„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 106/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016372
  • Word
106/ნ
05/06/2012
ვებგვერდი, 07/06/2012
040030000.22.022.016372
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №106/

2012 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის №407 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ( სსმ, 154, 25/11/2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016029) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპე­რი­მენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ”

ბ) ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპე­რი­მენტული ბიომედიცინის ცენტრის თანდართული წესდება.

2 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპე­რი­მენტული ბიომედიცინის ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის, ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფლებამონაცვლე.” ;

გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპე­რი­მენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდება”

დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპე­რი­მენტული ბიომედიცინის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.” .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი