„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბერის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბერის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 107/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016373
  • Word
107/ნ
05/06/2012
ვებგვერდი, 07/06/2012
430210000.22.022.016373
„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბერის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №107/

2012 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:

მუხლი 1. „მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებით ( სსმ, 149, 04. 12. 2009 წ., სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.879) დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. რეგულირების სფერო

  ეს დებულება ადგენს მასწავლებელის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) აკრედიტაციის სტანდარტებს (შემდგომში – სტანდარტები), აკრედიტაციის წესსა და პირობებს; საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის, აგრეთვე სტანდარტების შემოწმებისა და აკრედიტაციის გაუქმების წესს.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მწვრთნელი არ შეიძლება იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს); ან აჭარის ავტონომიური რესპუ ლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის; ცენტრის; საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი); გამოცდების ეროვნული ცენტრის; საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომელი, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექციის წევრი.“;

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის აკრედიტაციის საფასური

1. პროგრამის აკრედიტაციის საფასური პროგრამის თითოეული კრედიტისათვის შეადგენს 500 ლარს.

2. საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით. პროგრამის აკრედიტაციის საფასური დაინტერესებულ პირს არ უბრუნდება.“;

დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. აკრედიტაციის ექსპერტი

1. აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს ცენტრის თანამშრომელი.“;

ე) მე-11 მუხლის:

ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა“;

ე.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის საფასურის გადახდის შემდეგ ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ.“;

ვ) IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი IV. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო“;

ზ) მე-14 მუხლის:

ზ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო“;

  ზ.ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

ზ.გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.დ) მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

 41. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება დაინტერესებული მხარის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა ექსპერტთა დასკვნის შედგენის შემდეგ.“;

თ) მე-15 მუხლის:

თ.ა) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს სხდომებს უძღვება თავმჯდომარე. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორები არ წარმოადგენენ საბჭოს წევრებს, მათ უფლება აქვთ დაესწრონ საბჭოს სხდომას სათათბირო ხმის უფლებით. ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორების გადაწყვეტილებით საბჭოს სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლიათ სხვა თანამშრომლებს.

4. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.“;

თ.ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„7. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე და ინფორმაცია ეგზავნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.“;

ი) მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ადგილზე დაკვირვება, დაინტერესებული პირების ინტერვიუირება, აგრეთვე აკონტროლოს პროგრამით გათვალისწინებულ კურსზე მასწავლებლების დასწრება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შედეგად პროგრამის სტანდარტებთან შეუსაბამობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამის ინფორმაციას აწვდის ცენტრს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი