების გზით .

 

სფერო 1– სისხლის სამართლის კანონმდებლობა – სისხლის სამართლის პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობის ზრდა CoE სტანდარტებთან

გასული SPSP პროგრამის აღნიშნულ სფეროს მხოლოდ ირიბად ეხებოდა. (ENPI AAP 2008). სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობა ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის საგანს წარმოადგენდა რამდენიმე წლის განმავლობაში. საქართველოში ადგილი ჰქონდა პატიმრებისა და პრობაციონერთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას. გარდა ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევებისა, შექმნილი სიტუაცია გამოწვევას წარმოადგენდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის, რომელიც პასუხისმგებელია საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელთა განხორციელებაზე. სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯის მიუხედავად, მცირე სისტემური რეფორმები განხორციელდა იმისათვის, რომ მსჯავრდების პოლიტიკა შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან. საქართველოს მთავრობამ გამოხატა ნება მომზადდეს სისხლის სამართლის ახალი კოდექსი, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან, ახალი კოდექსის მომზადება CoE სტანდარტების შესაბამისად წარმოადგენს პროგრამის სპეციალური პირობების ნაწილს.

 

სფერო 2 – არასრულწლოვანთა დამნაშავეობა – არასრულწლოვანთა დამნაშავეობის სფეროში რეფორმის განხორციელების გაუმჯობესება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად

აღნიშნული სფეროს მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ახლად წარმოდგენილი სისტემის გაფართოება და დანერგვა და არასაპატიმრო სასჯელთა რაოდენობის ზრდა არასრულწლოვანი დამნაშავეებისათვის. სხვა პრიორიტეტია ინდივიდუალური განაჩენები, რათა უზრუნველყოფილი იყოს პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან დამნაშავეთა განათლება. აღნიშნული პროგრამა ყურადღებას ამახვილებს წინასწარ პატიმრობაზე (გასული SPSP ფოკუსირებული იყო მსჯავრდებულ არასრულწლოვან დამნაშავეებზე), და ყველა არასრულწლოვანი დამნაშავის დაშვებაზე პროფესიულ განათლებასა და ტრენინგებზე.

 

სფერო 3 სასჯელაღსრულების რეფორმა პირობები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, შესაბამისობა ევროპის წესებთან საპატიმროების შესახებ

სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა ევროკავშირის ინტერესის ერთ -ერთ სფეროს წარმოადგენს. გარკვეულ კონკრეტულ ცვლილებათა და გაუმჯობესების მიუხედავად, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება აღნიშნულ სფეროში. გამოწვევები ეხება პატიმართა დიდ რაოდენობას საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე, აღსანიშნავია ჯანდაცვის ცუდი პირობები, პატიმართა რეაბილიტაციის/სოციალური პროგრამების ნაკლებობა და პატიმართა უფლებების  დარღვევა. აღნიშნული გამოწვევები ასახულია პროგრამაში და საჭიროა შემდეგი პირობების შესრულება:

ა) ციხეებში პირობების გაუმჯობესება, პატიმართა რაოდენობის შემცირება, ცხოვრების პირობებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესება ;

ბ) პატიმართა უფლებების დაცვა .

ინდიკატორები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია აღნიშნული ამოცანის მიღწევის მიმართულებით განხორციელებული პროგრესის გაზომვა, მოითხოვს სისტემის ეტაპობრივ გაუმჯობესებას. ისინი მოიცავს თავდებით გათავისუფლების სისტემის უფრო ეფექტურ გამოყენებას, უფრო მეტი რაოდენობით პატიმართა გათავისუფლებას, ციხეებში ჯანდაცვის სისტემის ეტაპობრივ დანერგვას, პატიმართა სამედიცინო კვლევებს, პატიმართა ჩართულობის ზრდას პროფესიონალურ ტრენინგებსა და მუშაობაში, ადამიანთა უფლებების განყოფილების მიერ ციხეებში შექმნილი პირობების გაუმჯობესებულ მონიტორინგს. აღნიშნული ინდიკატორების შესრულება, სფერო 1 -ის ინდიკატორებთან ერთად (სისხლის სამართლის კანონმდებლობა) მნიშვნელოვანია დაპატიმრებათა მაღალი მაჩვენებლის შემცირებისათვის საქართველოში.

 

სფერო 4 პრობაციის რეფორმა პრობაციის სისტემა შესაბამისობაშია ევროპის წესებთან საზოგადოებრივი ზომებისა და გაეროს სტანდარტულ მინიმალურ წესებთან არასაპატიმრო ზომების შესახებ

პრობაციის სისტემის დიდი ოდენობის სამუშაომ და შეზღუდულმა შესაძლებლობებმა უარყოფითად იმოქმედა სისტემის შესაძლებლობაზე განახორციელოს პრობაციონერთა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. პრობაციის სისტემა ძირითადად, ყურადღებას ამახვილებს მათ რეგისტარციაზე. პრობაციის ახალი პოლიტიკა გულისხმობს პრობაციის თანამედროვე მომსახურების განვითარებას, რომელიც ორიენტირებული იქნება საჭირო მომსახურების უზრუნველყოფასა და პრობაციონერთა მხარდაჭერაზე. ინდიკატორები აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში მოიცავს პრობაციის დაფინანსებაში მთავრობის წილის ზრდას (დღევანდელი მდგომარეობით, პრობაციის მომსახურება არის ფასიანი და ძირითადად თვითდაფინანსებული იმ შემოსავლის წყალობით, რომელსაც ის იღებს პრობაციონერთა მხრიდან), პრობაციონერ ოფიცერთა რაოდენობის ზრდას, შემთხვევათა რაოდენობის შემცირებას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, პროფესიულ ტრენინგებს, რეაბილიტაციის სხვადასხვა პროგრამებსა და ინდივიდუალურ განაჩენთა დაგეგმვის მეთოდოლოგიის ეტაპობრივ განხორციელებას.

