დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.025.016080 |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1 90
201 2 წ ლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს ) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებით (სსმ, 18.03.2011წ., ვებგვერდი 10318015) დამტკიცებულ „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებში და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკურ რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 10. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებისას, მისი პირველი ეგზემპლარი გაცემიდან არა უმეტეს 72 საათისა უნდა ჩაბარდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს, რომელიც დოკუმენტში არსებულ მონაცემებს ჩაბარებიდან 72 საათში დადგენილი წესით ასახავს მონაცემთა ბაზაში და მატერიალური სახით ატვირთავ ს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველ ეგზემპლარს .“ .
2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-13 პუნქტი:
„13. თუ ბუნებრივი რესურსების სააგენტო დაადგენს , რომ რეგისტრაციის
დროს არასწორედ განხორციელდა დოკუმენტების ატვირთვა ან ატვირთული დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს , იგი სახერხი საამქროს მფლობელს უგზავნის შეტყობინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მის გამოსასწორებლად აძლევს 30 დღის ვადას, რომლის დინებაც იწყება შეტყობინების ჩაბარების დღიდან. თუ სახერხი საამქროს მფლობელი ამ ვადაში შეავსებს შეტყობინებაში მითითებულ ხარვეზს, ბუნებრივი რესურსების სააგნეტო არ აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას . წინააღმდეგ შემთხვევაში ის საკუთარი ინიციატივით აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას.“.
3. 181 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბუნებრივი რესურსების სააგენტო საკუთარი ინიციატივით აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ სახერხი საამქროს რეგისტრაციის მონაცემები არ შეესაბამება სახერხი საამქროს რეალურ მონაცემებს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, გარდა მე-15 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე
(მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი) მ. ვალიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები