დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016376 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №110/ნ
2012 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების (სსმ, 93, 30/07/2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.014912) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესთან ან თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით სამეცნიერო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნე ს სამეცნიერო საბჭოს წევრთა გამოკითხვის წესით. ამ შემთხვევაში მისაღებ საკითხზე წინადადება წარედგინება სამეცნიერო საბჭოს წევრებს, რომლებიც „შეთანხმების ფურცელზე“ ხელმოწერით ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება). იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება საკითხის მიღებას, აღნიშნულის შესახებ შედგება სამეცნიერო საბჭოს ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.”
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები