დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016117 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №78
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში (სსმ ვებპორტალი, 110531017, 03/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დებულების დანართი №1
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების , ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ ბრალდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.
3. სატრანსპორტო საშუალებები.
4. ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.
6. ოპტიკური ხელსაწყოები.
7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.
8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.
9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
10. გადასამრავლებელი აპარატები.
11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, სანთებლები.
12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
13. ბანქო.
14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები.
15. მობილური ტელეფონები.
16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
17. ტოპოგრაფიული რუკები და კომპასები.
18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.
19. ფერადი ფანქრები, საღებავები, კოპირების ქაღალდები.“.
ბ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი №22 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დებულების დანართი №22
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულმა შეიძლება მიიღოს ამანათის სახით - ფოსტის მეშვეობით, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. თაფლი – ქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე, ერთდროულად არა უმეტეს 3 კილოგრამისა.
2. მინერალური წყალი – ქარხნული წესით დალუქული, ერთდროულად არა უმეტეს 5 ლიტრისა.
3. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი (ჯინსის, „ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არა უმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, ჯინსის და ტყავის გარდა) არა უმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
4. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა.
5. ბრალდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა.
6. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არა უმეტეს 8 ცალისა.
7. პირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არა უმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი, ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
8. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება).
11. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
12. რვეული – ერთდროულად არა უმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს.
13. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა.
14. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, ბრალდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არა უმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს, რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის უსაფრთხოებას).
15. ფოტოსურათი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, ზომით არა უმეტეს 9/13 სმ-ისა.“.
გ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დებულების დანართი №1
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.
3. სატრანსპორტო საშუალებები.
4. ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.
6. ოპტიკური ხელსაწყოები.
7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.
8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.
9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
10. გადასამრავლებელი აპარატები.
11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, სანთებლები.
12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
13. ბანქო.
14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები.
15. მობილური ტელეფონები.
16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
17. ტოპოგრაფიული რუკები და კომპასები.
18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.
19. ფერადი ფანქრები, საღებავები, კოპირების ქაღალდები.“.
დ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი №22 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დებულების დანართი №22
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულმა შეიძლება მიიღოს ამანათის სახით - ფოსტის მეშვეობით, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. თაფლი – ქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე, ერთდროულად არა უმეტეს 3 კილოგრამისა.
2. მინერალური წყალი – ქარხნული წესით დალუქული ერთდროულად არა უმეტეს 5 ლიტრისა.
3. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი (ჯინსის, „ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არა უმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, ჯინსის და ტყავის გარდა, არა უმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
4. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა.
5. მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის, მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა.
6. საცვალი (ტრუსი) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არა უმეტეს 8 ცალისა.
7. პირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის, მოთეთრო, ზომით არა უმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
8. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება).
11. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
12. რვეული – ერთდროულად არა უმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს.
13. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა.
14. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არა უმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებას).
15. ფოტოსურათი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, ზომით არა უმეტეს 9/13 სმ-ისა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები