დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 204 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.016877 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №204
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ( www.mats ne.gov.ge, 16/03/2012, 470230000.10.003.016765) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების №8 და ნარ თის (დიაბეტის მართვა) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4,941 ათასი ლარით:
| № | კომპონენტი | ბიუჯეტი (ათასი ლარი) |
| 1 | დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება | 533 |
| 2 | სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება | 890 |
| 3 | შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა | 3,518 |
| 3.1 | დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 2,827 |
| 3.2 | უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 320 |
| 3.3 | სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები | 371 |
|
| სულ: | 4,941“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები