,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი ქირის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი ქირის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016053
  • Word
6
06/06/2012
ვებგვერდი, 13/06/2012
010250020.35.130.016053
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი ქირის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2012 წლის 6 ივნისი

ქ. საჩხერე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი ქირის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

 მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი ქირის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 სექტემბრის №22 დადგენილებაში და დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 მუხლი 2. ორმოცდაათ პროცენტზე მეტი მუნიციპალური წილის მქონე საწარმოებმა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა, ისარგებლონ ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.

 მუხლი 3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   . აბჟანდაძე

 

 დანართი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობები ქონების ცალკეული სახეების მიხედვით

 

 

ქონების ჩამონათვალი

საწყისი წლიური ქირა ლარებში ქონებით სარგებლობის ცალკეული ფორმების მიხედვით

აღნაგობა

უზუფრუქტი

ქირავნობა

იჯარა

1

1კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ქალაქში

15.0

2.0

1.5

1.5

2

1კვ. მეტრი ფართი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაში, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

------

20.0

10.0

5.0

3

1კვ. მეტრი ფართი საცხოვრებელი დანიშნულების შენობაში, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

------

20.0

15.0

5.0

4

1კვ. მეტრი ტერიტორია პარკებში, სკვერებში და სხვა მსგავს ადგილებში-დროებითი მცირე არქიტექტურული ფორმის უსარძიკვლო ნაგებობების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე

------

-------

15.0

1.5

5

1კვ. მეტრი ტერიტორია ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

15.0

2.0

2.0

2.0

6

1კვ. მეტრი ფართი ღია სპორტული დანიშნულების ობიექტზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე

------

0.5

0.5

0.5

7

1კვ. მეტრი ფართი დახურული სპორტული დანიშნულების ობიექტზე, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

------

2.5

2.5

2.5

8

1კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სოფელში

1.5

0.2

0.15

0.15