დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-32/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016150 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-32 /ნ
2012 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში (სსმ III, 10.04.2009 , №45б მუხ. 509 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 1 (რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 1
რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი
მუხლი 1. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი საექიმო სპეციალობის იმ მაძიებელთათვის, რომლებიც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსს გადიან პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში
1. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანь რთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ აკრედიტებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საქართველოს შრომის, ჯანь რთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დამტკიცებული სარეზიდენტო პროგრამების შესაბამისად.
2. სამედიცინო დაწესებულებები ან/და სასწავლებლები დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას) ახორციელებენ აკრედიტებული სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში და გააჩნიათ აკრედიტაციის მოწმობა.
3. სპეციალობის მაძიებელს აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში /სასწავლებელში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლება ეძლევა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან/და შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში.
4. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალაშია 3 წლის განმავლობაში. თუ სპეციალობის მაძიებელმა აღნიშულ პერიოდში არ დაიწყო დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) და არ გაიარა შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის სულ მცირე 1 მოდული, გამოცდის შედეგები უქმდება და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დასაწყებად მან განმეორებით უნდა ჩააბაროს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.
5. სპეციალობის მაძიებლის მიერ შესაბამისი სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის გავლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. ვადის ათვლა იწყება პირველი მოდულის დაწყების დღიდან.
6. სპეციალობის მაძიებელმა სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი თითოეული მოდული უნდა გაიაროს არანაკლებ ამ მოდულის ხანგრძლივობით განსაზღვრულ ვადაში; შეუძლებელია 2 და მეტი მოდულის ერთდროულად გავლა.
7. სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს პროგრამის განმახორციელე ბელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება/ სასწავლებელი პროგრამაში აკრედიტაციით განსაზღვრულ რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის შესაბამისი ლიმიტის (კვოტის) მიხედვით. სპეციალობის მაძიებელს, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, დაწესებულება/სასწავლებელი უფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.
8. დაწესებულებაში/სასწავლებელში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები არიან:
ა) პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელობა;
ბ) ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირები.
9. პროგრამის ხელმძღვანელის/ხელმძღვანელობისა და ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების/სასწავლებლის მიერ დადგენილი წესით, რომელიც უნდა გააჩნდეს დაწესებულებას/სასწავლებელს.
10. დაწესებულებაში/სასწავლებელში, რომელშიც შესაძლებელია რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა, დანერგილი უნდა იყოს მაძიებელთა შეფასების სისტემა, რომელიც მოიცავს მაძიებელთა ეტაპობრივ და საბოლოო შეფასებას და იძლევა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და მიდგომების, ასევე, პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესაძლებლობას.
11. სპეციალობის მაძიებელი მზადების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს კვალიფიციური კონსულტაციებით, სასწავლო მასალებით (სასწავლო/სამეცნიერო ლიტერატურა, სხვა პროგრამული საკითხები), კურიკულუმის (სასწავლო გეგმა) შესაბამისი სამუშაო გრაფიკით.
12. სპეციალობის მაძიებელს უნდა ჰქონდეს ადგილი და შესაძლებლობა პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობისათვის. მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს აღჭურვილობა პრაქტიკული მეთოდიკის დამუშავებისათვის.
13. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს შესაბამისი სამუშაო პირობებით (ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები) უზრუნველყოფა: კვალიფიციური ხელმძღვანელი, თანამედროვე კლინიკური და საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამუშაო ოთახი;
ბ) მონაწილეობდეს სარეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და შეფასებაში;
გ) მზადების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აცნობოს სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის ხელმძღვანელობას.
14. სპეციალობის მაძიებლის მოვალეობები:
ა) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, შეასრულოს სარეზიდენტო პროგრამით განსაზღრული კურიკულუმი;
ბ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებულ/შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის მიზნით აწარმოოს დღიური, რომლის ფორმატი განისაზღვრება ნიმუშის (დანართი 1.1) შესაბამისად;
გ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს პროგრამის ხელმძღვანელს წარუდგინოს გაწეული მუშაობის ანგარიში, გაიაროს ეტაპობრივი და შემაჯამებელი გამოცდა;
დ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, დაიცვას სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის შინაგანაწესი და შეასრულოს დაწესებულების განრიგით განსაზღვრული საქმიანობა.
15. სპეციალობის მაძიებლის ეტაპობრივი/საბოლოო უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, პროგრამის ხელმძღვანელმა/ხელმძღვანელობამ, სპეციალობის მაძიებელთან შეთანხმებით, შეიძლება განუსაზღვროს მას მოდული/მოდულები, რომლებიც უნდა გაიაროს განმეორებით.
16. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს, გადავიდეს ერთი აკრედიტებული დაწესებულებიდან/სასწავლებლიდან მეორე აკრედიტებულ დაწესებულებაში/სასწავლებელში. საექიმო სპეციალობის მაძიებელს, ასევე, უფლება აქვს, განაგრძოს მზადება დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოდულ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში (მინიჭებული კვოტების გათვალისწინებით) .
17. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს, განაგრძოს მზადება საზღვარგარეთ; ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ გავლილი კურსის ჩათვლა/არჩათვლის თაობაზე პროგრამის ხელმძღვანელის დასკვნის საფუძველზე იღებს საბჭო.
18 . რეზიდენტურის პროგრამა არ ჩაითვლება გავლილად, თუ განმეორებით სარეზიდენტო პროგრამის 2-ჯერ მეტ ვადაში სპეციალობის მაძიებელი ვეღარ ასწრებს სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი მოდულის/მოდულების გავლას ან რომელიმე მოდულში/მოდულებში მიიღებს უარყოფით შეფასებას.
19 . პროგრამით გათვალისწინებული მოდულების წარმატებით დასრულების შემდეგ სპეციალობის მაძიებელს ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აკრედიტებული დაწესებულების/სასწავლებლის მიერ გაცემული მოწმობის ან შესაბამისი ცნობის წარდგენის საფუძველზე.
მუხლი 2. უმცროსი ექიმების რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი
1. უმცროს ექიმს შეუძლია, მოიპოვოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის საშუალებით.
2. უმცროსი ექიმის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ხორციელდება საბჭოს მიერ აკრედიტებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული სამინისტროს მიერ დამტკიცებული სარეზიდენტო პროგრამების შესაბამისად.
3. უმცროს ექიმს აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში /სასწავლებელში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლება ეძლევა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან/და შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში.
4 . სამედიცინო დაწესებულებები ან/და სასწავლებლები დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას) ახორციელებენ აკრედიტებული სარეზიდენტო პროგრამის მოდულ(ებ)ის ფარგლებში და გააჩნიათ აკრედიტაციის მოწმობა.
5. სარეზიდენტო პროგრამების განხორციელების მიზნით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებს ან/და სასწავლებლებს ცალკეული მოდულ(ებ)ის ფარგლებში არსებული თავისუფალი კვოტების შესაბამისად, ასევე, შეუძლიათ განახორციელონ უმცროსი ექიმების რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება).
6 . ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალაშია 3 წლის განმავლობაში. თუ უმცროსმა ექიმმა აღნიშულ პერიოდში არ დაიწყო დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) და არ გაიარა შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის სულ მცირე 1 მოდული, გამოცდის შედეგები უქმდება და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დასაწყებად მან განმეორებით უნდა ჩააბაროს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.
7 . უმცროსი ექიმის მიერ საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის გავლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. ვადის ათვლა იწყება პირველი მოდულის დაწყების დღიდან. რეზიდენტურის პროგრამა არ ჩაითვლება გავლილად, თუ რომელიმე მოდულ(ებ) ში მას აქვს უარყოფითი შეფასება.
8 . უმცროსმა ექიმმა სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი თითოეული მოდული უნდა გაიაროს არანაკლებ ამ მოდულის ხანგრძლივობით განსაზღვრულ ვადაში; შეუძლებელია 2 და მეტი მოდულის ერთდროულად გავლა.
9. უმცროსი ექიმის დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამით დადგენილი მოდულების თანმიმდევრობის დაცვით. გამონაკლისი – მოდულების როტაცია დაიშვება მხოლოდ კონკრეტული წლის (მზადების ეტაპის) ფარგლებში.
10 . უმცროსი ექიმი, რომელიც მონაწილეობს რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში), ვალდებულია , დადგენილი წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს ინფორმაცია ყოველი მოდულის დაწყებისა და დასრულების შესახებ, ხოლო მოდულის დასრულების შემდგომ სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი მოწმობა (დანართით). შესაძლებელია მოწმობები (დანართებით) წარდგენილ იქნეს სასწავლო პროგრამის კონკრეტული წლის (მზადების ეტაპის) დასრულების შემდეგ. პირველი მოდულის დაწყების წინ უმცროსი ექიმი სააგენტოს ასევე წარუდგენს პირადობის მოწმობის ასლს.
11. სააგენტო უფლებამოსილია, შერჩევითი მონიტორინგის საშუალებით, გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება მოდულის ჩათვლის/არჩათვლის შესახებ.
12. შერჩევითი მონიტორინგი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროცესში არსებული ნაკლოვანებების შესახებ.
13 . დაწესებულებაში/სასწავლებელში უმცროსი ექიმის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელ პირსა და დაწესებულების ხელმძღვანელს .
14. უმცროსი ექიმის მოვალეობები რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის განმავლობაში :
ა) უმცროსი ექიმი ვალდებულია შეასრულოს სარეზიდენტო პროგრამით განსაზღრული კურიკულუმი;
ბ ) უმცროსი ექიმი ვალდებულია, დაიცვას სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის შინაგანაწესი და შეასრულოს დაწესებულების განრიგით განსაზღვრული საქმიანობა.
15. უმცროს ექიმს უფლება აქვს, განაგრძოს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) /სარეზიდენტო პროგრამის ფორმატში, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში .
16. უმცროს ექიმს უფლება აქვს, განაგრძოს მზადება საზღვარგარეთ; ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ გავლილი კურსის ჩათვლა/არჩათვლის თაობაზე იღებს საბჭო.
17 . პროგრამით გათვალისწინებული მოდულების წარმატებით დასრულების შემდეგ უმცროს ექიმს ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება სააგენტოს შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
18. კომისია დასკვნას უმცროსი ექიმის მიერ სათანადო სპეციალობაში შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის შესახებ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აკრედიტებულ პროგრამასთან და მის ხანგრძლივობასთან, სააგენტოს მიერ წარმოებული რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, გასცემს შემდეგი დოკუმენტების ექსპერტიზის საფუძველზე:
ა) ბრძანების ასლ(ებ)ი და ცნობა(ები) სამუშაო ადგილ(ებ)იდან (არსებობის შემთხვევაში), რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის საექიმო სპეციალობაში უმცროსი ექიმის მუშაობის ხანგრძლივობა არ არის ნაკლები ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე;
ბ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მოდულების გავლის დამადასტურებელი მოწმობები (დანათებით), რომლებიც დამოწმებული უნდა იქნეს მოდულ(ებ)ზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ(ებ)ის მიერ.“
2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) ლიმიტი (კვოტა) – რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ერთდროულად მზადების უფლებაც ეძლევა აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს ან/და კონკრეტული მოდულის განმახორციელებელ დაწესებულებას/სასწავლებელს .“;
ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. აკრედიტაციის მიზანია, დაადასტუროს დაწესებულების/სასწავლებლის შესაბამისობა სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის განხორციელების ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან.“;
გ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში საბჭო დაწესებულებას /სასწავლებელს განუსაზღვრავს რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტს (კვოტას) კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) /სარეზიდენტო პროგრამის და/ან მოდულის ფარგლებში.“;
დ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. დაწესებულებების/სასწავლებლის აკრედიტაცია ხორციელდება კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ) ის და/ან მოდულ(ებ)ის ფარგლებში.“;
ე) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. დაწესებულება, რომელსაც სურს, მოიპოვოს აკრედიტაცია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების მიზნით, უნდა უზრუნველყოფდეს კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული კლინიკური მოდულების სულ მცირე 1/2-ის საკუთარ ბაზებზე გატარებას (აღნიშნული არ ეხება მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის დადგენილ პროგრამებს საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“). “;
ვ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:
„ 31 . სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი , რომელსაც სურს, მოიპოვოს აკრედიტაცია კონკრეტული მოდულის განხორციელების მიზნით, უნდა უზრუნველყოფდეს სულ მცირე 1 მოდულის ფარგლებში სულ მცირე 1 რეზიდენტის/მაძიებლის მზადებას მოდულის ხანგრძლივობის ვადაში.“;
ზ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაცია მოიცავს სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებების/ სასწავლებლების შესაძლებლობების შეფასებას და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენას.“;
