„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.122.016118
  • Word
23
01/06/2012
ვებგვერდი, 08/06/2012
210020010.35.122.016118
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №23

2012 წლის 1 ივნისი

ქ. წყალტუბო

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

    მუხლი 1 .

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №15 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.122.016109, თარიღი 30/03/2012) დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი №1) მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. მოსაკრებლის ოდენობა.

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს ერთი ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 3 ლარის ოდენობით.

2. ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობისათვის (დასაშვები კატეგორიების მიხედვით) მოსაკრებელი განისაზღვროს გრძივ მეტრზე 0 ,1 ლარის ოდენობით.

3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს 4500 ლარი.“.

    მუხლი 2.

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ოთარ ჩიტაიშვილს.

    მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            მ. საღარეიშვილი