საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52(59), 31/12/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.718
  • Word
100
28/12/1999
სსმ, 52(59), 31/12/1999
200.000.000.05.001.000.718
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) 273-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13. 2000 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 1 იანვრამდე:

ა) თამბაქოს ნაწარმის იმპორტი და წარმოება (თამბაქოს ნედლეულის გარდა) დამატებული ღირებულების გადასახადის და აქციზის ნაცვლად დაიბეგროს ფიქსირებული გადასახადით, შემდეგი ოდენობით:

ა.ა) მოსაწევი თამბაქო (ჩიბუხის) – 20 ლარი 1 კგ-ზე;

ა.ბ) სიგარა – 60 თეთრი 1 ცალზე;

ა.გ) სიგარილა და ფილტრიანი სიგარეტი – 40 თეთრი 1 კოლოფზე;

ა.დ) ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი – 30 თეთრი 1 კოლოფზე;

ბ) ამ მუხლის ქვეპუნქტში აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკების შეძენისას გადაიხდევინება ფიქსირებული გადასახადი სრული ოდენობით;

გ) იმპორტული სიგარეტის მიწოდება დღგ-ით არ იბეგრება;

დ) საქართველოში წარმოებული თამბაქოს ნაწარმის მიწოდება დაიბეგროს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით;

ე) თამბაქოს იმ ნაწარმზე, რომელზედაც ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული იყო აქციზური მარკები, სხვაობა, იმპორტისას გადაიანგარიშება და გადაიხდევინება აღნიშნული საქონლის საბაჟო გაფორმების დროს, ხოლო ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმზე გადაანგარიშება განხორციელდეს აღნიშნულ საქონელზე გადასახადების გაანგარიშებისას და გადახდილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული აქციზური მარკებით მარკირებული თამბაქოს ნაწარმის იმპორტი და მიწოდება 2000 წლის 1 თებერვლამდე განხორციელდეს აქციზური მარკების გაცემის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      . შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 28 დეკემბერი

100რს