თ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. საბჭოსთან შეთანხმებით, აფილირებულ დაწესებულებას/სასწავლებელს უფლება აქვს, გახდეს სხვა აკრედიტებული დაწესებულების/სასწავლებლის კონტრაქტორი იგივე მოდულ(ებ)ის ფარგლებში და/ან მოიპოვოს აკრედიტაცია ხსენებული მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით , მოდულ(ებ) ის მიმდინარეობის ვადებისა და კვოტის გათვალისწინებით.“;
ი) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. დაწესებულებამ/უმაღლესმა სასწავლებელმა აკრედიტაციის მიზნით საბჭოს სამდივნოში უნდა წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ (დაწესებულების დასახელების, იურიდიული მისამართის მითითებით). განაცხადში, ასევე, უნდა მიეთითოს სარეზიდენტო პროგრამის და/ან მოდულ(ებ)ის დასახელება, რომლის განხორციელების უფლების მიღება სურს დაწესებულებას/სასწავლებელს და ამ პროგრამის/მოდულ(ებ)ის ფარგლებში გასატარებელ რეზიდენტთა/ მაძიებელთა რაოდენობა (ლიმიტი /კვოტა).“;
კ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების/მოდულ(ებ)ის , უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების დასახელება, რომლებიც ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში/ სასწავლებელში.“;
ლ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი;
მ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი, ახალი აკრედიტაციის მისაღებად საბჭოს მიმართავს მინიჭებული აკრედიტაციის ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე და წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს.“;
ნ) მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 12. დაწესებულება/სასწავლებელი უფლებამოსილია იგივე სარეზიდენტო პროგრამ( ებ) ის და/ან მოდულ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართოს საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არა უადრეს 1 წლისა.“;
ო) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის განსაზღვრა გულისხმობს დაწესებულებისათვის/ სასწავლებლისათვის რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობის – ლიმიტის (კვოტის) განსაზღვრას, რომლის ერთდროულად მზადების უფლება აქვს დაწესებულებას / სასწავლებელს:
ა) ერთი წლის განმავლობაში იმ პროგრამის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია ან/და კონკრეტული მოდულის განხორციელებაში მონაწილე აფილირებულ დაწესებულებას მოდულის მიმდინარეობის ვადებში;
ბ) იმ მოდულ(ებ)ის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია მოდულის მიმდინარეობის ვადებში.“;
პ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. უმაღლესი სასწავლებლისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში და/ან სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების შეწყვეტის შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.“;
ჟ) დანართის 2.1-ის (სამედიცინო დაწესებულებებისა ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ I.ზოგადი ინფორმაცია
| სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის დასახელება |
|
|
| სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის დასახელება |
|
|
| მისამართი |
|
|
| ტელეფონი, ფაქსი |
|
|
| ელექტრონული ფოსტა |
|
|
| ვებგვერდი |
| არსებობის შემთხვევაში |
| ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა |
|
|
| სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების (აფილირებული დაწესებულებების) დასახელება, რომელთანაც დაწესებულებას/ სასწავლებელს პროგრამის განხორციელების მიზნით გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები (შესაბამისი მოდულების მითითებით) |
|
|
| მიმდინარე პერიოდში რეზიდენტების/სპეციალობის მაძიებლების რაოდენობა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის დასახელება, მზადების დაწყების და დასრულების თარიღი) |
|
|
II. კლინიკური რესურსი
| სამედიცინო მომსახურების/ სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი ( აფილირებული დაწესებულებების/სასწავლებლებისა და შესაბამისი მომსახურების/ სერვისების მითითებით) |
|
|
| ამბულატორიულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი |
|
|
| სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი |
|
|
| ამბულატორიულ განყოფილებაში/კაბინეტში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი) |
| კონკრეტული პროგრამის/მოდულ (ებ)ის გათვალისწინებით |
| სტაციონარულ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი) |
