დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.120.016068 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №17
2012 წ ლის 6 ივნისი
ქ. სამტრედია
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, 13, 18. 08 . 2010 ., მუხ . 324) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,, ვ1 ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, III კატეგორიის გაზსადენისა და IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ, წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.” .
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა . ჯვარშეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები