დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.148.016111 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 27
2012 წლის 8 ივნისი
ქ. გორი
,, გორის მუნიციპალიტეტის 201 2 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 13 იანვრის № 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,, გორის მუნიციპალიტეტის 201 2 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ,18/012012;280120000.35.148.016086) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მესამე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ , ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა, საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება განისაზღვროს 400 ლარით, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ფიზიოლოგიური და საკეისრო მშობიარობის დაფინანსება განისაზღვროს არა უმეტეს 400 ლარის ოდენობისა;
გ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 00 1-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, ფიზიოლოგიური მშობიარობის და საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 400 ლარისა ;
დ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 00 1-დან 10 000-მდე სარეიტინგო ქულა, სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს სტაციონა რული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა , ხოლო სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა. “;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სქოლიოზით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე), რომელთაც გააჩნია თ 0- დან 70 00 1-მდე სარეიტინგო ქულა, დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. სამკურნალო მასაჟი – 12 პროცედურა.
2. დაფინანსებას მიიღებს საცურაო აუზზე სქოლიოზით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე. თითო ბავშვს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).“ .
2. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები