„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 109/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016375
  • Word
109/ნ
07/06/2012
ვებგვერდი, 11/06/2012
040030000.22.022.016375
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №109/

2012 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის 97/ნ ბრძანებით ( სსმ, 127, 04/10/2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 430.030.000.22.022.016.0014) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ცენტრის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 89/24.”

2 . მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დეპარტამენტი დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის ხელმძღვანელი. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის უფლება-მოვალებებს ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

4. დეპარტამენტის დირექტორის საერთო ხელმძღვანელობის პირობებში, დეპარტამენტის ფუნქციების ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის საკურატორო სფეროს და ფუნქცია-მოვალეობებს დეპარტამენტის დირექტორის წინადადებით ადგენს ცენტრის ხელმძღვანელი.”

3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

4. მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის ხელმძღვანელი.

4. ცენტრის ხელმძღვანელის საერთო ხელმძღვანელობის ფარგლებში ხელმძღვანელის მოადგილის საკურატორო სფეროს და ფუნქცია-მოვალეობებს აგრეთვე, ხელმძღვანელის დროებით არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს და მისი უფლებამოსილების ფარგლებს ადგენს ცენტრის ხელმძღვანელი ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდუალურად ბრძანების გამოცემის გზით.”

5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. ცენტრის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ცენტრის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე, ცენტრის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.”

მუხლი 2 . ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

დ. შაშკინი