,,ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 170030000.22.027.016305
  • Word
92
06/06/2012
ვებგვერდი, 06/06/2012
170030000.22.027.016305
,,ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №92

2012 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

,,ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანები (სსმ III, 01.02.2005, №12, მუხ. 116) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ,, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) მიერ დამოწმებულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებაზე ზედამხედველობა ეკისრება საქართველოს ნოტარიუსთა პალატას .“.

2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. შემოწმების აქტი დგება 2 თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი უნდა გადაეცეს ნოტარიუსს (შემცვლელ პირს), ხოლო მეორე ეგზემპლარი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი