შპს „ორიონი“-ს მომრიგებელი საბჭო გადაწყვეტილება

  • Word
შპს „ორიონი“-ს მომრიგებელი საბჭო გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „ორიონი“
მიღების თარიღი 24/05/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
24/05/2012
ვებგვერდი, 12/06/2012
შპს „ორიონი“-ს მომრიგებელი საბჭო გადაწყვეტილება
შპს „ორიონი“

 

შპს „ორიონის”

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება

 

2012 წლის 24 მაისი

 

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ორიონს” ქ. თბილისის ცენტრში (აკ. წერეთლის გამზირზე) გააჩნია უძრავი ქონება, შესაბამისი სამშენებლო პროექტით, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო სფეროში დაინტერსებული პირების (ინვესტორების) მოზიდვას, მომრიგებელი საბჭო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ორიონის”  რეაბილიტაცია არის ის სამართლებრივი გამოსავალი, რაც შესაძლებლობას მისცემს აღნიშნული კომპანიის კრედიტორებს სრულად დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნები საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ორიონს”  მომრიგებელმა საბჭომ მიიღო შემდეგი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა:

 

1. დაიწყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ორიონის”  რეაბილიტაცია;

2. ეთხოვოს საქალაქო სასამართლოს, უზრუნველყოს შესაბამისი განჩინების მიღება;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

 

შპს „ორიონის”

მომრიგებელი საბჭოს წევრები   მალხაზ ჩემია

                                                          ვარლამ სულაბერიძე

                                                           ნანა ამისულაშვილი