"საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51(58), 29/12/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2004
სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.05.001.000.713
  • Word
89
24/12/1999
სსმ, 51(58), 29/12/1999
190.020.000.05.001.000.713
"საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება:

„ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად აგრეთვე გამოიყენება სახელმწიფო პროგრამების მიხედვით სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრივებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც დადგენილი წესით მიიმართება საქართველოს ცენტრალურ და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში.“.

2. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 აბზაცში სიტყვები: „(ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციით)“ შეიცვალოს სიტყვებით „(ფუნქციონალური, ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციით)“.

3. 38-ე მუხლში სიტყვები „2000 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2001 წლის 1 იანვრამდე“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                               ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 24 დეკემბერი

89-რს