დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 108/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 06/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160080.22.022.016374 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №108/ნ
2012 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
„ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებ აში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010, № 126, მუხ.1839; სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.016013) დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურებიში (დანართი №2) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1. საკუთარი საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მოთხოვნისას ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 %-ით;
დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 %-ით;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები - 20 % - ით. “;
ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების რამდენიმე საფუძვლის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ისარგებლოს მხოლოდ ერთი საფუძვლით. “.
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დოკუმენტის კომენტარები