| კონკრეტული პროგრამის/მოდულ (ებ)ის გათვალისწინებით |
| სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლებლის საერთო რაოდენობა |
|
|
| სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლების რაოდენობა, რომლებიც განკუთვნილია რეზიდენტებისათვის |
| კონკრეტული პროგრამის/მოდულ (ებ)ის ფარგლებში |
| ამბულატორიული დატვირთვა (ვიზიტების რაოდენობა), თვეში, წელიწადში |
| კონკრეტული პროგრამის/მოდულ (ებ)ის გათვალისწინებით |
| სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული საწოლების რაოდენობა (განყოფილების და/ან პროფილის მითითებით) |
| კონკრეტული პროგრამის/მოდულ (ებ)ის გათვალისწინებით |
| სტაციონარული დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებელი |
| კონკრეტული პროგრამის/მოდულ (ებ)ის გათვალისწინებით |
| სტაციონარული დაწესებულების საოპერაციო აქტივობების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების მითითებით (სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის შემთხვევაში -მშობიარობების რაოდენობები) |
| კონკრეტული პროგრამის/მოდულ (ებ)ის გათვალისწინებით |
| დიაგნოსტიკური, სამკურნალო, პროფილაქტიკური პროცედურები, რომელიც ტარდება დაწესებულებაში და მათი რაოდენობა განვლილი კალენდარული წლის განმავლობაში | 1. დიაგნოსტიკური 2. სამკურნალო 3.პროფილაქტიკური | მხოლოდ ის პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია პროგრამის/ მოდულ(ებ)ის ფარგლებში |
III. მატერიალური რესურსი
| რეზიდენტების/მაძიებლების თეორიული მზადებისათვის გამოყოფილი ფართი (ოთახების რაოდენობა, მ 2 -ის მითითებით) |
|
|
| კონფერენციის, კონსილიუმის, სემინარის ჩატარებისათვის საჭირო სათანადოდ აღჭურვილი ფართი |
|
|
| ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს მოდულებით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და უნარ-ჩვევების ათვისებას |
|
|
| აუცილებელი და რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის მოდულებით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და უნარ-ჩვევების ათვისებას | 1. 2. 3. |
|
| საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (კომპიუტერული უზრუნველყოფა: რეზიდენტების/მაძიებლების თავისუფალი სარგებლობისათვის განკუთვნილი ინტერნეტში ჩართული კომპუტერების რაოდენობა) |
|
|
IV. ინტელექტუალური რესურსი
| სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელის/ხელმძღვანელობის მონაცემები (მიუთითეთ: სახელი, გვარი, დეპარტამენტი/განყოფილება, თანამდებობა, აკად. ხარისხი, სამეცნ. ხარისხი, საკონტაქტო ინფორმაცია) | 1. 2. 3. |
|
| ცალკეული მოდულის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემები (მიუთითეთ: სახელი, გვარი, დეპარტამენტი/განყოფილება, თანამდებობა, აკად. ხარისხი, სამეცნ. ხარისხი, პედაგოგიური გამოცდილება, საკონტაქტო ინფორმაცია) | მოდული 1. მოდული 2. მოდული 3. |
|
ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნეს სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელისა და ცალკეული მოდულის განხორციელებაზე პასუხსიმგებელი პირების ავტოგრაფიები/CV.
V. სამეცნიერო კვლევა
| პროგრამების, პროექტების, სამეცნიერო გრანტების დასახელება, რომელშიც მონაწილეობს დაწესებულება |
|
|
| საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში ჩართულობა |
|
|
| სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურის, მონოგრაფიების, სამეცნიერო სტატიების, კლინიკური გაიდლაინების მომზადებაში მონაწილეობა |
|
|
VI. ხარისხის უზრუნველყოფა
| ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის შესახებ |
|
|
| ინფორმაცია სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ |
|
|
სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის ხელმძღვანელის ხელმოწერა –––––––––––––––––––
ბეჭედი –––––––––––––––“;
რ) დანართი 2.2-ის (აკრედიტაციის კრიტერიუმები):
რ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პროგრამის ხელმძღვანელი: აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული/ასისტენტ პროფესორი) ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში არანაკლებ 5-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. პროგრამის ხელმძღვანელი უნდა მონაწილეობდეს დიპლომამდელ განათლებაში ან/და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში. გამონაკლის შემთხვევებში, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პროგრამ-ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ პირს შეიძლება არ ეკავოს აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული/ასისტენტ პროფესორი) ან არ ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს .“;
