I-ელი კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ

  • Word
I-ელი კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016067
  • Word
16
06/06/2012
ვებგვერდი, 14/06/2012
010250020.35.120.016067
I-ელი კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №16

2012 წ ლის 6 ივნისი

ქ. სამტრედია                                                

I კლასის შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათაგან, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, III კატეგორიის გაზსადენისა და IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალის­წინე­ბუ­ლი პროცედურის დაცვით შესაძლებელია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

    მუხლი 2.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული III კატეგორიის გაზსადენისა და IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისა, მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 3.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,I კლასის შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №24 დადგენილება.

    მუხლი 4.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                  ა . ჯვარშეიშვილი