დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 016 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 12/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300170000.55.067.016021 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ _ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დირექტორის
ბრძანება №016
2012 წლის 12 ივნისი
ქ. ბათუმი
„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესში“ შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ა.ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ა.ბ) 500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი.;
ა.გ) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი:
გ.ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი;
გ.ბ) 500 ტონა და 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი".
3. ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
750 კვტ. და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი".
4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) 750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტზე მდგომი რიგითის და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების განსაზღვრული ფუნქციის შემსრულებელი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი".
5. მე-6 მუხლს პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იმ პირებზე, რომლებიც გემზე ასრულებენ იმ ფუნქციასა და მოვალეობას, რასაც არ მოიცავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ან/და კომპეტენციის სერტიფიკატები".
6. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა" და „გ" ქვეპუნქტები.
7. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბლანკს აქვს რიგითი ნომერი, რომელიც განსხვავდება კომპეტენციის სერტიფიკატის ნომრისგან. რიგითი ნომერი შედგება ერთი ლათინური ასო "C" და 6 ციფრისგან, რომელიც მინიჭებულია მწარმოებლის მიერ. ბლანკის ნომერი დაიტანება შემდეგნაირად: C000001, ნუმერაცია იწყება C000001. რიგითი ნომრის ლათინური ასო არის რიგითი ნომრის სერიის აღმნიშვნელი".
8. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომპეტენციის სერტიფიკატის ბლანკის ყდა უნდა იყოს ლატექსით გაჟღენთილი ფურცელი, რომელიც დაფარული იქნება 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ ნიტროცელულოზით ან აკრილის ფუძეზე დამზადებული მასალა. ყდის სისქე უნდა იყოს 450-დან 500 მკრ.-მდე. ყდის შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს ბლანკის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების ხარისხს. ყდის ფერი უნდა იყოს მუქი ლურჯი".
9. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბლანკის ყდის შიდა მეორე გვერდზე დაიტანება სერტიფიკატის გამცემის სახელწოდება და რეკვიზიტები, ასევე სერტიფიკატის დამამზადებლის რეკვიზიტები ინიციალებით და ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”. აქვე ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიტანება შემდეგი წარწერები: „ეს სერტიფიკატი 14 გვერდიანია“ / "This certificate contains 14 pages" და „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“ / "In case of certificate uthenticity doubts contact to MTA".
10. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბლანკის მეორე გვერდზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მითითება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომ აღნიშნული სერტიფიკატი გაცემულია „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, ცვლილებებითა და დამატებებით საფუძველზე“;
ბ) მეზღვაურის კომპეტენციის შესახებ;
გ) გაცემის თარიღი;
დ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;
ე) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის მოქალაქეობა;
ვ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის პირადი ნომერი;
ზ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
თ) სერტიფიკატის No;
ი) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი, ზომით 30X40მმ;
მ) შტრიხკოდი".
11. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სტიკერის აღწერილობა და დამცავი ნიშნები
1. ბლანკში ჩაიკვრება სტიკერი:
ა) მე-3 გვერდზე ჩაიკვრება სტიკერი კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემისთანავე, სადაც მიეთითება მონაცემები მეზღვაურისათვის კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებით შეზღუდვების, მოქმედების ვადის და თანამდებობის თაობაზე;
ბ) მე-4 და შემდგომ გვერდებზე ჩაიკვრება სტიკერი, რომელიც გაიცემა კომპეტენციის სერტიფიკატის განახლების შემთხვევაში და რაც ადასტურებს მეზღვაურისათვის კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, მოქმედების ვადას და თანამდებობას.
2. სტიკერზე დაიტანება შემდეგი მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე:
ა) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის გათვალისწინებული ფუნქციები, მეზღვაურთა თანამდებობრივი დონისადმი მისი კუთვნილება და დაწესებული შეზღუდვები;
ბ) მითითებას კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის თანამდებობისა და მისი თანამდებობრივი შეზღუდვების თაობაზე;
გ) მითითებას „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, ცვლილებებითა და დამატებებით იმ პუნქტებზე, რომლის შესაბამისად, კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირი ფლობს შესაბამის კომპეტენციას და შეუძლია მითითებული დონისა და შეზღუდვების გათვალისწინებით შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები’’;
დ) მითითებას, რომ სერტიფიკატის ორიგინალი „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცის, ცვლილებებითა და დამატებებით, 1/2 წესების მე-9 მუხლის შესაბამისად აუცილებელია ინახებოდეს გემზე, სადაც მსახურობს სერტიფიკატის კანონიერი მფლობელი;
ე) სერტიფიკატის ნომერი;
ვ) სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ზ) სტიკერის რიგითი ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასოსა 6 ციფრისგან, სადაც ლათინური ასო არის სტიკერის რიგითი ნომრის სერია. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტიკერისათვის სერიის აღმნიშვნელი ლათინური ასო არის "B" , ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ"ქვეპუნქტით გათვალილსწინებული სტიკერისათვის სერიის აღმნიშვნელი ლათინური ასო არის "A" ;
თ) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის (განახლების) თარიღი და მოქმედების ვადა;
ი) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის ხელმოწერა;
კ) კომპეტენციის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა;
ლ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტიკერში მითითება, რომ ეს სტიკერი წარმოადგენს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურებას;
3. სტიკერზე დაისმება სააგენტოს რელიეფური ბეჭედი.
4. სტიკერები უნდა დამზადდეს და შეიცავდეს შემდეგ დამცავ მექანიზმებს:
ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ა.ა) ქაღალდი:
ა.ა.ა) ოპტიკური მათეთრებლების გარეშე, რაც იძლევა საშუალებას გამოყენებულ იქნეს დამცავი ბოჭკოები (ხილული და უხილავი) და საღებავები, რომლებიც განიცდიან ფლუორესცენციას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;
ა.ა.ბ) უნდა შეიცავდეს შესაბამის ქიმიურ სენსიბილიზატორს;
ა.ბ.) ბოჭკოები: უნდა გააჩნდეს ხილული და უხილავი ბოჭკოები;
ა.გ) უნდა შეიცავდეს წებოვნების ისეთ მახასიათებელს, რომლებიც შეუძლებელს გახდის სტიკერის დაუზიანებლად ან შეუმჩნევლად მოცილებას;
ა.დ) ბეჭდვა:
ა.დ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური სახით;
ა.დ.ბ) დატანილი უნდა იყოს მიკროტექსტური წარწერა (საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება როგორც უწყვეტი ხაზი;
ა.ე) სტიკერზე დაიტანება სააგენტოს ლოგო უხილავი მელნით;
ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ბ.ა) სტიკერის რიგით ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც განიცდის ფლუორესცენცირებას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;
ბ.ბ) ბეჭდვა: ელემენტები დატანილი მეტამეტრული საღებავით, რომლის გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელ სპექტრში;
გ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი ფლუორესცენციური ან რეაქტიული მელნით".
12. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფონი ცისფერი ფერისაა და მზადდება პლასტიკური მასალისაგან, გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის არანაკლებ სამი ნიშანი:
ა) მიკროტექსტი – სურათის მარჯვენა მხარეს სურათის სიგრძის გასწვრივ ვერტიკალური ბეჭდვითი ფრაზა 2 სვეტად. პირველი სვეტი ქართულად – „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად - „Maritime Transport Agency“.
ბ) ულტრაისფერი ნიშანი – გემის ღუზის ოთხი გამოსახულება, რომლებიც განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე;
გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფორმის რიგითი ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასოს "P" და 6 ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის სერიის აღმნიშვნელი), დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად".
13. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე დაიტანება:
ა) მითითება სათაური „კვალიფიკაციის სერტიფიკატი" / Certificate of Proficiency"";
ბ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;
დ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ე) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი;
ვ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
ზ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის საფუძველი კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით;
თ) სააგენტოს დასახელება;
ი) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სააგენტოს ლოგო.
კ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი;
ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“ / "In case of certificate authenticity doubts contact to MTA";
მ) სააგენტოს ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
ო) მითითებას, რომ სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს საწყისი წვრთნების დამტკიცებული კურსი კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით ან მიეთითება შესაბამისი თანამდებობა, რაზეც გაიცემა სერტიფიკატი;
პ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და ინსტრუქტაჟის დასახელება კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით.
ჟ) შტრიხკოდი".
14. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადასტურების სერტიფიკატი სრულდება 100-პროცენტიანი ბამბის 110-150 გრ/მ2 მასის ქაღალდზე".
15. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სერტიფიკატის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას – „დადასტურების სერტიფიკატი“, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს".. ასევე სერტიფიკატზე ხილული მელნით დატანილი უნდა იყოს დოკუმენტის ექსკლუზიური ნომერი (რომელიც შედგება ერთი ლათინური ასო "E" და 6 ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის რიგითი ნომრის სერიის აღმნიშვნელი) და სერტიფიკატს ენიჭება მწარმოებლის მიერ)”.
16. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „პ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა".
17. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სხვა სერტიფიკატის ფორმის რიგითი ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასო "N" და 6 ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის რიგითი ნომრის სერიის აღმნიშვნელი), დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად".
18. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. სხვა სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია
1. სხვა სერტიფიკატზე დაიტანება:
ა) სახელწოდება „სერტიფიკატი" / "Certificate";
ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;
დ) სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ე) სერტიფიკატის ნომერი;
ვ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
თ) სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;
ი) სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი;
კ) შტრიხკოდი;
ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“ / "In case of certificate uthenticity doubts contact to MTA".;
მ) სააგენტოს ვებ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ო) მითითება, რომ სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს წვრთნისა და მომზადების შესაბამისი კურსი ან შესაბამისი წვრთნისა და მომზადების კურსის გავლის შემდეგ უფლებამოსილია შეასრულოს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქცია;
პ) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სააგენტოს ლოგო;
ჟ) სხვა სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და/ან მომზადების დასახელება ან მიეთითება შესაბამისი თანამდებობა, რაზეც გაიცემა სერტიფიკატი.
2. სხვა სერტიფიკატზე ყველა ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე".
19. მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდგეგი რედაქციით:
„1. მეზღვაურის სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
2. მოქმედების ვადის განმავლობაში მეზღვაურის სერტიფიკატის დაკარგვის, დაზიანების ან/და მასზე დატანილ მონაცემებში ცვლილებების შეტანისას გაიცემა სერტიფიკატის დუბლიკატი მითითებით „დუბლიკატი“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დირექტორის პირველი მოადგილე
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ. ახალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები