„საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის №5778-Iს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის №5778-Iს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6334-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016114
  • Word
6334-Iს
25/05/2012
ვებგვერდი, 08/06/2012
010020000.09.001.016114
„საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის №5778-Iს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის №5778 -Iს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებაში “ ცვლილები შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის №5778-Iს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებაში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, №35, 06.03.2008, მუხ. 374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1 “ ქვეპუნტი:

„ბ1 ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1 “ ქვეპუნქტი:

„ე1 ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში სახელმწიფო სიმბოლიკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოებისა და მათი მნიშვნელობების პოპულარიზაცია;“;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ ) სახელმწიფო სიმბოლოების, ატრიბუტიკი სა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა;“.

2. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თვისი კომპეტენციის ფარგლებში მოაწყოს გამოფენები, სემინარები და კონფერენციები;“.

3. მე- 9 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დიზაინისა და ანალიტიკის სამსახური;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადმინისტრაციული სამსახური.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების საერთო მხატვრული სახის შემუშავება;

ბ) სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების მხატვრული კონცეფციების შემუშავება და დაგეგმვა;

გ) სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა;

დ) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების თეორიული ნაწილის საერთო სახის ჩამოყალიბება და დაგეგმვა;

) ჰერალდიკის საკითხებზე ისტორიული მასალის მოძიება (საქართველოში და მის ფარგლებ ს გარეთ) და ანალიზი;

) ჰერალდიკის საკითხებზე სამოქალაქო განათლების გავრცელების ხელშეწყობა;

) სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემის საინფორმაციო და საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით წინადადების შემუშავება;

) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შექმნისა და გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ი) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

კ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება.“.

5. მე- 12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13

ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებათა პროექტების მომზადება, ბრძანებათა რეგისტრაცია და სათანადო ფორმირება;

ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოსამსახურეთათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების, შეღავათებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

გ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამების შექმნა და ორგანიზება;

დ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ე) კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა, დანიშნულების ადგილზე გაგზავნა ან მიტანა;

ვ) კანონით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგულირება;

ზ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპიუტერული ტექნიკით მომსახურება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის მართვა;

თ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება; საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა; ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშის მომზადება და წარდგენა;

კ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების განსაზღვრა;

ლ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირება, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კვარტალური და წლიური ბალანსების, სხვა ანგარიშების შედგენა და შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენა;

ნ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა;

ო) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მომწოდებელ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;

ჟ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთვის საჭირო მატერიალურ ფასეულობათა შეძენის, შემოტანის, აღრიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა . .

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე        დ. ბაქრაძე

თბილისი,

2012 წლის 25 მაისი.

№6334- I