 

სფერო 5 მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოს მოქალაქეებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ზრდა, იურიდიული დახმარებისა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებით

აღნიშნულ სფეროს გააჩნია ორი კომპონენტი: იურიდიული დახმარება და სახალხო დამცველის აპარატი

იურიდიული დახმარების სფეროში პროგრამა მიზნად ისახავს იურიდიული დახმარების მომსახურების გავრცელებას რეგიონებში და საქმეთა რაოდენობის შემცირებას, რათა გაუმჯობესდეს იურიდიული დახმარების ხარისხი.

სახალხო დამცველის აპარატის მომსახურების კუთხით, მთავრობის ნების ინდიკატორს ფუნქციონირებდეს ეროვნული მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანო წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატის სახელმწიფო დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა. მთავრობა იღებს ვალდებულებებს მიმოიხილოს PDO შედეგები, ICC-სა და სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, რათა ისინი ასახული იყოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებში.

 

დანართი 2: გადმორიცხვის საკითხები და გრაფიკი (ბიუჯეტის მხარდაჭერა)

 

1. მოვალეობები

დაფინანსების ხელშეკრულებაში მოცემული გადმორიცხვის პირობების თანახმად, იუსტიციის სამინისტრო ოფიციალურ მოთხოვნას გაუგზავნის კომისიას თითოეული გადმორიცხვისათვის იმ დროს, როგორც მოცემულია ქვემოთ ცხრილში ა. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგს: ი) სრულყოფილი ანალიზი და დასაბუთება თანხების გამოყოფისათვის თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტაციით, იი)ფინანსური იდენტიფიკაციის ხელმოწერილი ფორმა, რათა განხორციელდეს გადახდა .

 

2. ინდიკატიური გადმორიცხვის გრაფიკი

ცხრილი ა წარმოადგენს გადახდების გრაფიკს. გადმორიცხვა ხორციელდება მთავრობის ქმედებათა შესაბამისობის საფუძველზე გადმორიცხვის პირობებთან, ტრანშის თითოეული ნაწილისათვის. აღნიშნული შეფასება უნდა განხორციელდეს გარე მიმომხილველი ჯგუფის[9] მიერ და ასევე მას თან უნდა დაერთოს EUD შესაბამისობის ანალიზი. შეფასება თითოეული ტრანშისათვის უნდა განხორციელდეს თანმიმდევრულად ანუ პირველი წინ უნდა უსწრებდეს მეორეს, მეორე კი – მესამეს. ცვალებადი ტრანშის გამოყოფისას აუცილებელია დაცული იყოს პირველ რიგში შესაბამისობა ზოგად, ხოლო შემდეგ სპეციალურ პირობებთან.

 

ცხრილი ა: გადმორიცხვის გრაფიკი (მილიონი ევრო)

ტრანშის ტიპი

წელი 1 (2012)

წელი 2 (2013)

წელი 4 (2014)

 

 

Q1

Q2

Q3

Q4

Q1

Q2

Q3

Q4

Q1

Q2

Q3

Q4

სულ

ფიქსირებული ტრანშები

1.5

 

 

 

1.5

 

 

 

1.65

 

 

 

4.65

ცვალებადი ტრანშები

(ამათგან)

3.5

 

 

 

3.5

 

 

 

3.85

 

 

 

10.85

(1)

სისხლის სამართლის კანონმდებლობა

0.175

 

 

 

0.175

 

 

 

0.1925

 

 

 

0.5425

(2)

არასრულწლოვანთა დამნაშავეობა

0.875

 

 

 

0.875

 

 

 

0.9625

 

 

 

2.7125

(3)

სასჯელაღსრულების რეფორმა

1.05

 

 

 

1.05

 

 

 

1.155

 

 

 

3.255

(4)

პრობაციის რეფორმა

0.7

 

 

 

0.7

 

 

 

0.77

 

 

 

2.17

(5)

დაშვება მართლმსაჯულებასთან (იურიდიული დახმარება და სახალხო დამცველის აპარატი)

0.7

 

 

 

0.7

 

 

 

0.77

 

 

 

2.17

სულ:

5

 

 

 

5

 

 

 

5.5

 

 

 

15.5

 

 

3. ზოგადი პირობები ტრანშის გამოყოფისათვის

ზოგადი პირობები ტრანშის გამოყოფისათვის მოცემულია ცხრილში ბ. შესაბამისობა აღნიშნულ ზოგად პირობებთან წარმოადგენს ყველა ტრანშის გამოყოფის წინაპირობას, ამის შემდეგ განიხილება საჭირო შესაბამისობა სპეციალურ პირობებთან, რომლებიც მოცემულია ცხრილში გ. ფიქსირებული ტრანშის თითოეული ნაწილი შეადგენს 30% -ს.

 

ცხრილი ბ: ზოგადი პირობები ყველა ტრანშის გამოყოფისათვის:

სფერო

პირობა

გადამოწმების წყარო

სექტორის პოლიტიკა და სტრატეგია

საქართველოს ეროვნული სექტორული პოლიტიკისა და სტრატეგიის დამაკმაყოფილებელი განხორციელება, რასაც ადასტურებს:

(1)უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ICC) მიერ დამტკიცებული და გამოქვეყნებული წლიური ანგარიშები

(2)სახელმწიფო ბიუჯეტი, ბიუჯეტის პროექტი და ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (BDD) მომზადებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტანდარტების თანახმად, ასახავს ხარჯებს, რომლებიც შესაბამისობაშია სისხლის სამართლის სტრატეგიის ამოცანებთან და სამოქმედო გეგმაში ასახულ ღონისძიებებთან

(3)უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (ICC) უზრუნველყოფს სექტორის კოორდინაციას და გამჭვირვალე კონსულტაციებზე დაფუძნებული რეფორმის მართვას, მონიტორინგსა და დიალოგს პოლიტიკის საკითხებზე შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით

წლიური ანგარიში, მონიტორინგი, ICC -სა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრების მონაწილეთა სია, ოქმები (მათში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აკადემია, პროფესიული ასოციაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები)

  სისხლის სამართლის სტატისტიკის ყოველთვიური გამოქვეყნება

  ყველა შესაბამისი დაწესებულების წლიური ბიუჯეტი, ბიუჯეტის პროექტი, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი

მაკროეკონომიკური სტაბილურობა

სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნება, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის დადებითი შეფასებები

თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა შეყოვნდა ან დროებით შეჩერდა, კომისიამ შესაძლებელია მაინც მიიღოს გადაწყვეტილება ბიუჯეტის მხარდაჭერის გადმორიცხვის შესახებ, თუ მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციებისა და ანგარიშების/მომოხილვების საფუძველზე ჩათვლის, რომ ხორციელდება სტაბილურობაზე ორიენტირებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა

  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ECFIN ანგარიშები

  მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ანგარიშები

სახელმწიფო ფინანსების მართვა

სახელმწიფო ფინანსების მართვის პროგრამის წარმატებული განხორციელება, რასაც ადასტურებს PFM/PEFA შეფასებები

  მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მემორანდუმები

  ევროკავშირის მიერ განხორციელებული სახელმწიფო ფინანსების მართვის შეფასება

  PFM/PEFA შეფასებები

 

ტრანშის გამოყოფის სპეციალური პირობები

ტრანშის გამოყოფის სპეციალური პირობები მოცემულია ცხრილში გ და ვრცელდება ცვალებად ტრანშებზე, ზოგადი პირობების მსგავსად, რომლებიც ვრცელდება ყველა ტრანშზე.

ცვალებადი ტრანშების გადმორიცხვის პირობები განსაზღვრულია პროგრამის განმავლობაში, მაგრამ შესაძლებელია, მათი მოდიფიცირება დაფინანსების ხელშეკრულების TAP პუნქტი 2.3.3–ის თანახმად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ცხრილი გ: სპეციალური პირობები ცვალებადი ტრანშის გამოყოფისათვის

ცვალებადი ტრანშები: პირველი, მეორე და მესამე ნაწილი 70% (იხილეთ ასევე დანართის პუნქტი 5)

რეფორმის სფერო

პირობები/კრიტერიუმები/გადამოწმების ინდიკატორები

 

პირველი ნაწილი 2012

მეორე ნაწილი 2013

მესამე ნაწილი 2014

სისხლის სამართლის კანონმდებლობა

მაქსიმალური ოდენობა[10] (იხ ცხრილი დ, პუნქტი 5)

0.175

0.175

0.1925

ამოცანა/პირობა

1. სისხლის სამართლის პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობის ზრდა CoE სტანდარტებთან

ინდიკატორი

1. დანაშაულთა ტიპების მრავალმხრივი შეფასება რომლებიც მთავრდება პატიმრობით, ასევე, ალტერნატიული მექანიზმების შეფასება, რათა შემცირდეს ციხეებში პატიმართა რაოდენობა (discretionary prosecution, alternatives to prosecution (diversion) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, პირობით გათავისუფლება და ა.შ) ჩამოყალიბებულია, განხილულია სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის მიერ და განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე)

1. სისხლის სამართლის ახალი კოდექსის კონცეფციის დოკუმენტი ჩამოყალიბებულია, საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროსაბჭოს) რჩევების გათვალისწინებით, განხილულია სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფში და დამტკიცებულია უწყბათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ

ჩამოყალიბებულია კოდექსის ზოგადი ნაწილი და მზადაა განსახილველად ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ, CoE სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით

1. სისხლის სამართლის ახალი კოდექსის პირველი პროექტი გამოქვეყნებულია და წარდგენილია საერთაშორისო ექსპერტებისათვის, CoE სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით

2. მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის პირველად ჩამდენ მსჯავრდებულ პირთა არანაკლებ 10% -იანი შემცირება 2012 წელთან შედარებით

გადამოწმების წყარო[11]

  შეფასების ანგარიში, სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ოქმები

  იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი

  სისხლის სამართლის ახალი კოდექსის კონცეფციის დოკუმენტი

  სისხლის სამართლის ახალი კოდექსის ზოგადი ნაწილის პროექტი

  სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის ოქმები ხელმისაწვდომია და განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე

  სისხლის სამართლის ახალი კოდექსის პირველი პროექტი ხელმისაწვდომია და განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე

  დანაშაულის პირველად ჩამდენთა მსჯავრდების სტატისტიკა (სასჯელთა რაოდენობა და ტიპი) 2013 და 2012 წლებში

2. არასრულწლოვანთა დამნაშავეობა

მაქსიმალური ოდენობა[12] (იხ ცხრილი დ, პუნქტი 5)

0.875

0.875

0.9625

ამოცანა

არასრულწლოვანთა დამნაშავეობის სფეროში რეფორმათა გაუმჯობესებული განხორციელება ევროკავშირის ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად (UN CRC)

პირობა

2(ა) Diversion და სხვა არასაპატიმრო განაჩენები, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას

ინდიკატორები

1. ნასამართლეობის არმქონე არასრულწლოვან დამნაშავეთა არანაკლებ 20%, რომელთა ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და რომლებსაც ბრალდება წაეყენათ ოთხ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი) 2011 წლის იანვრიდან ჩამოშორდებიან სისხლის სამართლის სისტემას

2. ინდივიდუალურ განაჩენთა დაგეგმვა, რომელიც ვრცელდება ყველა ბრალდებულ არასრულწლოვან დამნაშავეზე და რომლის პილოტირება განხორციელებულია თბილისის პრობაციის ბიუროში

3. 2011 წლის პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში ბავშვთა წინასწარი დაკავების შემცირება 5% -ით 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით

4. Juvenile Parole Board განიხილავს თითოეული არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმეს, რომელიც შესაძლებელია გათავისუფლებულ იქნს თავდებით, ყოველკვარტალურად 2011 წელს

1. ნასამართლეობის არმქონე არასრულწლოვან დამნაშავეთა არანაკლებ 20%, რომელთაც ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და რომლებსაც ბრალდება წაეყენათ ექვს ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, სამტრედია, გორი) 2012 წლის იანვრიდან ჩამოშორდებიან სისხლის სამართლის სისტემას

2. ინდივიდუალურ განაჩენთა დაგეგმვა, რომელიც ვრცელდება ყველა ბრალდებულ არასრულწლოვან დამნაშავეზე და ახალ ბრალდებულებზე (2011 წლიდან) პრობაციის სისტემაში.[13]

2012 წლის პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში ბავშვთა წინასწარი დაკავების შემცირება 5% -ით 2011 წლის იმავე პერიოდთან შედარებით

Juvenile Parole Board განიხილავს თითოეული არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმეს, რომელიც შესაძლებელია გათავისუფლებულ იქნას თავდებით, ყოველკვარტალურად 2012 წელს

 

1. ნასამართლეობის არმქონე არასრულწლოვან დამნაშავეთა არანაკლებ 20%, რომელთაც ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და რომლებსაც ბრალდება წაეყენათ ქვეყანაში 2013 წლის იანვრიდან ჩამოშორდებიან სისხლის სამართლის სისტემას

2. ინდივიდუალურ განაჩენთა დაგეგმვა, რომელიც ვრცელდება ყველა ბრალდებულ არასრულწლოვან დამნაშავეზე და ახალ ბრალდებულებზე (2011 წლიდან) პრობაციის სისტემაში.[14]

3. 2013 წლის პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში ბავშვთა წინასწარი დაკავების შემცირება 5% -ით 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით

Juvenile Parole Board განიხილავს თითოეული არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმეს, რომელიც შესაძლებელია გათავისუფლებულ იქნს თავდებით, ყოველკვარტალურად 2013 წელს

 

 

პირობა

2 (ბ) არასრულწლოვან დამნაშავეთათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

ინდიკატორები

1. მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმა წინასწარ დაკავებულ არასრულწლოვან დამნაშავეთათვის ზოგადი განათლების უზრუნველყოფის მიზნით (მაგ: მინისტრის ბრძანება)

2. პატიმრობაში მყოფ ყველა მსჯავრდებულს აქვს დაშვება განათლებაზე, რაც მოიცავს პროფესიულ განათლებასა და ტრენინგს ინდივიდუალურ განაჩენთა გეგმების საშუალებით

1. წინასწარ პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან დამნაშავეთა განათლების პროგრამის განხორციელება ქუთაისის 2 და გლდანის 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

2. პატიმრობაში მყოფ ყველა მსჯავრდებულს აქვს დაშვება განათლებაზე, რაც მოიცავს პროფესიულ განათლებასა და ტრენინგს ინდივიდუალურ განაჩენთა გეგმების საშუალებით

1. სრული დაშვება განათლებაზე წინასწარ პატიმრობაში მყოფი ყველა არასრულწლოვანისათვის

2. პატიმრობაში მყოფ ყველა მსჯავრდებულს აქვს დაშვება განათლებაზე, რაც მოიცავს პროფესიულ განათლებასა და ტრენინგს ინდივიდუალურ განაჩენთა გეგმების საშუალებით

გადამოწმების წყაროები

  არასრულწლოვან დამნაშავეთა Diversion-ის სტატისტიკა

მთავრობის დადგენილება/მინისტრის ბრძანება წინასწარ პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან დამნაშავეთათვის განათლების უზრუნველყოფის შესახებ

  UNICEF-ისა და არასრულწლოვანთა დამნაშავეობასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ანგარიში წინასწარ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანი დამნაშავეების განათლების შესახებ 2012 წლის ბოლოსათვის

  არასრულწლოვანთა შესახებ სტატისტიკის ხელმისაწვდომობა

  ინფორმაცია და სტატისტიკა ინდივიდუალურ განაჩენთა დაგეგმვის შესახებ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დაწესებულებებში

ადგილობრივი და საერთაშორისო მხარეების სხვა ანგარიშები

ინფორმაცია არასრულწლოვან პატიმართა თავდებით გათავისუფლების სასამართლო პროცესების შესახებ

აკადემიური მოსწრება, ნიშნები/გამოცდების შედეგები

ინდივიდუალური შეფასებები და განაჩენთა გეგმები

 

სასჯელაღსრულების რეფორმა

მაქსიმალური ოდენობა[15] (იხ: ცხრილი დ, მუხლი 5)

1.05

1.05

1.155

ამოცანა

პირობები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და შესაბამისობა ევროპის წესებთან საპატიმრობის შესახებ და სხვა CoE სტანდარტებთან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია

პირობა

3(ა) ციხეებში პირობების გაუმჯობესება ციხეების გადატვირთულობის შემცირების, საცხოვრებელი პირობებისა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესების კუთხით

ინდიკატორები

1. ჯანდაცვის სისტემის რეფორმის სტრატეგიის დამტკიცება და სამოქმედო გეგმის პროექტის წარდგენა სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სამეთვალყურეო საბჭოსათვის

1. ჯანდაცვის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის მომზადება

2. თავდებით ვადამდელი გათავისუფლების კომისიის მიერ გათავისუფლებული პატიმრების არანაკლებ 5% -იანი ზრდა 2011 წელთან შედარებით

3. თითოეული ქალი პატიმრის საქმე, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს თავდებით ვადამდელ გათავისუფლებას 6 თვეში ერთხელ განიხილება თავდებით ვადამდელი გათავისუფლების კომისიის მიერ

4. ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების არანაკლებ 3 დაწესებულებაში (რუსთავი 6, გლდანი8 და ქალთა საპყრობილე 5)

5. სამედიცინო სკრინინგი თითოეული ახალი პატიმრის/დაკავებულისათვის; ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევა თითოეული პატიმრისათვის სასჯელაღსრულების არანაკლებ 3 დაწესებულებაში (თბილისი 8, თბილისი 12 და არასრულწლოვან დამნაშავეთა დაწესებულება 11).

6. პროფესიულ ტრენინგსა თუ საქმიანობაში ჩართულ პატიმართა რაოდენობის ზრდა არანაკლებ 30% -ით 2011[16] წელთან შედარებით სასჯელაღსრულების არანაკლებ 3 დაწესებულებაში (რუსთავი 16, გეგუთი 14, ქსანი 15)

1. თავდებით ვადამდელი გათავისუფლების კომისიის მიერ გათავისუფლებული პატიმრების არანაკლებ 5% -იანი ზრდა 2012 წელთან შედარებით

2. თითოეული პატიმრის საქმე, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს თავდებით ვადამდელ გათავისუფლებას 6 თვეში ერთხელ განიხილება თავდებით ვადამდელი გათავისუფლების კომისიის მიერ

3. ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა დამატებით სასჯელაღსრულების 2 დაწესებულებაში (არასრულწლოვან დამნაშავეთა საპყრობილე 11 და თბილისის საპყრობილე 12)

4. სამედიცინო სკრინინგი თითოეული ახალი პატიმრის/დაკავებულისათვის; ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევა თითოეული პატიმრისათვის ქვეყნის მასშტაბით

5. პროფესიულ ტრენინგსა და/ან საქმიანობაში ჩართულ პატიმართა რაოდენობის ზრდა არანაკლებ 30% -ით 2012 წელთან შედარებით სასჯელაღსრულების დამატებით 3 დაწესებულებაში (ქუთაისი 2, რუსთვი 17, ქალთა საპყრობილე 5).

 

პირობა

3(ბ) პატიმართა უფლებების დაცვა

ინდიკატორები:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აყალიბებს სტანდარტებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების საფუძველზე

1. სტანდარტების დამტკიცება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას 2. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანთა უფლებების ერთეული ახორციელებს პატიმართა პირობების რეგულარულ მონიტორინგს და განიხილავს პატიმართა საჩივრებს (მინიმუმ ერთი დაგეგმილი და რამდენიმე დაუგეგმავი ვიზიტი სასჯელაღსრულების თითოეულ დაწესებულებაში)

1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანთა უფლებების ერთეული ახორციელებს პატიმართა პირობების რეგულარულ მონიტორინგს, და განიხილავს პატიმართა საჩივრებს (მინიმუმ ერთი დაგეგმილი და რამდენიმე დაუგეგმავი ვიზიტი სასჯელაღსრულების თითოეულ დაწესებულებაში)

გადამოწმების წყაროები:

  სახალხო დამცველის, CoE, წამებისა და სასტიკი მოპყრობის პრევენციის ევროპის კომიტეტის (CPT), სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები

  სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის რეფორმის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრათა ოქმები

  სტატისტიკური ინფორმაცია პატიმართა ჩართულობის შესახებ საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამებში

  სტატისტიკური ინფორმაცია პატიმართა რაოდენობის, ასევე, სივრცისა და პირობების მინიმალური სტანდარტების მისაღები ნორმების შესახებ

  სტატისტიკური ინფორმაცია პატიმართა საჩივრების შესახებ, რომლებიც შესულია ადამიანთა უფლებების ერთეულში

  სტატისტიკური ინფორმაცია თავდებით გათავისუფლების შესახებ

  ციხის სამედიცინო დოკუმენტაცია და რეესტრი[17]

4. პრობაციის რეფორმა

მაქსიმალური ოდენობა[18] (იხ ცხრილი დ, პუნქტი 5)

0.7

0.7

0.77

ამოცანა

პრობაციის მომსახურების შესაბამისობის ზრდა ევროპის წესებთან საზოგადოებრივი ზომების შესახებ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებთან არა–საპატიმრო ზომების შესახებ

პირობა

4 (ა) პრობაციის სისტემის შესაძლებლობების განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულის განმეორებითი ჩადენის რისკის შემცირებას, პრობაციონერთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას

ინდიკატორები

1. 2011 წელს პრობაციის ოფიცერთა რაოდენობის ზრდა მინიმუმ 4 -ით 2010 წელთან შედარებით

1. პრობაციის სისტემის სახელმწიფო დაფინანსების ზრდა 2012 წელს 25% -ით 2011 წელთან შედარებით

2. 2012 წელს პრობაციის ოფიცერთა რაოდენობის ზრდა მინიმუმ 40 -ით 2011 წელთან შედარებით

1. პრობაციის სისტემის სახელმწიფო დაფინანსების ზრდა 2013 წელს 50% -ით 2011 წელთან შედარებით

2. პრობაციის თითოეული ოფიცრის საქმეთა რაოდენობის შემცირება მაქსიმუმ 250 -ით

 

პირობა

4(ბ)საზოგადოებრივი და არასაპატიმრო ზომების გამოყენების ზრდა

ინდიკატორები

1. კონცეფციის დოკუმენტის პროექტი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და საზოგადოებრივი ზომების გამოყენების გაფართოების შესახებ

2. განაჩენთა ინდივიდუალური დაგეგმვა ქალ პრობაციონერთა 50% -ისათვის და ყველა არასრულწლოვანი პრობაციონერისათვის თბილისში

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაში[19] , პროფესიულ ტრენინგში, განათლებაში, წამალზე დამოკიდებულთა რეაბილიტაციისა და რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სხვა პროგრამებში ჩართულ პირთა რაოდენობის ზრდა მინიმუმ 10% -ით 2011 წელს 2010 წელთან შედარებით

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და საზოგადოებრივი ზომების გამოყენების გაფათოების შესახებ კონცეფციის დოკუმენტის განხილვა პრობაციის სამუშაო ჯგუფთან, მუნიციპალიტეტებთან და არასახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან და მისი დამტკიცება.

2. განაჩენთა ინდივიდუალური დაგეგმვა ყველა ქალი პრობაციონერისათვის თბილისში და ყველა არასრულწლოვანი პრობაციონერისათვის ქვეყნის მასშტაბით

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაში, პროფესიულ ტრენინგში, განათლებაში, წამალზე დამოკიდებულთა რეაბილიტაციისა და რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სხვა პროგრამებში ჩართულ პირთა რაოდენობის ზრდა მინიმუმ 20% -ით 2012 წელს 2011 წელთან შედარებით

 

1.  განაჩენთა ინდივიდუალური დაგეგმვა ყველა ქალი და ყველა არასრულწლოვანი პრობაციონერისათვის, და მამაკაც პრობაციონერთა 30% -ისათვის ქვეყნის მასშტაბით

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაშით, პროფესიულ ტრენინგში, განათლებაში, წამალზე დამოკიდებულთა რეაბილიტაციისა და რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სხვა პროგრამებში ჩართულ პირთა რაოდენობის ზრდა მინიმუმ 10% -ით 2013 წელს 2012 წელთან შედარებით

 

 

გადამოწმების წყაროები

  სტატისტიკური ინფორმაცია ალტერნატიული ზომების შესახებ

  სტატისტიკური ინფორმაცია პრობაციონერთა შესახებ, რომლებიც ჩართული არიან ინდივიდუალურ განაჩენთა დაგეგმვის სქემაში

  თანამშრომელთა ანაზღაურება და განაჩენთა დაგეგმვა თითოეული ოფისისათვის

  კონცეფციის დოკუმენტი საზოგადოებრივი სანქციებისა და ზომების შესახებ

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

მაქსიმალური ოდენობა[20] (იხ ცხრილი დ, პუნქტი 5)

0.7

0.7

0.77

ამოცანა

საქართველოს მოქალაქეებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ზრდა იურიდიული დახმარების მომსახურებისა და სახალხო დამცველის შესაძლებლობების გაძლიერების გზით

პირობა

5(ა)იურიდიული დახმარების მომსახურების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილი იყოს იურიდიული წარმომადგენლობა შესაბამისი პირებისათვის

ინდიკატორები

1. იურიდიული დახმარების გავრცელება რეგიონებში, დამატებითი საკონსულტაციო ცენტრის ჩამოყალიბება ქვემო ქართლში

1. საქმეთა მინიჭების/განაწილების სისტემის ჩამოყალიბება იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის ბრძანებით და მისი განხორციელება თბილისში

2. იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტების პროფესიონალური დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიების გაძლიერება, შესაბამისი ცვლილებების პროექტებით, რომლებიც ზღუდავენ ბიუროთა უფროსებთან და იურისტებთან შრომითი კონტრაქტების შეწყვეტას შესაბამისი დასაბუთების გარეშე

1. იურისტებისათვის მინიჭებული მიმდინარე საქმეთა მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით, საქმეთა განაწილების სისტემის სრულყოფილი განხორციელება 2. იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებში ქვეყნის მასშტაბით

იურიდიული დახმარების სამსახურის ეფექტიანობის ზრდა კიდევ ერთი დამატებითი ოფისის საშუალებით

პირობა

5(ბ)სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებელი ფუნქციონირება და სახალხო დამცველის აპარატი, როგორც საქართველოში ადამიანთა უფლებების უმთავრესი დამცველი

ინდიკატორი

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი დაფინანსება სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციების გაძლიერების მიზნით, ისეთ პირობებში, როდესაც მინიმუმ, არა აქვს ადგილი დაფინანსების შემცირებას 2010 წელთან შედარებით

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი დაფინანსება სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციების გაძლიერების მიზნით, რაც მოიცავს ეროვნული პრევენციული მექანიზმის ფუნქციებს, ისეთ პირობებში როდესაც მინიმუმ, ადგილი აქვს დაფინანსების 5% -იან ზრდას 2011 წელთან შედარებით

2. სახალხო დამცველის ანგარიშები სისხლის სამართლის სექტორის შესახებ, განხილული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და შესაბამისი სამუშაო ჯგუფების მიერ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმოხილვისას

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი დაფინანსება სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციების გაძლიერების მიზნით, რაც მოიცავს ეროვნული პრევენციული მექანიზმის ფუნქციებს, ისეთ პირობებში როდესაც მინიმუმ, ადგილი აქვს დაფინანსების 5% -იან ზრდას 2012 წელთან შედარებით

2. სახალხო დამცველის ანგარიშები სისხლის სამართლის სექტორის შესახებ, განხილული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და შესაბამისი სამუშაო ჯგუფების მიერ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმოხილვისას.

 

გადამოწმების წყაროები

სახელწიფო ბიუჯეტის კანონი და ბიუჯეტის პროექტი

  სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ოქმები

  განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები

  შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა დაცული იყოს იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტთა დამოუკიდებლობა

  სტატისტიკური ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ უზრუნველყოფილი მომსახურების შესახებ

  იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის შემფასებელი ანგარიშები/დოკუმენტები

  საზოგადოებრივი სანქციების კონცეფციის დოკუმენტი

  თანამშრომელთა ანაზღაურება და განაჩენთა დაგეგმვა თითოეული ოფიცრისათვის

  საქმეთა განაწილების სისტემის დეტალები (იურიდიული დახმარების სამსახურის ბრძანება და ა.შ.)

 

5. შესრულების შეფასების მოდალობები ცვალებადი ტრანშების შემთხვევაში

პროგრამა ითვალისწინებს ტრანშის გადახდას სამ ნაწილად, რომელთაგან თითოეული შედგება ფიქსირებული ტრანშისა (ევრო 1.5 მილიონი 2012 და 2013 წლებში და ევრო 1.65 მილიონი 2014 წელს) და ცვალებადი ტრანშისაგან (არა უმეტეს ევრო 3.5 მილიონი 2012 და 2013 წელს და ევრო 3.85 მილიონი 2014 წელს).

აღნიშნული სამი ნაწილიდან თითოეულისათვის, ფიქსირებული ტრანშის გადახდა განხორციელდება ზოგადი პირობების შესაბამისად (როგორც მოცემულია ცხრილში ბ). ზოგად პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შემდეგ, ცვალებადი ტრანშის გადახდა განხორციელდება 9 სპეციალური პირობიდან – თითოეულთან შესაბამისობის ხარისხის საფუძველზე (როგორც მოცემულია ცხრილში გ). აღნიშნული შესაბამისობის შეფასება განხორციელდება განსაზღვრული ინდიკატორებისა და მიზნების საფუძველზე, რომლებიც მოცემულია პოლიტიკის რეფორმის მატრიცაში (ცხრილი გ). შესაბამისობა ერთ სპეციალური პირობასთან განაპირობებს ცვალებადი ტრანშის მთლიანი შესაბამისი ვოტის გამოყოფას (რაც მოცემულია ცხრილში დ). ნაწილობრივი შესაბამისობის შემთხვევაში განხორციელდება შესაბამისი ვოტის ნახევრის გამოყოფა. შეუსაბამობის შემთხვევაში თანხების გამოყოფა არ განხორციელდება.

თითოეული სპეციალური პირობისათვის, შესაბამისობა გულისხმობს ყველა ინდიკატორს, რომელიც შესრულდა. ნაწილობრივი შესაბამისობა გულისხმობს შესრულებული ინდიკატორების ნახევარზე მეტს. შეუსაბამობა გულისხმობს შესრულებული ინდიკატორების ნახევარს ან ნახევარზე ნაკლებს.

თანხები, რომელთა უკან გაწვევა განხორციელდება პირობებთან შეუსაბამობის გამო პროგრამის ბოლოსათვის დაიკარგება. შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში და მთავრობის თხოვნით, პროგრამის მმართველი კომიტეტის დამტკიცებით (კომისიის სამსახურების თანხმობით) შესაძლებელია მოხდეს შეუსრულებელი ან ნაწილობრივ შესრულებული პირობების განმეორებითი შეფასება, ტრანშის ნაწილის შესაბამისობის მიმხილვასთან ერთად.

 

ცხრილი დ: მაქსიმალური გადასახდელი თანხები და ფიქსირებული და ცვალებადი კომპონენტების პროცენტული მაჩვენებელი:

 

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

 

%–სულ

მაქსიმალური ოდენობა

%–სულ

მაქსიმალური ოდენობა

% სულ

მაქსიმალური ოდენობა

ფიქსირებული ტრანშები

30

1.500 000

30

1.500 000

30

1,650 000

 

 

 

 

 

 

 

ცვალებადი ტრანშები[21]

70

3.500 000

70

3.500 000

70

3.850 000

1. სისხლის სამართლის კანონმდებლობა

2. არასრულწლოვანთა დამნაშავეობა[22]

5

 

 

25

175 000

 

 

875 000

5

 

 

25

175 000

 

 

875 000

5

 

 

25

192 500

 

 

962 500

  პირობა 2(ა)

 

475 000

 

475 000

 

550 000

  პირობა 2(ბ)

 

400 000

 

400 000

 

412 500

 

 

 

 

 

 

 

3. სასჯელაღსრულების რეფორმა

30

 1 050 000

30

1 050 000

30

1 155 000

  პირობა 3(ა)

 

750 000

 

750 00

 

855 000

  პირობა 3(ბ)

 

300 000

 

300 000

 

300 000

4. პრობაციის რეფორმა

20

700 000

20

700 000

20

770 000

პირობა 4(ა)

 

300 000

 

300 000

 

300 000

პირობა 4(ბ)

 

400 000

 

400 000

 

470 000

5. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

20

700 000

20

700 000

20

770 000

პირობა 5(ა) იურიდიული დახმარება

 

350 000

 

350 000

 

385 000

პირობა 5(ბ) სახალხო დამცველი

 

350 000

 

350 000

 

385 000

 



[1] სისხლის სამართლი ახალი საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა, არასრულწლოვანთა დამნაშავეობა, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა, პრობაცია, იურიდიული დახმარება, სისხლის სამართლებრივი დევნა, პოლიცია, სასამართლო, იურიდიული განათლება, სახალხო დამცველის ოფისი ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://www.justice.gov.ge/index.phOWg_id=ENG&sec_id=255

[2] ექსპერტებმა მიმოიხილეს სისხლის სამართლის რეფორმები ENPI AAP2008 SPSP (2008-2010)-ის ფარგლებში და ჩამოაყალიბეს მითითებები ევროკავშირის  დახმარების შემდგომი პროგრამების შესახებ

[3] განხორციელდა GOBRI-GALLUP საერთაშორისო ცენტრის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.justice.gov.ge 

 

[4] http://www.oecd.org/dataoecd/8/6/44997416.pdf   

[5] ურთიერთგაგების მემორანდუმი მართლმსაჯულების სექტორსა და დონორებს შორის, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლობის ფორმასა და ანგარიშგების მოთხოვნებს

[6] ევროკავშირის მრჩეველთა შეხვედრებზე რეგულარული განხილვა, პრეზენტაციები და ელექტრონული მიმოწერა

[7] მხოლოდ იმ ქვესექტორების წარმომადგენლები, რომელთათვისაც განსაზღვრულია პოლიტიკის კონკრეტული პირობები

[8] შეთანხმებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ICC)  მიერ. პროცესს მართავს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ICC) სამდივნო.

[9] როგორც განსაზღვრულია TAP-ის მუხლში 2.3.

[10] მილიონი ევრო

[11] არ არის ამომწურავი

[12] მილიონი ევრო

[13] ინდივიდუალური შეფასებები და გეგმები ხელმისაწვდომია

[14] იქვე

[15] მილიონი ევრო

[16] 180 პატიმარი 2011 წელს

[17] სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით

[18] მილიონი ევრო

[19] 216 2010 წელს

[20] მილიონი ევრო

[21] ცხრილში ასახულია პროცენტული მაჩვენებელი და მაქსიმალური თანხები თითოეული პირობისათვის მთლიანი 70%-იდან (ცვალებადი ტრანში)

[22] პირობები რეფორმათა ფარგლებში წარმოდგენილია წონით  გამოყოფილი მთლიანი თანხიდან, რომელიც უკავშირდება რეფორმის სფეროს