„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისშესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისშესახებ
დოკუმენტის ნომერი 9178
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/06/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016090
  • Word
9178
01/06/2012
ვებგვერდი, 08/06/2012
000000000.00.00.016090
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისშესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

                                                      ბრძანება № 9178    

2012 წლის 1 ივნისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1 . „საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8 ):

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) მედიაციის სამმართველო;

კ) მეთოდოლოგიის სამმართველო.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების მომზადება (მათ შორის, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით), შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის, შემცირების ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის წარდგენის მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსთვის მასალების წარდგენა;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენის და აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის უზრუნველყოფა;“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო

აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ინფორმაციის მოპოვება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების მონაცემებიდან და შემმოწმებელთა ჯგუფისათვის გონივრულ ვადაში მიწოდება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის ამოცანების შესრულების უზრუნველყოფისათვის, ინფორმაციის შეგროვება-სისტემატიზაცია და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდება;

გ) შემოწმებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი/მოწოდებული მონაცემების (დეკლარაციების, ინვოისების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების და სხვა) დამუშავება-ანალიზი და მათი შედარება. მონაცემების სისტემატიზებული ელექტრონული ბაზის შექმნა;

დ) შემოწმების მასალებიდან გამომდინარე, მოწოდებული და სხვა ორგანოსთვის გადასაგზავნი ინფორმაციის/სათანადო მასალების გადაცემის უზრუნველყოფა, ასევე დეპარტამენტის უფროსის/მოადგილისათვის სათანადო ბრძანების პროექტის წარდგენის უზრუნველყოფა;

ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის, შემოწმების ვადის გაგრძელების, საგადასახადო შემოწმების შეჩერების ან/და განახლების, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;

ვ) შესაბამისი სამმართველოების მომართვის საფუძველზე, საგადასახადო კონტროლთან (მათ შორის, ალტერნატიულ აუდიტთან) დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სპეციალისტის მოწვევის, გადასახადის გადამხდელისაგან ინფორმაციის მოთხოვნის ან/და გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების ან/და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;

ზ) საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების მოპოვების უზრუნველყოფა; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა;

თ) შესაბამისი გადაწყვეტილების (მათ შორის, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის) საფუძველზე, დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის შედეგების) , საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა (დარიცხვა, შემცირება);

ი) შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის შედეგად) საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება;

კ) საჭიროების შემთხვევაში, თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოცემული „საგადასახადო მოთხოვნის“ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის უშუალოდ ჩაბარება ან საფოსტო გზავნილით გაგზავნა;

ლ) შესაბამის შემთხვევებში, შეტყობინების/წერილების გადასახადის გადამხდელისათვის გადაცემის/გაგზავნის უზრუნველყოფა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევათა გამოვლენა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოსათვის გადაგზავნა;

) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე პროცედურული სახელმძღვანელოების (რეგლამენტის) შემუშავება;

პ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

4. მე-11 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელთა გასვლითი საგადასახადო შემოწმებისათვის (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის წესით შემოწმებისათვის), შესარჩევი რისკის კრიტერიუმების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირთა შერჩევის ელექტრონული სისტემის და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;“;

ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შემოსავლების სამსახურიდან მიღებული რანჟირებული სიის ან/და სხვა სათანადო, ასევე სხვადასხვა ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით, რისკის მქონე გადასახადის გადამხდელებთან ჩასატარებელი გასვლითი ან/და კამერალური საგადასახადო შემოწმებების (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის) განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დამუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;

დ) გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების შემუშავების მიზნით, ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის) შედეგების განზოგადება, სისტემატიზაცია და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;“;

გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“, „ნ2“ და„ნ3“ქვეპუნქტები:

„ნ1) პირისათვის (აუდიტორის კანდიდატისათვის) ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების, აგრეთვე ალტერნატიული აუდ იტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე აუდიტორებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადების მომზადება;

2 ) ალტერნატიული აუდიტის ფორმით განსახორციელებელი საგადასახადო შემოწმებების პროცესის კოორდინაცია, მართვა და ინფორმაციული უზრუნველყოფა ;

3 ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე პროცედურული სახელმძღვანელოების (რეგლამენტის) შემუშავება;“.

5. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 და 122 მუხლები:

მუხლი 121 . მედიაციის სამმართველო

მედიაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, აგრეთვე ალტერნატიული აუდიტის შედეგებზე შედგენილ აქტის პროექტებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი პოზიციის წინასწარი განხილვ ; აგრეთვე აღნიშნული წერილობითი პოზიციის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე განხილვის ორგანიზება;

ბ) გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიების განხილვის დროს გამოკვეთილ ტენდენციებთან დაკავშირებით შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების სრულყოფის თაობაზე , აგრეთვე სიტუაციური სახელმძღვანელოების მომზადების თაობაზე წინადადებების მომზადება და შესაბამისი სამმართველოსათვის მიწოდება;

) მედიაციის განხორციელებაზე პროცედურული სახელმძღვანელოს (რეგლამენტის) შემუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მუხლი 122 . მეთოდოლოგიის სამმართველო

მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის) ერთიანი მეთოდოლოგიის, მათ შორის, საგადასახადო შემოწმების პროცესისა და შედეგების ამსახველი ფორმების შემუშავება, შემუშავებული სახელმძღვანელოების, განმარტებების და რეკომენდაციების ნაწილში;

ბ) საგადასახადო შემოწმებისას გამოკვეთილი ტენდენციების გაანალიზება და შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების სრულყოფის თაობაზე წინადადებების, ნორმატიული აქტების, პროცედურულ/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

გ) საგადასახადო შემოწმებების (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის) განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების კომპლექსური პროცედურული სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა;

დ) აუდიტისა და გადასახადებით დაბეგვრის საკითხებზე სახელმძღვანელოების, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშგების ფორმების მომზადებაში მონაწილეობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სამმართველოში შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადება და დასმულ საკითხებზე ერთიანი მიდგომის გამომუშავება;

ვ) საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების (გარიგებების) დაბეგვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ზ) საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა და მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება;

თ) დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე სხვა სამსახურებისა და უწყებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

 ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. ხარისხის კონტროლის სამმართველო

ხარისხის კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგადასახადო შემოწმების მასალების ხარისხის კონტროლის განხორციელების პროცედურების შემუშავება;

ბ)საგადასახადო შემოწმების (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის) პროცესის მიმდინარეობისას, აუდიტორების მიერ საგადასახადო აუდიტის სახელმძღვანელოს დებულებათა დაცვის მონიტორინგი;

გ)დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით საგადასახადო შემოწმების მასალების (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის) ხარისხის კონტროლის განხორციელება;

დ)საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით ხარისხის კონტროლის მეთოდების სრულყოფა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ვ)ხარისხის კონტროლის განხორციელებაზე პროცედურული სახელმძღვანელოს (რეგლამენტის) შემუშავება;

ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივნისიდან .

სამსახურის უფროსი  ჯ . ებანოიძე