რ.ბ) „ 111 “ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
რ.გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 15. აკრედიტაციის სპეციფიური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „ლაბორატორიული მედიცინა“:
ა) სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელ სამედიცინო დაწესებულებას/სასწავლებელს (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) უნდა გააჩნდეს კარგად აღჭურვილი კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია/ლაბორატორიები. ლაბორატორიის/ ლაბორატორიების აღჭურვილობაში, პროფილის შესაბამისად, უნდა შედიოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ანალიზატორები:
ა.ა) ბიოქიმიური ანალიზატორი
ა.ბ) ჰემატოლოგიური ანალიზატორი
ა.გ) იმუნოლოგიური ანალიზატორი
ა.დ) ჰემოსტაზიოლოგიური ანალიზატორი
ა.ე) შარდის ანალიზატორი
ბ) ლაბორატორია/ლაბორატორიები უნდა უზრუნველყოფდეს მრავალპროფილიანი გამოკვლევების ჩატარებას;
გ) კონკრეტული ლაბორატორიის საერთო დატვირთვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000 გამოკვლევას წელიწადში;
დ) ლაბორატირიული გამოკვლვების რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით პროგრამის ფარგლებში, პროფილის შესაბამისად, უნდა შეადგენდეს 800 გამოკვლევას წელიწადში;
ე) ლაბორატორიული მედიცინის პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე გათვალისწინებული უნდა იყოს არა უმეტეს 6 რეზიდენტისა /მაძიებლისა.“;
რ.დ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 17. აკრედიტაციის სპეციფიური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „პათოლოგიური ანატომია- კლინიკური პათოლოგია “:
ა) „პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მოცულობა განისაზღვრება შემდეგი საქმიანობებით:
ა.ა) ოპერაციული მასალის პათოლოგოანატომიური გამოკვლევა;
ა.ბ) ბიოფსიური (გამონაფხეკი) მასალის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა;
ა.გ) ნაცხისა და პუნქტატის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა;
ა.დ) გვამის პათოლოგოანატომიური გამოკვლევა;
ბ) „პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულებისსასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) პათოლოგოანატომიური სამსახური დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური კადრებით და მას უნდა გააჩნდეს:
ბ.ა) სათანადოდ აღჭურვილი სასექციო და გვამების შესანახი მაცივარი (სამაცივრო ოთახი):
ბ.ბ) სათანადოდ აღჭურვილი გვამების მოსაწესრიგებელი ოთახი;
ბ.გ) ოპერაციული და ბიოფსიური მასალის შესანახი და ამოსაჭრელი სათანადოდ აღჭურვილი ოთახი;
ბ.დ) სათანადოდ აღჭურვილი ჰისტოლოგიური ლაბორატორია;
ბ.ე) სათანადოდ აღჭურვილი ციტოლოგიური ლაბორატორია;
ბ.ვ) მიკროპრეპარატების არქივი.
გ) პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელებაში მონაწილე თითოეული დაწესებულების მინიმალური დატვირთვა 2 რეზიდენტზე/მაძიებელზე გადაანგარიშებით წელიწადში უნდა იყოს:
| № | მანიპულაცია/საქმიანობა | რაოდენობა |
| 1. | ოპერაციული და ბიოფსიური მასალის გამოკვლევა | 500 |
| 2. | ბიოფსიური მასალის / გამონაფხეკის გამოკვლევა | 50 |
| 3. | ციტოლოგიური გამოკვლევა | 100 |
დ) გვამის გაკვეთაში მონაწილე დაწესებულებებში (2 დაწესებულება) წელიწადში – მინიმუმ უნდა ხორცილდებოდეს 10 გაკვეთა (ორივეში ჯამურად).
ე) „პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მინიმალური დატვირთვა ერთ რეზიდენტზე გადაანგარიშებით უნდა იყოს:
| № | მანიპულაცია/უნარ-ჩვევა | რაოდენობა |
| 1. | გვამის პათოლოგანატომიურ გაკვეთა | 7 |
| 2. | გვამური მასალის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა | 10 |
| 3. | ოპერაციული მასალის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა | 150 |
| 4. | ოპერაციული მასალის პათოჰისტოლოგიური დიაგნოსტიკა | 50 |
| 5. | ციტოპათოლოგიური გამოკვლევა | 30 |
| 6. | ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა | 20 |
“;
რ.ე) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 18. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „კლინიკური ტოქსიკოლოგია“ :
ა) სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) უნდა იყოს განყოფილება/კლინიკა, რომელშიც ხორციელდება შესაბამისი პროფილის პაციენტების მკურნალობა;
ბ) გატარებული პაციენტების რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით უნდა შეადგენდეს საშუალოდ 300 შემთხვევას წელიწადში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ჭიაბერაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები